დიდი ფეხბურთელი იყო, სხვათაგან გამორჩეული, ხასიათითაც თავისებური. ეროვნულ გუნდში ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია, 20 წლისა ევროპის ჩემპიონი გახდა და საფეხბურთო სამყაროც აალაპარაკა. თანაგუნდელთა უმეტესობას ათვალწუნებული ჰყავდა, არა თამაშის გამო, სხვა მიზეზით… მის ცოლზე ამბობდნენ, პრეტენზიულიაო… მის გარშემო ათასი ჭორი დადიოდა. უტეხი იყო, თანაგუნდელებთან სულ კონფლიქტი ჰქონდა. კარიერა 1978 წელს დაიწყო სახელოვან „კიოლნში“. თითქმის ოცი წელი...
კატეგორია: ინტერვიუ
ვიცხოვროთ უბრალოდ!
„მილანის“ და იტალიის ნაკრები. მსოფლიო სამი ჩემპიონატი და ამდენივე ევროპის. ორი ფინალი, ერთი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, მეორე – შარშანდელი ევროპის. ორჯერვე იმედგაცრუება. წაგება მატჩისშემდგომი პენალტებით და „ოქროს გოლით“. ექვსჯერ სკუდეტო, სამჯერ ჩემპიონთა თასი. 16 წელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და 13 წელი იტალიის ნაკრებში. ოთხი წელი კლუბის და ეროვნული გუნდის კაპიტანი. პოპულარული ინგლისური ჟურნალი...
მიხეილ მესხი: მე ფეხბურთი არ მათამაშეს!
ინტერვიუს პირველი ნაწილი ინტერვიუს მეორე ნაწილი – გავიგებ, რა ხდებაო. თურმე ნუ იტყვით, ცეკაში არაფერი იციან, პირიქით, ახალკაცს უჭერენ მხარს… ახალკაცის გაგდება მარტო მინისტრს სურდა. საღამოს ბაზაზე ვბრუნდებით, ვარჯიში გვაქვს, მეორე დღეს მოსკოვის „დინამოს“ ვეთამაშებით. ახალკაცს ისე უჭირავს თავი, ვითომ არაფერი იცის. გაგვიკვირდა, არადა, მერე გავიგეთ, მოსკოვის „დინამოსთან“ თამაში ჩაწყობილი აქვს, ჩვენ რომ არ გავიტანოთ,...
მიხეილ მესხი: ვსვამდი, სიგარეტსაც ვეწეოდი, სხვა რამეებსაც ვაკეთებდი…
ინტერვიუს პირველი ნაწილი იხილეთ 17 თებერვლის მასალაში. – რატომ არ გათამაშებდათ? ერთხელაც არ გიკითხავთ? – რა აზრი ჰქონდა კითხვას. რა გიპასუხოთ, არც ვიცი. ყოველთვის ერიდებოდა ძირითადში ექვსი–შვიდი თბილისელის დაყენებას. სამ–ოთხს კიდევ ეგუებოდა, მეტს ვერა. დიქტატორობა უნდოდა, თერთმეტ თბილისელთან არ გამოუვიდოდა. – იქნებ ყველაფერი თქვენი ხასიათის ბრალი იყო? მახსოვს ერთხელ გურამ ფანჯიკიძემ გკითხათ, შენზე ამბობენ…...
მიხეილ მესხი: დიდი ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშე, КГБ-ს ხელი ურევია
ზუსტად აღარ მახსოვს, 1984 თუ 85 წელი იყო. გახურებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია. თბილისის ,,დინამო“ კრიზისშია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მაშინ, როგორც თითქმის ყველა ბიჭუნა, მეც ბურთს დავდევდი და ,,დინამოს“ იქით ვერაფერს ვხედავდი. მაისის თვე იდგა, წვიმდა. წინადღეს ბიჭები გაგვაფრთხილეს, ხვალ ,,დინამო“ მოსკოვის ,,ტორპედოს“ ეთამაშება, ხუთ საათზე სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან შევიკრიბებით, ,,აუტჩიკები“ იქნებითო. ,,აუტჩიკები“?...
