ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შორის ამერიკელი მედისონ კიზი გახდა, ვინაც ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბელარუსი არინა საბალენკა სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 2:6; 7:5. მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა და ვითარება კორტზე რამდენჯერმე შეიცვალა. პირველ სეტი ამერიკელმა მაგრად დაიწყო, მეტოქეს ორი ჩაწოდება აართვა და 5:1 დაწინაურდა. საბალენკამ მოუმატა, ერთი ბრეიკიც გაახერხა, მაგრამ...
ჭდე: არინა საბალენკა
სინერმა და საბალენკამ მასპინძლებს მოუგეს
დასრულდა ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში, რომელიც საინტერესო და სენსაციური გამოდგა. მამაკაცთა შორის სტეფანოს ციციპასი და ჰოლგერ რუნე ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ. მთავარი სენსაციები კი მეორე წრიდან დაიწყო – კარლოს ალკარასი მოულოდნელად ნიდერლანდელ ვან დე ზანდშულპმთან დამარცხდა. ესპანელს შემდეგ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი მიჰყვა… ამ ყველაფერის შედეგად ფინალში იანიკ სინერი და ტაილორ ფრიცი გავიდნენ. სინერი ამ ეტაპზე...
ავსტრალია იტალიურად დამთავრდა
მელბურნში დასრულდა წლის პირცელი დიდი სლემის ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იტალიელმა იანიკ სინერმა 3:6 3:6 6:4 6:4 6:3 სძლია რუს დანილ მედვედევს და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. საწყის ორ პარტიაში რუსი უფრო უკეთესად გამოიყურებოდა. მან პირველი სეტი 37 წუთში, ორმაგი ბრეიკით მოიგო 6:3. მეორეში მედვედევს კიდევ უფრო იოლად გამოუვიდა ყველაფერი – თავიდანვე...
ამერიკული სენსაციები
ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალების მეორე დღე უფრო სენსაციური გამოდგა. დავიწყოთ ქალებით, სადაც პირველ ნომრად განთესილ და ტურნირს მიღმა დარჩენილ იგა შვიონტეკს, სხვა ფავორიტებიც გაჰყვნენ. მესამე ნომრად განთესილი ამერიკელი ჯესიკა პეგულა თანამემამულე მედისონ კისთან დამარცხდა – 1:6; 3:6, ხოლო მეხუთე ჩოგანი, ტუნისელი ონს ჟაბერი ჩინელ კინვენ ჟენგთან – 2:6; 4:6. საკუთარი მატჩები მოიგეს ჩეხმა მარკეტა ვონდროუშოვამ,...
საბალენკას პირველი მუზარადი
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ყაზახი ელენა რიბაკინასა და ბელარუსი არინა საბალენკას შორის დრამატული გამოდგა. საბოლოოდ, გამარჯვება ბელარუს სპორტსმენს დარჩა – 4:6; 6:3; 6:4. პირველი სეტი რიბაკინას დარჩა. ყაზახმა სპორტსმენმა დასაწისშივე დააბრეიკა მეტოქე და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ საბალენკამ მოახერხა და მალევე გაათანაბრა – 4:4. თუმცა, იქვე საკუთარი ჩაწოდება დათმო და რიბაკინა სეტებში დაწინაურდა. ამის შემდეგ რიბაკინამ მეტოქის...
რიბაკინას მეორე თუ საბალენკას პირველი ?
ავსტრალიის ღია პირველობაზე მაგდა ლინეტის ზღაპარი დასრულდა. აქამდე პოლონელის საუკეთესო შედეგი „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე მესამე წრე იყო, წლეულს კი ნახევარფინალში გააღწია, სადაც ბელარუს არინა საბალენკასთან ორ სეტში დამარცხდა – 6:7; 2:6. თავად საბალენკას კი შანსი აქვს „დიდი მუზარადის“ ტურნირი პირველად მოიგოს. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეს აქამდე გაცილებული არ იყო უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინაც,...
არინა მოწოდებაზე ურევს
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ტორონტოს მასტერსზე. ტურნირის მესამე წრეში ამერიკელმა თინეიჯერმა კოკო გაუფმა 7:5 4:6 7:6 სძლია მსოფლიოს მეექვსე ჩოგან არინა საბალენკას და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის მიმდინარეობისას კი ორივე ჩოგბურთელმა ჯამში 33 ორმაგი შეცდომა დაუშვა (საბალენკა 18, გოფი 15), რაც იშვიათი ამბავია, ერთგვარი ანტირეკორდიც. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 4 მატჩში დაუშვა 15 ან მეტი ორმაგი შეცდომა...






