კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ირლანდიური კოშმარი – 0:52
ჩანაწერი

ირლანდიური კოშმარი – 0:52

დიახ, ასეა. სხვა ეპითეტს ძნელად თუ მოუძებნი იმას, რაც „შავ ლომს“ ირლანდიის ქალაქ გალუეის „დექსკომ სთედიუმზე“ შეემთხვა. ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ირლანდიის მწვანე კუნძულს სტუმრობდა და ეს სტუმრობა მართლაც კატასტროფული შედეგით დასრულდა – იქაურმა „კონახტმა“ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდს 8 უპასუხო ლელო გაუტანა, მათ შორის 3 –...

მეორე ტური – კონახტთან
ჩანაწერი

მეორე ტური – კონახტთან

შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“. ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა  ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი“ ხომ ჩააგდო და წლევანდელ გათამაშებაშიც მე-9 ადგილზეა. თუმცა, ასეა თუ ისე, ირლანდიურ გუნდთან მათსავე...

ყველაზე ძვირი მსოფლიო
ჩანაწერი

ყველაზე ძვირი მსოფლიო

გაირკვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები. ისინი სულ სამი კატეგორიისა იქნა და მათი ფასი იქნება: მესამე კატეგორია – 4 185 დოლარი მეორე კატეგორია – 5 560 დოლარი პირველი კატეგორია – 8 860 დოლარი არც ერთი კატეგორიის ბილეთებზე შეღავათები გათვალისინებული არ არის. საინტერესოა რომ წინა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის ბილეთი დაახლოებით შვიდჯერ იაფი, 600 დოლარამდე ღირდა....

დებიუტანტები და ლელო ევროპაში
ჩანაწერი

დებიუტანტები და ლელო ევროპაში

გასულ უქმეებზე რაგბის ქომაგთა ყურადღება ევროთასებზე იყო გამახვილებული – ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით მოქმედი ჩემპიონთა თასი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირია და მისი ამჟამინდელი ჩემპიონი ფრანგული „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ტიტულის დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო – პრეტორიის გრანდიოზულ „ლოფტუს ფერსფელდზე“ ადგილობრივი „ბულზი“ 46:33 დაამარცხა. რაც შეეხება ქართულ...

იბერია პირველია!
ჩანაწერი

იბერია პირველია!

ეროვნული ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. „იბერიამ“ შინ 2:1 დაამარცხა „გაგრა“, 80 ქულა მოაგროვა და ორი პუნქტით გაუსწრო „დილას,“ რომელმაც შინ „დინამოსთან“ დაკარგა ქულები – 2:2. თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩებოდა, რადგან „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ჰქონდა უპირატესობა და თანაბარი ქულების შემთხვევაშიც იპირველებდა. მთელი მეოთხე წრის განმავლობაში, 28-ე ტურიდან მოყოლებული, „იბერია“ და „დილა“ თანაბარი ქულებით...

ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური
ჩანაწერი

ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური

სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა – მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია. ტოპ 14 „სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ახალაძე სასტარტოში იყო, ხოლო პარიზელთა ძირითად 15-ეულში სეზონში პირველად გამოჩნდა სერგო აბრამიშვილი. გიორგი...

სამი მედალი აბუ დაბიდან
ჩანაწერი

სამი მედალი აბუ დაბიდან

აბუ დაბიში, გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაცია რვა ძიუდოისტით წავიდა და სამი მედლით დაბრუნდა. ოქრო და ორი ბრინჯაოს – ასეთია ჩვენების მონაგარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს დამატებით დროში მოუგო, შემდეგ რუს ეგორ ანდონის ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში სერბ ისლამ სოგენოვს ვაზარითვე გაუსწორდა,...

კოლხეთი ჩავიდა, იბერია დგას…
ჩანაწერი

კოლხეთი ჩავიდა, იბერია დგას…

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ თანაბრობაა – მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ და „დილა“ უკვე რა ხანია მხარდამხარ მიდიან. ამჯერად მათ 74-74 ქულა მოაგროვეს, მაგრამ თბილისელებს პირად შეხვედრებში აქვთ უპირატესობა და ლიდერებიც ამად არიან. ოთხშაბათს შეიძლებოდა გორელები „გაქცეულიყვნენ,“ ისინი დამაჯერებლად უგებდნენ 2:0 „სამგურალს“ და წყალტუბოელებმა მხოლოდ დამატებულ წუთებზე (90+1) შეძლეს...

ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა
ჩანაწერი

ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა

საფრანგეთში ტოპ 14-ის მე-10 ტური გაიმართა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები იმართებოდა. ასეა თუ ისე, უამრავი წამყვანი მორაგბის გარეშე დარჩენილ 14 საუკეთესო ფრანგულ კლუბს შიდა პირველობისთვისაც უნდა მიეხედათ. ტური ბორდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონისა და „პოს“ ცხარე ჯახით დაიწყო და ბასკმა სტუმრებმა თამაშის ანგარიში პირველივე შეტევით გახსნეს. წამმზომს 2 წუთი ახალი ათვლილი ჰქონდა,...

სტუმრების ტური
ჩანაწერი

სტუმრების ტური

ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტური დარჩა და ლიდერებს ისევ თანაბარი 71-71 ქულა აქვთ. 33-ე ტურშიც ორივემ გაიმარჯვა. „იბერიამ“ სტუმრად აუტსაიდერი „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხა, „დილამ“ კი ასევე გასვლაზე 2:1 იმარჯვა ბათუმში, არადა, თავიდან აგებდა. გორელთაგან თავი ისევ 18 წლის ბურკინაფასოელმა, არუნა უატარამ გამოიჩინა. მან დუბლი მიითვალა. ამ ტურში კიდევ ორი დუბლი შესრულდა. ერთი თელაველმა ნიკოლოზ  ბაშელეიშვილმა...