ქართველებო შემოგვთავაზეთ სიურპრიზი, თქვენ ეს შეგიძლიათ!
„როდესაც დენი ბურთს მიიღებს, ჩათვალეთ, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ლელოს გაიტანს. ლუგერი ფანტასტიკური მოთამაშეა“ – ეს სიტყვები ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ფენომენალურ კლაივ ვუდვორდს ეკუთვნის. დენ ლუგერი ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის „ტულონში“ ჩვენი გია ლაბაძის მხარდამხარ თამაშობს, მანამდე კი ინგლისელთა იმ „ოცნების გუნდში“ ბრწყინავდა, 2003 წლის მსოფლიო თასი რომ მოიგო და ერთიმეორის მიყოლებით აწიოკებდა...
ბურთის მადლი
თბილისშიც ყოფილა და ეროვნული სტადიონის გაყვითლებული მინდვრის ირგვლივ ურბენია. თამაშით არ უთამაშია, ტრავმა ჰქონდა და გართულებას მოერიდა. მაშინ კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი გახლდათ, უკრაინაში ბადალი არ ჰყავდა. ახლა იტალიაშია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის – „მილანის“ თავდამსხმელია, იქაც უბადლოა, „სან სიროს“ სტადიონის ხასხასა მინდორზე შესაშური სისწრაფით დარბის და გოლი გოლზე გააქვს. 20 წელიწადია, სერია A-ს ასეთი რამ...
ინტერვიუ ფეესბეს გენერლის ტელეფონით
19 წლის იყო, რუსეთის ნაკრებში დებიუტი რომ ჰქონდა და იქიდან მოყოლებული, სეზონი ისე არ დაუსრულებია, რაიმე ტიტული არ მოეგო. 26 წლის ეკატერინა გამოვას პირად და სანაკრებო ჯილდოებს თვლა არ აქვს, შარშანწინ კი ჯერჯერობით უმთავრესი ჯილდო ირგუნა – 2004 წლის ევროპის საუკეთესო ფრენბურთელ ქალად აღიარეს. ეს ყველაფერი კი „ნიკოლაი მრისხანის“ – ცნობილ მწვრთნელ კარპოლის ყიამყრალი დატუქსვებით...
ქარავანი და, რა ქარავანი!
მეათე წელია საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების კაპიტნის ამირან ჯიოშვილის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფრენბურთელი ქალის ვიქტორია რავას ვარსკვლავური ოჯახი შობა-ახალ წელს საფრანგეთში ხვდება. ამირანი „ნიცას“ ერთ-ერთი ლიდერია, ვიკა კი „კანის“ სუპერვარსკვლავია და სპორტული რეჟიმის გამო საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულობით თუ ახერხებენ. გლდანში დაბადებულ-გაზრდილ ვიკას და ამირანს არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, დიდი სურვილი გვაქვს ახალ წელს განათებულ და...
იქ, სადაც რაგბი რელიგიაა
ენდი მერთენსი 21 წლის კნაჭა ბიჭი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრების 10-ნომრიანი შავი მაისურა რომ გადააცვეს და ხორცსაკეპში შეუშვეს. ერთად იყწებდნენ ის და მთაკაცი ჯონა ლომუ. 1973-მა წელმა უნიჭიერესი მორაგბეები აჩუქა მსოფლიოს – ენდრიუ მერთენსი, ტანა უმაგა, ჯასტინ მარშალი (ახალი ზელანდია), ჯორჯ გრეგანი, მეტიუ ბერკი (ავსტრალია), რაფაელ იბანიესი, ფაბიენ პელუ, ოლივიე მანი (საფრანგეთი), რიჩარდ ჰილი (ინგლისი)…...









