დღეს ლა ლიგაში მორიგი ტურის მატჩებია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ვილიარეალთან”, შაბათს კი შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2. ესპანეთში 32-ე ტური საკამათო ეპიზოდებით იყო სავსე. მსაჯებმა და VAR-მა ბევრ ეპიზოდში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეხვედრის ბედზე გავლენა იქონია. სადავო მომენტები იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაშიც, სადაც „სევილიამ” „რეალთან” 2:3 წააგო. „ატლეტიკომ” „ესპანიოლს” თითოდან გამოწოვილი პენალტის წყალობით...
კატეგორია: დავთარი
ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში
„ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში „კარკასონთან“ გასვლაზე მაგრად წააგო – 24:54, თუმცა ამით საფრანგეთის ყველაზე „ქართულ“ კლუბს არც არაფერი დაჰკლებია და მით უფრო, არც არაფერი მომატებია. საქმე ისაა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ამ გუნდს არც ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დარჩა და აღარც დაქვეითება ემუქრება. საინტერესო კი გასული მატჩი იმით იყო, რომ მასში „ორიაკის“...
ლივერპული მიქრის…
„ლივერპულმა“ „კარაბაოს თასი“ უკვე მოიგო, წინ კი სხვა ტიტულებია და მერსისაიდელებს ყველა გათამაშებაში აქვთ წარმატების შანსი. კლოპის გუნდმა როცა „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მაშინ ოთხ ტიტულზე საუბარი არც იყო: „სიტი“ პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობდა, ხოლო FA Cup-ზე კლოპი და მისი შეგირდები ფინალამდე ვერც აღწევდნენ. თუმც ახლა… FA Cup-ის ნახევარფინალში, „ლივერპულმა“ „სიტი“ 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა....
ქართულ-ესპანური იბერიული დერბი
კვირას, 18 საათზე „ავჭალაზე“ დიდი რაგბია – პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლებს. შეხსენებისთვის, „შავი ლომის“ ნაწილი სამხრეთ აფრიკაში ქარის თასში მონაწილეობდა, ხოლო გუნდის ბორჯღალოსანი ნაწილი სანაკრებო მატჩების შემდეგ თბილისში სწორედ 17 აპრილის მატჩისთვის ემზადებოდა. ერთი კვირის წინ ორი ნაწილი ერთ გუნდად იქცა, ერთადაც მოემზადნენ და ბოლოს ლევან...
ინგლისის ხსენებაზე პეტის გაეცინა
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, დაუმარცხებელი „არსენალის” ვარსკვლავი, 51 წლის ფრანგი ემანუელ პეტი ინგლისელი ჟურნალისტის კითხვას ბოლოს და ბოლოს, 56 წლის შემდეგ შეძლებს თუ არა ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, სიცილით პასუხობს: „სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრები ძალიან ძნელად დასამარცხებელი გუნდი იქნება”. პაუზის შემდეგ პეტი დასძენს: „მაგრამ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში ინგლისი...
საუკეთესო მტირალები
უბრალო დათვლის ამბავი იყო: გამოავლინეს ყველაზე ემოციურ ფეხბურთელთა ათეული. მასში მოხვდნენ ისინი, ვისაც მნიშვნელოვან შეხვედრებში უტირია. ზოგი ამას რეგულარულად სჩადის. თუმცა უცნაურია, რომ ემოციურობა მხოლოდ ტირილს დაარქვეს. ამიტომაც ვერ მოხვდა სიაში, ვთქვათ, „ატლეტიკოს” მონტენეგროელი მცველი სტეფან სავიჩი, რომელმაც სამი დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თითქმის მთელი „მანჩესტერ სიტის” ცემა მოინდომა. უდავოდ ემოციური კაცია სავიჩის მწვრთნელი,...
ყანა, ჩაბრა, ხორხელები…
ჩაბრა 10 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად დაიწყო მატჩი „ბათუმის“ სასტარტოში. რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ბოლოსკენ შეცვალეს. „ბათუმმა“ „სამგურალს“ კლასით მოუგო. თუმცა, ახალტრავმამოშუშებულ სერგო კუხიანიძეს პენალტი რომ გაეტანა, შეიძლება თამაშის სცენარი შეცვლილიყო. სერგომ 11-მეტრიანი მე-7 წუთზე ვერ გამოიყენა. ანგარიში კი მე-2 წუთზე ზღვისპირელთა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა ეფექტური თავურით. სტუმრებს საკმაო ხანი დასჭრდათ საბოლოო უპირატესობის მოსაპოვებლად....
ევროთასები და ზუზუს ლელო
გასულ უქმეებზე ევროპული რაგბი სათასო ტურნირებმა მოიცვა. ჩემპიონთა თასზე ხუთმა ქართველმა ითამაშა. „ლა როშელი“ ბორდოს ესტუმრა და 31:12 მოიგო. გამარჯვებულთა შორის ბოლო 16 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა. პარიზში საფრანგეთის დედაქალაქის დერბი შედგა რომელშიც მასპინძლის როლში მყოფმა „სტად ფრანსემ“ „რასინგ-92“-თან 9:22 დამარცხდა. პირველის შემადგენლობაში მე-60 წუთზე ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე გამოჩნდნენ, ხოლო მეორეს სასტარტოში გურამ...
მამარდაშვილი ვალენსიასთან შეგუებაზე ლაპარაკობს
დღეს მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაცია. ძალიან ახალგაზრდა ქართველი მეკარე გადამწყვეტ მონაკვეთში დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას და რაც კარში ჩადგა, გუნდი სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით გოლს გოლზე აღარ უშვებს. გიორგი კლუბის ოფიციალურ პრეს-სამსახურს ესტუმრა და სხვადასხვა კითხვას პასუხი გასცა. ვალენსიასთვის საუბარში გიორგიმ გამოამჟღავნა, რომ მას აქვს ამბიციური სურვილი დაიცვას „ვალენსიას“ ფერები და ხაზი გაუსვა, რომ ოსტატობის...
ვილი სანიოლი: ხვიჩა ბუნდესლიგისთვის მზად არის
გერმანულმა „შპორტ ბილდმა“ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან, „ბაიერნისა“ და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდასთან ვილი სანიოლთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. „სარბიელმა“ მისი მხოლოდ ის ნაწილი გადმოაქართულა, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდს ეხება. „სანიოლი 45 წლისაა. მან ბავარიელების შემადგენლობაში 277 შეხვედრა ჩაატარა. 2017 წელს ის რეკორდმაისტერის მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ახლა კი საქართველოს ეროვნულ გუნდს უდგას სათავეში“ — წერს გამოცემა. — აგერ...









