კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
და რა იქნება მსოფლიოზე ?!
ჩანაწერი

და რა იქნება მსოფლიოზე ?!

ორი წაგებით ორ უდიდეს სპორტულ ფორუმზე მოხვედრილ გუნდს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გარდა, ვერ ვიხსენებთ… 2011 წლის 5 სექტემბერს ჩვენმა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი ბულგარეთთან 69:79 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. 2023 წლის 26 თებერვალს, ჩვენებმა ისლანდიასთან (77:80) ასევე გადამწყვეტი მატჩი დათმეს, მაგრამ მსოფლიოზე გავიდნენ. თუ პირველ შემთხვევაში საქმეში იღბალი ჩაერია, მეორე შრომით მოვიდა. მოვიდა წვალებით, ოფლის...

დაიწყო…
ჩანაწერი

დაიწყო…

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწო. პირველ ტურში ვნახეთ შვიდგოლიანი მატჩიც, ორი გაძევებაც და ერთი დუბლიც. ორი გოლი ყოფილმა სიონელმა, ამჟამად კი წყალტუბოელმა ნიკა ხორხელმა მიითვალა სწორედ იმ შვიგოლიან თრილერში, რომელიც  „სამგურალმა“ სტუმრად მოუგო „გაგრას“ – 4:3. ამავე მატჩში ულამაზესი მაკრატელა დარტყმით ანგარიში 2:2 გახადა გაგრელმა ზურაბ მუსელიანმა ჩემპიონმა „დინამომ“ გორში დაამარცხა „დილა“ (2:1). ამ შეხვედრაში დინამოელი...

გადარჩება თუ არა მამარდას ვალენსია გავარდნას?
ჩანაწერი

გადარჩება თუ არა მამარდას ვალენსია გავარდნას?

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” დღეს „რეალ სოსიედადს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ახალი მწვრთნელის რუბენ ბარახას პირველი მატჩი „მესტალიაზე”. „ღამურების” მდგომარეობა მძიმეა. ისინი 22 ტურის შემდეგ ბოლოსწინა მე-19 ადგილზე არიან, „რეალ სოსიედადი” კი მესამეზეა. „ვალენსიას” მდგომარეობას ტრავმებიც ამძიმებს. ბასკებთან გუნდს ვერ დაეხმარებიან ხოსე გაია, ედინსონ კავანი, ნიკო და მარკოს ანდრე, მაგრამ სტატისტიკოსები ამბობენ, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი...

ჩილაჩავას მეცხრე კარიერული
ჩანაწერი

ჩილაჩავას მეცხრე კარიერული

ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართველი ლეგიონერების ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა და ამას მარტივი ახსნა აქვს – ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ჰქონდა სათამაშო… „არასანაკრებო“ 7 ქართველი მაინც გამოიძებნა და მათგან ერთ-ერთმა ლელოს გატანაც კი მოახერხა. ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან ჩილაჩავა თავისი „კასტრის“ „ლა როშელთან“ საშინაო მატჩში 53-ე წუთზე ჩაერთო და უკვე 8 წუთში, როცა მასპინძლებმა „აიღე და...

ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ჩანაწერი

ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა

ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...

ზუროსის გუნდი ისტორიული თამაშებისთვის
ჩანაწერი

ზუროსის გუნდი ისტორიული თამაშებისთვის

თებერვლის ბოლო ქართული კალათბურთისთვის ისტორიულია – საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი – 23 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან და 26-ში, შინ ისლანდიასთან წარმატების შემთხვევაში ქართველი კალათბურთელები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ. ამ შეხვედრებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ეს კალათბურთელები გამოიძახა: რატი ანდრონიკაშვილი (მურსია, ესპანეთი), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), ბექა...

ესპანეთში ლომთა მოსათვინიერებლად
ჩანაწერი

ესპანეთში ლომთა მოსათვინიერებლად

18 თებერვალს, საღამოს 10 საათზე ესპანეთის პატარა ქალაქ ტორელავეგაში დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს. „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ა პულის დასკვნით ტურში ესპანეთის ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს და ამ რკენაში გაირკვევა კვარტეტის გამრჯვებულისა და მეორეადგილოსნის ვინაობა. ეს კი, თავის მხრივ, ერთ-ერთი ნახევარფინალური წყვილის მასპინძლის ვინაობას გამოავლენს. საქართველო პულის ლიდერია, ლევან მაისაშვილის რაზმმა გერმანიაც...

ჩანაწერი

სიზმრად ვნახე საქართველო…

ეს ალბათ, ყველაზე უცნაური გვერდია, რაც კი ოდესმე „სარბიელში“ დაბეჭდილა. საქმე ცხადია, მხოლოდ სიშავეში არ არის, თუმცა ეს სიშავეც ჩანაფიქრის ნაწილია. მთავარი, რა თქმა უნდა, შინაარსია. საქართველო – რუსეთის შეწყვეტილი მატჩის შემდეგ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სტადიონზე შუქი შემთხვევით არ ჩამქრალა. მაგრამ ერთია ეჭვი და მეორე – გაზეთის გვერდზე იმის დაწერა, რისი დოკუმენტურად დადასტურების საშუალება არ...

ორი კლუბი წავიდა
ჩანაწერი

ორი კლუბი წავიდა

თურქეთში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ – ყველაზე ძლიერმა 1939 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში და მეზობელ სირიაში 33 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა… ტრაგედია თურქულ ფეხბურთსაც შეეხო. ადგილობრივი სუპერლიგის ორმა კლუბმა  – „ჰათაისფორმა“ და „გაზიანთეფმა“ უკვე გამოაცხადეს ჩემპიონატის დატოვების შესახებ. ამრიგად, სეზონის განმავლობაში უმაღლესი დივიზიონი 19 გუნდიდან 17-მდე შემცირდება. ტურნირი 17 თებერვალს შეკვეცილი შემადგენლობით გაგრძელდება. „ამ მძიმე...

6 ლელო ნიდერლანდებთან…
ჩანაწერი

6 ლელო ნიდერლანდებთან…

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში 40:8 მოიგო, შემტევი ბონუსი მიიღო, ორი მატჩის ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურს ლიდერის რანგში შეხვდება. ბორჯღალოსნების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ნიდერლანდელებმა დაამტკიცეს, რომ მართლაც პროგრესირებენ, ვითარდებიან, ოსტატდებიან, მაგრამ ჩვენებამდე აშკარად ბევრი უკლიათ. ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ არენაზე ისეთი ქარი ქროდა, რომ პირველ ტაიმში ქართველთა ფეხის...