კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
ნადალი თხემზე წამოჯდა
ჩანაწერი

ნადალი თხემზე წამოჯდა

რაფაელ ნადალმა პარიზის მასტერსის მეორე წრეში სამხრეთ კორეელ ჩან ჰიანს სძლია 7:5 6:3 და ამ გამარჯვებით თავის ბრწყინვალე მიღწევათა ჩამონათვალს რამდენიმე ახალი რეკორდი შემატა. 31 წლის ესპანელმა, ვინაც რეიტინგის სათავეში მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ბრიტანელ ენდი მარის ჩაენაცვლა, გახდა უხუცესი იმ დიად მეჩოგნეთა შორის, 1973 წლიდან – ანუ სარეიტინგო ქულათა კომპიუტერული დათვლის შემოღებიდან – დღემდე...

მეზობლური ამბები – ვუგებთ და გვიგებენ
ჩანაწერი

მეზობლური ამბები – ვუგებთ და გვიგებენ

კრეტაზე, ქალაქ ჰერსონისოსში, ჭადრაკში ევროპის სანაკრებო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ხუთი ტურიც გასრულდა.  რომ არა მეოთხე ტურში რუსთაგან დასანანი წაგება, ჩვენი ქალთა ნაკრები იქნებ პირველ პოზიციაზეც გვეხილა. ქართველებმა ჩემპიონატი ყოჩაღად დაიწყეს, ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და ლიდერობაც მოიპოვეს მაგრამ რუსეთთან წაგებული 1,5:2,5-ის შემდეგ პირველობა მეტოქეს დაუთმეს. ახლა რუსები ჩვენ და კიდევ სამ ნაკრებს ორი ქულით გვისწრებენ,...

ზესტაფონი გაზაფხულზე აყვავდება
ჩანაწერი

ზესტაფონი გაზაფხულზე აყვავდება

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატს გაზაფხულზე დაუბრუნდება! „ზესტაფონი“ ნამდვილად აკლია ქართულ ფეხბურთს და ძალიან გამიხარდება ამ გუნდის აღორძინება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის წინ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, მათ მზადყოფნა არ გამოთქვეს ერთი საფეხურით ქვედა ლიგაში თამაშზე. რა თქმა უნდა, „ზესტაფონთან“ ურთიერთობას ვაგრძელებთ და იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს. რამდენად სამართლიანია ის, რომ „ზესტაფონი“ დაბრუნდეს...

შაპიტოა, შაპიტო…
ჩანაწერი

შაპიტოა, შაპიტო…

ადრე მულტფილმი გადიოდა ხოლმე საბჭოთა ტელევიზიებში, ცხოველები თამაშობდნენ ფეხბურთს, კარში სპილო იდგა და გოლს ვერ უტანდნენ. რომელი ცხოველი გინდოდა, იქ არ ყოფილიყო. სახალისო საცქერი იყო… ნუ გაიკვირვებთ და ეს ყველაფერი ახალქალაქში, შეიძლებოდა, რეალობაში გადასულიყო. 31 ოქტომბერს რეგიონული ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც ახალქალაქის „აბულს“ თბილისის „ლოკომოტივი 2“-თვის უნდა ემასპინძლა, თუმცა თამაში არც დაწყებულა და მიზეზს...

„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა
ჩანაწერი

„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა

დიღომში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე განათების ბოძი წაიქცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იქაურობა ღმერთმა დაიფარა… მონტენეგრო – ლატვიის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „დავით პეტრიაშვილზე“ ახალდაწყებული იყო, როცა განათების ბოძი მოედნის მხარეს გადავარდა და სტადიონი სანახევროდ ჩაბნელდა. ცხადია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შეწყდა… შეხვედრა მოგვიანებით, „მიხეილ მესხზე“ გაგრძელდა და ფრედ 1:1 დამთავრდა. ბოძის წაქცევის ფაქტი, სტადიონის...

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥
ჩანაწერი

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥

„ბურგოსის“  27  წლის წინანდელ  მოგებას  „რეალთან“  (1990, 2:1)  კიდევ კარგა ხანს, ალბათ, არავინ გამოჩხრიკავდა, ზიდანის გუნდს  29 ოქტომბერს კატალონიურ ჟირონაში რომ არ წაეგო. რატომ გაიხსენეს ესპანეთში 1990 და „ბურგოსი“? –  იმიტომ, რომ  პრიმერაში პირველად  აღზევებულ გუნდთან „რეალი“ 27 წელი არ დამარცხებულა. მაშინ ეს მოახერხა „ბურგოსმა“,  წელს კი – „ჟირონამ“. თან ორივემ  0:1-ის შემობრუნება შეძლო, რაც...

როჯერ დიდი!
ჩანაწერი

როჯერ დიდი!

როჯერ ფედერერმა ბაზელში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაძაბულ ბრძოლაში 6-7(5), 6-4, 6-3 დაამარცხა და მშობლიურ ქალაქში მერვე, წლეულს მეშვიდე, ხოლო კარიერაში 95-ე ტიტულს დაეუფლა. ეს ფედერერისა და დელ პოტროს 24-ე დაპირისპირება გახლდათ და 36 წლის შვეიცარიელი მაესტრო შვიდი წლით უმცროს „ტანდილელ კოშკს“ უკვე 18:6 უგებს. როჯერი გალიდერდა მიმდინარე სეზონში მოპოვებულ ტიტულთა...

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥
ჩანაწერი

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 41:24 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ ტულონელთა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად და ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კი კარლენ ასიეშვილი იყო. 32-ე წუთზე ასიეშვილს ტულონელ ოპონენტ ვან დერ მერვესთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ორივე გაასინბინეს. მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მარცხენა...

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა
ჩანაწერი

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა

79 წლისა გარდაიცვალა მადრიდის “რეალის” კაპიტანი 1960-იან წლებში, მცველი მანუელ სანჩის მარტინესი, რომლის ვაჟი, მანუელ სანჩის-უმცროსი 90-იან წლებში კაპიტნობდა “თეთრებს”. ევროპული ფეხბურთის ისტორიამ სულ სამი შემთხვევა იცის, როდესაც ჩემპიონთა თასი (ლიგა) მამამაც მოიგო და შვილმაც. მამა-შვილი სანჩისების გარდა ასეთები იყვნენ ჩეზარე და პაოლო მალდინები (“მილანი”) და კარლეს და სერხიო ბუსკეტსები (“ბარსელონა”). მანოლო სანჩისი-უფროსი 1938 წელს...

ლხინი აქა … 🎥
ჩანაწერი

ლხინი აქა … 🎥

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ჩვენებმა ჯერ ლატვიას მოუგეს 1:0, დღეს კი მონტენეგრო დაჩაგრეს და 2:0 სძლიეს. ჰოდა, დარჩენილი მატჩი იტალიასთან, 30 ოქტომბერს რომ იქნება, სალაღობოა და მხოლოდ პირველ-მეორე ადგილების ბედს გაარკვევს. ჩვენ თუ გვკითხავთ, ყველაზე საინტერესო თამაში სწორედ პატარა „სკუადრასთან“ იქნება, რადგან ქართველების რეალური ძალა გამოჩნდება. მოგებაცაა და მოგებაც, ქართველებმა წინ...