ჩრდილოლონდონურ დერბიში „ტოტენჰემმა” „არსენალს” 3:0 მოუგო, მისმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი დამარცხებულ კოლეგას მიკელ არტეტას შეუთვალა წუწუნს მორჩიო. სამი გოლიდან ორი პირველ ტაიმში ჰარი კეინმა გაიტანა, ხოლო მასამე შესვენების შემდეგ სონმა დაამატა. შედეგად, „სფურზი” „არსენალს” წამოეწია. ახლა მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა რჩება. გუნდები ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან....
ჭდე: არსენალი
მსოფლიო ჩემპიონი გაძარცვეს
გახსოვთ შკოდრიან მუსტაფი? გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2014 წელს, „არსენალსა“ და „ვალენსიაში“ თამაშობდა, ახლა კი „ლევანტეშია“. მუსტაფი გაძარცვეს, უცნობი პირები შეიჭრნენ მის სახლში, რომელიც ვალენსიის გარეუბანში მდებარეობს. უცნობები გოლფის მოედნიდან გადაძვრნენ და დაახლოებით მილიონი ევროს ნივთები წაიღეს. ძვირფასეულობა, ფული და სხვადასხვა… მუსტაფი სახლში ყოფილა და ვერ გაიგო, რადგან მეორე სართულზე გახლდათ, ეს ავლადიდება კი...
ასპილიკუეტამ ხელები შალა
„ჩელსიმ” „არსენალთან” შინ 2:4 წააგო. დასავლეთ ლონდონელთა გაწბილებული კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა თამაშის შემდეგ, გულშემატკივარს დაუპირისპირდა. მიზეზი რასაკვირველია ტრიბუნიდან ყურმოკრული ფრაზა იყო. ინგლისური პრესა წერს, რომ ფანი, სავარაუდოდ, ფეხბურთელების თავდადებით იყო უკმაყოფილო. ესპანელმა ჯერ განრისხებული სახით მოედნიდან უპასუხა ქომაგს, შემდეგ კი ახლოსაც მივიდა და ისე გაურჩია საქმე. გულშემატკივარმა, რომელიც თავიდან ყინჩი ვინმე ჩანდა, უკან დაიხია და...
ბელერინმა უკრაინის მხარდაჭერა და სხვების დავიწყება რასიზმიაო
„ბეტისის“ მცველს, წლობით „არსენალში“ თამაშით ცნობილ 27 წლის ექტორ ბელერინს უკრაინის ომზე ჰკითხეს. შეიძლება გულუბრყვილოდ გეჩვენოთ, მაგრამ კითხვა ასეთი იყო: რატომ მიიპყრო ამ კონფლიქტმა სხვა კონფლიქტებთან შედარებით მეტი ყურადღება? ინტერვიუს „მარკას“ დახმარებით La Media Inglesa იწერდა. ბელერინმა თქვა: „ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ჩვენთან ამ ომს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე სხვა ომებს. არ...
ვენგერი ნარკოტიკის გარეშე
არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ ბოლო 4 წელია, თავს უცნაურად გრძნობს, ანუ მას მერე, რაც სამწვრთნელო საქმეს თავი დაანება. ლონდონის „არსენალის“ ფრანგმა ლეგენდამ ფიფაში გადაინაცვლა, სადაც ფეხბურთის გლობალურად განვითარების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობს. მანამდე იყო სხვადასხვა კლუბები და მერე, 22 წელიწადი „არსენალი“… „40 წელი მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი სხვაგვარად ვცდილობ ფეხბურთისთვის დამხრების გაწევას. მწვრთნელობა მენატრება და გულში...
ლივერპულმა იწამა
„ლივერპულმა“ „არსენალს“ 2:0 მოუგო და ჯეიმი კარაგერმა იწამა, რომ ამიერიდან მის ყოფილ გუნდს ჩემპიონობა შეუძლია. მართალია, ამ გაზაფხულზე „მეთოფეები“ ჩინებულ ფორმაში არიან, მაგრამ „ლივერპულმა“ დიოგო ჟოტასა და რობერტო ფირმინოს მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, სამი ქულა შეიმატეს. ამ შედეგმა მერსისაიდელები „მანჩესტერ სიტის“ მაქსიმალურად მიუახლოვა, ახლა ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ცხადია,...
უილშირი დანიაში
გახსოვთ ჯეკ უილშირი, „არსენალის“, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ნაკრების უნიჭიერესი ნახევარმცველი? გასულ კვირას ის დანიური „ორჰუსის“ ფეხბურთელი გახდა… ბოლო დროს 30 წლის უილშირი უკლუბოდ იყო და „არსენალთან“ ერთად ვარჯიშობდა. კვირას კი დანიურ კლუბს შეუერთდა. ის 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „არსენალთან“ ერთად ვარჯიშისას სხვა კლუბს ვეძებდი და ვიპოვე. ჩემთვის ახალი, საინტერესო თავგადასავალი იწყება. ფაქტობრივად, კარიერას ნულიდან ვიწყებ...
რატომ ობა?
კითხვები, პროცედურები, მეილზე გადაგზავნა-გამოგზავნები… დასრულდა: „ბარსელონამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი გადაიბირა. მოხდა ისე, რომ ობამეიანგსა და ლონდონის „არსენალს“ შორის კონტრაქტი შეწყდა ორმხრივი შეთანხმებით, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და დანარჩენი „ბარსასთან“ მცირე დეტალების გარკვევაღა იყო. კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა, გასაშვები თანხა კი 100 მილიონი ევროა. ობამეიანგის ისტორია ბევრმა კი იცის, მაგრამ მოკლედ მაინც ვთქვათ: „არსენალის“ კაპიტანი იყო. დისციპლინარული...
ასე გაიქცა ობამეიანგი
თქვენს წინაშეა ფოტო, სადაც პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონას“ ვარჯიშზეა აღბეჭდილი. მერე რაო, იტყვის მავანი. ობამეიანგი „ბარსაში“ გადავიდა და თავის ახალ გუნდში ვარჯიშობს. ამაში უცნაური წესით არაფერია. საქმე კი ის არის, რომ ფოტო მანამდეა გადაღებული, სანამ კლუბები თავდამსხმელის თაობაზე შეთანხმდებოდნენ ანუ იმ დღეს, როდესაც ეს ვარჯიში ჩატარდა, გაბონელი ჯერ კიდევ „არსენალის“ ფეხბურთელი იყო. 32 წლის ვარსკვლავმა ორშაბათს...
ფულს არ დაეძებს
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ბარსელონაში“ გადასვლის დიდი სურვილი გამოამჟღავნა. ძალიან საინტერესოა, რომ მას „არსენალიდან“ „კამპ ნოუზე“ გადაბარგება ფულის გამო არ უნდა. გაბონის ნაკრების ფორვარდს სურს დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ამისათვის „გადატვირთვა“ სჭირდება. „ბარსა“, თავის მხრივ, ცდილობს ოსმან დემბელე გაყიდოს და მონაგებ ფულად, იჯარით ობამეიანგი გადაიბიროს. კატალონიური პრესა წერს, რომ ჯერჯერობით არსენალელის საქმე ადგილიდან არ...









