„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ, შესაძლოა, კლუბი მომავალ სეზონში დატოვოს. „ნიუკასლი“ 26 წლის ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა. კაჭკაჭები მზად არიან ბრაზილიელს სეზონში ჯამაგირად 12 მილიონი ევრო შესთავაზონ (კვირაში 230 ათასი ევრო) პრემიერლიგაში მოსაზიდად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელით „ჩელსი“ და „არსენალიც“ არიან დაინტერესებული. რაფინია „ბარსელონას“ „ლიდსიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა,...
ჭდე: არსენალი
პეტრ ჩეხი და რიო ფერდინანდი დიდების დარბაზში
„ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი, გულშემატკივრებისა და ექსპერტების ონლაინ გამოკითხვის კვალად, პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. დიდების დარბაზში შეყვანა ლიგის უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოა. დარბაზი აღიარებს და პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინგლისის პრემიერლიგის განვითარებაში, მისი დაარსებიდან (1992). შეგახსენებთ, რომ პეტრ...
არსენს არსენალის სჯერა
„არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა ამ სეზონში მეთოფეების გაიმარჯვებისა. „მაინც მჯერა, რომ პრემიერლიგას მოვიგებთ!” – უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს. „არსენალი“ პრემიერ ლიგას 31 ტურის შემდეგ 74 ქულით ლიდერობს და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულით უსწრებს, მაგრამ მეტოქემ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. ხოლო 26 აპრილს, 33-ე ტურში, მეთოფეებს თავის...
ოსიმენმა ვენგერს უარი უთხრა
ახლოვდება ზაფხული ანუ სატრანსფერო სეზონი და ნეაპოლელ გულშემატკივარს შიში იპყრობს — ვიქტორ ოსიმენი არავინ წაართვას. არადა ფაქტია, რომ ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირებას უამრავი კლუბი შეეცდება და „ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს დიდი ცდუნებების გაძლება მოუწევს. ამასობაში ოსიმენმა, რომელიც ეროვნული გუნდის შეკრებაზეა, გაიხსენა 2017 წელი, გერმანულ „ვოლფსბურგში” გადასვლის წინა პერიოდი: „2017-ში, გერმანიაში გამგზავრების წინ „არსენალი” მეპატიჟებოდა. პირადად არსენ...
ვენგერი ემირეიტზე დაბრუნდა
„არსენალის” ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი 2018 წლის მაისის შემდეგ პირველად მივიდა „ემირეიტზე”, სადაც „მეთოფეებისა” და „ვესტ ჰემის” თამაშს დაესწრო. მასპინძლებმა მოიგეს 3:1. 2018 წლის მაისში ვნგერმა „არსენალის” თავკაცის თანამდებობა დატოვა. მანამდე ფრანგი 1996 წლიდან მოყოლებული, 22 წლის განმავლობაში ედგა ჩრდილო ლონდონელებს სათავეში. მისი კლუბიდან წასვლის ფორმალური მიზეზი გახლდათ ის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ ვერ...
არსენალის ფანი ყოფილა
მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავმა ედენ აზარმა აღიარა, რომ ბავშვობაში „არსენალის“ დიდი ქომაგი იყო, მაგრამ შემდეგ ბედის ირონიით, წლების განმავლობაში „მეთოფეთა“ კონკურენტის, „ჩელსის“ ღირსებას იცავდა. „ჩელსიში“ შვიდ წელიწადს ვითამაშე და საქვეყნოდ არ დავიწყებ ყვირილს, თუმცა ბავშვობაში „არსენალისა“ და ტიერი ანრის დიდი ქიმაგი ვიყავი. ახლა ის ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს“, – თქვა აზარმა ინგლისურ...
მუდრიკზე ტაციაობაა
დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის თამაშემწემ კარლო ნიკოლინიმ დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის შეძენით პრემიერლიგის ორი კლუბი – „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა. 21 წლის ფეხბურთელს ასევე მადრიდის „რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სკაუტები აკვირდებიან, თუმცა უკრაინელისთვის პრიორიტეტული ინგლისის ჩემპიონატში თამაში ყოფილა. მუდრიკი ხარკოვის „მეტალისტის“ აღზრდილია. თამაშობდა „დნიპროს“ აკადემიაში. 2019 წლიდან კი „შახტარის“ ფეხბურთელია. დონეცკური კლუბი...
გასამმაგებული ხელფასი
ლონდონის „არსენალს“ 21 წლის ბრაზილიელის, გაბრიელ მარტინელის შესანარჩუნებლად მისთვის ხელფასის გასამმაგება მოუწევს. ახლა სამხრეთამერიკელი კვირაში გასამრჯელოდ 80 ათას ევროს იღებს. მარტინელი „არსენალის“ ფეხბურთელი 2019 წელის ზაფხულში გახდა. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან 11 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მეთოფეებთან მის კონტრაქტს ვადა 2024 წელს ეწურება.
კინმა არტეტას წუწუნი დაუწუნა
„მანჩესტერ იუნაიტედის” ოდინდელმა კაპიტანმა, „სქაი სპორტის” ექსპერტმა როი კინმა „არსენალის” ესპანელი მწვრთნელი მიკელ არტეტა გააკრიტიკა, წაგების ავადმყოფურმა ზიზღმა დააბრმავაო: წუხელ „იუნაიტედმა” „მეთოფეებს 3:1 მოუგო. პრემიერლიგაში მანკუნიანელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება დებიუტანტი ანტონის ერთმა და მარკუს რეშფორდის ორმა გოლმა მოიტანა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა კარგად ითამაშა. ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ „ბრაიტონთან” და „ბრენტფორდთან” წაგებებით დაწყებული ჩემპიონატი ტენ...
პრემიერლიგა არსენალის მოგებით დაიწყო
პრემიერლიგა დაიწყო! „არსენალმა” აჩვენა, რომ სხვა გუნდია და იმას, რაც ერთი წლის წინ, გასული სეზონის პირველ ტურში დაემართა, აღარ გაიმეორებს. შარშან, 13 აგვისტოს „მეთოფეებმა” ბრენტფორდში 0:2 წააგეს. ამჯერად, სტუმრად, „კრისტალ პალასს” პირველი გოლი გაბრიელ მარტინელიმ გაუტანა, მეორე კი მარკ გუეიმ 85-ე წუთზე თავის კარში შეაგდო. გულახდილად რომ ვთქვათ, მიკელ არტეტას გუნდს საჩემპიონო თამაში ნამდვილად არ უჩვენებია,...









