ანტონიო კონტეს „ნაპოლიმ’’ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, ამჯერად მე-17 ადგილზე მყოფ „ვერონასთან’’, რომელიც გასავარდნთა ზონას ერთი ქულით აღემატება. მოგეხსენებათ, გასული კვირა „აძურის’’ ცხოვრებაში იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მთელი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლამ მიიზიდა. „ვერონასთან’’ შეხვედრაში კი ანგარიში მე-5 წუთზე ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა (თუმცა, ძელიდან ასხლეტილი ბურთი მეკარე ლორენცო მონტიპოს ზურგში...
ჭდე: ანტონიო კონტე
მეხი მოწმენდილ ცაზე
„ნაპოლის’’ მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს კონფერენციას ევროპაში გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიდან „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლას. საიტი fotmob მკითხველს შეახსენებს, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში’’ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან’’ გადავიდა და პირველივე სეზონში „აძურის’’ სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა. იმ სეზონში მარცხენა გარემარბმა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა შემდეგი სეზონი მთელმა გუნდმა ჩააგდო...
კონტე ადასტურებს – ხვიჩა მიდის!
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ სერია A -ს მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მას გუნდიდან წასვლა სთხოვა. „გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვესაუბრე და მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო კვარა. მას ზაფხულშიც უნდოდა გუნდის დატოვება, ახლაც იგივე თხოვნით მოგვმართა. ხვიჩას ვესაუბრე და დაადასტურა, რომ წასვლა სურს, ძალიან იმედგაცრუებული...
სპინაცოლამ მართლა კვარას პოზიციაზე ითამაშა?
ლეონარდო სპინაცოლას „ფიორენტინას’’ წინააღმდეგ რთული დავალება ერგო – მარცხენა ფრთაზე კვარა უნდა შეეცვალა. და მისტერ ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ალღო არ ღალატობს. იტალიელმა ვინგერმა „არტემიო ფრანკიზე’’ მიღწეულ შთამბეჭდავ გამარჯვებაში დიდებული თამაშით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მაგრამ ჩნდება კითხვა: სპინაცოლამ ამ დღეს მართლა კვარას როლი შეასრულა? მოდი, Sofascore-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკის ანალიზი ჩავატაროთ....
კონტე მეორე ტაიმმა გააბრაზა
„ნაპოლიმ’’ გენუაში „ჯენოა’’ 2:1 დაამარცხა. ანგარიში ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გახსნა, შემდეგ ამირ რაჰმანიმ მეორე გოლი გაიტანა, შესვენების შემდეგ კი ანდრეა პინამონტიმ სხვაობა შეამცირა. უნდა ითქვას, რომ ნეაპოლელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა იღბალმა, რადგან მასპინძლებმა რამდენიმე გვარიანად სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა და რამდენჯერმე თამაშის გამწვავება სცადა. მატჩის...
კვარა გენუაში მიჰყავთ
ნეაპოლში, კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე, გენუაში გამგზავრების წინ „ნაპოლის’’ თავკაცმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა. „დიდი მიზნის მისაღწევად მოკლე გზები არ არსებობს. საჭიროა მხოლოდ ოსტატობის ამაღლება. 16 ტურის შემდეგ 35 ქულა იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი სამუშაო ჩატარდა და დიმაროს შეკრებიდან მოყოლებული ყველა ასპექტში დიდი პროგრესი გვაქვს’’, – თქვა „აძურის’’ თავკაცმა, რომელსაც ჰკითხეს, თუ რა შემადგენლობით აპირებს...
კონტე: ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში რაც მე აქ ვარ
„ნაპოლიმ’’ „რომას’’ 1:0 მოუგო. ანტონიო კონტეს გუნდმა ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ პარტენოპეელთა მწვრთნელმა თქვა: „მატჩის წინაც ვამბობდი, რომ სხვებს არ უნდა ვუყუროთ. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვცადოთ ჩვენი თამაში განვავითაროთ. მთელ რიგ საკითხებში გვმართებს ნაბიჯების გადადგმა და დონის ამაღლება. 70 წუთის განმავლობაში მომეწონა ბიჭები როგორ თამაშობდნენ. ბოლო 20 წუთი კი...
გაძეტა დელო სპორტი: კვარა კვლავ კვარადონა უნდა გახდეს
დღეს „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. „გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ ახლა ანტონიო კონტეს ამოცანა თავდასხმის გაძლიერებაა. კერძოდ, მან უნდა შექმნას ისეთი ვითარება, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ძველებურად ათამაშდნენ. „ეს რომ კინო იყოს „რომასთან’’ შეხვედრა „ნაპოლისთვის’’ სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისად ჩაითვლებოდა. პირველ ნახევარში ანტონიო კონტემ აღადგინა შესანიშნავი პროექტი, რომელიც დე ლაურენტისის ეპოქაში გაბრწყნებისთანავე ანუ სკუდეტოს...
ხვალ ნაპოლის უცნობი რომა შეხვდება
კვირას „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. ეს იქნება რომაელთა პირველი თამაში კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით. მასპინძელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ კი მატჩის წინ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა. დაბალანსებული ჩემპიონატი: დღეს ბევრ გუნდს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ქულა აქვს. ჩვენ კარგად მივდივართ, მაგრამ ასევე არიან სხვებიც. ალბათ გარკვეული მოულოდნელობაც კი არის იმაში, რომ ზოგი გუნდი 12 ტურის შემდეგ კვლავ...
ინძაგი პასუხს საჭიროდ არ მიიჩნევს
მილანური გაზეთი „გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ „ინტერის’’ პოლიტიკას ამ ეტაპზე სრულად განაგებს გუნდის მწვრთნელი სიმონე ინძაგი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „ნაპოლის’’ თავკაცის ანტონიო კონტესა და პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის კომენტარებზე პასუხის გაცემა არ ღირს. საქმე ეხება პენალტს, რომელიც სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში მსაჯმა მაურიციო მარიანიმ ნეაპოლელთა კარში დანიშნა. მან სტუმართა ნახევარმცველის ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას...









