2005 წლის გაზაფხულზე, ოთხი წლის გიორგის მამა თბილისის პარკებში ბურთს უგორებდა. იმხანად დავითი კარგი ქართველი მეკარე იყო, რომელმაც „ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. დავითი და გიორგი ერთად უყურებდნენ პრემიერლიგისა და სხვა ევროპული ლიგების შეხვედრებს. მამას კარგად ესმოდა, რომ თავად არასდროს მიეცემოდა რომელიმე მათგანში მონაწილეობის შესაძლებლობა, ამიტომ მთელი ოცნებები შვილზე გადაიტანა. ის...
კატეგორია: დავთარი
ნიკა ამაშუკელი ბობოლათა მარაქაში
ამ რამდენიმე დღის წინ „ვორლდ რაგბის“ ხელმძღვანელობამ საკმაოდ მოულოდნელი და ქართველებისვის მეტად სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო – არბიტრი ნიკა ამაშუკელი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გასამართ მსოფლიო თასზე მთავარი არბიტრის რანგში იმუშავებს! ეს ამბავი მართლაც სენსაციურია, რადგან ქართული სარაგბო თემი და თავად ნიკა ამგვარ აღიარებას კი მოელოდნენ, მაგრამ არა წლეულს, არამედ მომდევნო მსოფლიო თასისთვის. მაგრამ მსოფლიო...
ოქროს ბურთი ქართულად…
„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საქართველოს აგერ უკვე სამი ათეული წელია, „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია წარმოადგენს. ვერ დავიჩემებთ, რომ ჟიურის მასზე უფრო სტაჟიანი წევრი არ ჰყავს, თუმცა ამას არც აქვს რაიმე მნიშვნელობა. უდავო ის არის, რომ „ოქროს ბურთზე“ პრესტიჟული გამოკითხვა ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს. „ფრანს ფუტბოლმა“ ზურაბ ფოცხვერიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ქართულ თარგმანსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ....
სარეკორდო – 22
„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. „სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია,...
და ისევ ბექა!
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფლანკერმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში ლელო გაიტანა და „მიდი ოლიმპიკის“ მიერ ტრადიციულად შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ტოპ 14 ამ ჯერზე საღინაძის „ლიონმა“ ვერ მოიგო, მაგრამ პარიზში, „სტად ფრანსესთან“ სრულიად არანორმალური მატჩის ფრედ დასრულება კი შეძლო. პირველ ტაიმში დედაქალაქელებმა 4 უპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანეს და...
გუნდური ქართული…
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი....
დე ლაურენტისი: ჩემი პასუხი ყურს ისე ჭრიდა, გეგონება ვიგინებოდი
იტალიის ჩემპიონის „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-ს მისცა ინტერვიუ. კინოპროდიუსერმა და ფეხბურთის კლუბის მეპატრონემ თქვა: „როდესაც წამყვანი ფეხბურთელები გავყიდე, მეკითხებოდნენ, რა მქონდა მიზნად დასახული. ამ კითხვაზე ვპასუხობდი, რომ ჩემი მიზანი სკუდეტოს მოგება იყო. ეს პასუხი ყურს ისე ჭრიდა, გეგონება ვიგინებოდი. მაგრამ, გავიმარჯვეთ. წარმატებას კი იმიტომ მივაღწიეთ, რომ ფეხბურთში იმის დანერგვა დავიწყე, რაც წლების...
რა სიკეთეს მოიტანს კიმის წასვლა?
თუ კიმი „ნაპოლიდან” წავა, ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის ტოლფასი იქნება. განვმარტოთ: თუ იტალიის ჩემპიონატის დიდი აღმოჩენა და საუკეთესო მცველი სადმე გადავა, ეს სავარაუდოდ ან „მანჩესტერ სიტი” იქნება ან „მანჩესტერ იუნაიტედი” — კლუბი, რომელიც ტრანსფერის ფულს ივლისის პირველ ნახევარში გადაიხდის. სხვა მხრივ დე ლაურენტისი მას არ გაყიდის. მაგრამ, თუკი ასეთი ტრანსფერი შედგება, „ნაპოლის” სალარო 55 მილიონი...
ბექურები
გასულ უქმეებზე საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ლიგებში გამართულ მატჩებში 27-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ოთხმა ლელოს გატანა მოახერხა და ამ ოთხიდან სამს სახელად ბექა ჰქვია. გარდა ამისა, ესოდენ იშვიათი „ქართული“ ჯარიმები და გარდასახვა დაფიქსირდა… ტოპ 14 ბექა საღინაძემ მისი „ლიონის“ და „პერპინიანის“ მატჩის 30-ე წუთზე თანაგუნდელთა უსწრაფესი, უნატიფესი, ზელანდიურ სტილში ხელდახელ ფლანგური კონტრშეტევა დააბოლოვა და...
დინამო პირველზე გადადიოდა…
ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში, ლიდერმა „ბათუმმა“ შინ „დილასთან“ 0:2 წააგო (ეს ბათუმელთა პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში) და უშუალო მდევარ „დინამოს“ ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მისცა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „გაგრას“ ვერ მოუგეს (0:0). ეგ კი არა, მეორე საფეხურიც „სამგურალს“ დაუთმეს. „დილა“ შესანიშნავ ფორმაშია, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თან ვისთან: „დინამოსთან“ – 2:1, „ტორპედოსთან“...









