კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
კარკაძის და შვანგირაძის სუპერსტარტი
ჩანაწერი

კარკაძის და შვანგირაძის სუპერსტარტი

ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ქართველმა მორაგბეებმა ახალი სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყეს. კერძოდ, ცუდი არასასურველი სპორტული ფორმის მიზეზით მსოფლიო თასზე წამსვლელთა შორის ვერმოხვედრილმა ვანო კარკაძემ „მონპელიეში“ თავის სადებიუტო მატჩში ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ლა როშელი“ დაალელოვა, ხოლო ნაკრებს მიღმა მესამეხაზელებში უდიდესი კონკურენციის პირობებში მიღმა დარჩენილმა ბექა შვანგირაძემ თავისი „ორიაკის“ პირველი სეზონური ლელო გაიტანა და გუნდის მიერ „რუანის“ ძლევაში...

ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
ჩანაწერი

ბათუმი გეგუჩაძის გარეშე

22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...

22:7 – აშშ რუმინეთზე მაგარი ყოფილა
ჩანაწერი

22:7 – აშშ რუმინეთზე მაგარი ყოფილა

ამერიკელები რუმინელებზე ბევრად ყოჩაღები გამოდგნენ და საწყენია, რომ მსოფლიო თასზე „სტეჟარები“ ითამაშებენ და არა „არწივები“. ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ნაკრებმა „მესხზე“ ერთობ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბორჯღალოსნებს, რომლებსაც კარგი სპარინგი ხომ გამოუვიდათ და გარდა ამისა, ქართველებს 26 აგვისტოს ედინბურგის „მარიფილდზე“ გასამართი ბოლო ტესტის წინ განწყობაც აბსოლუტურად დადებითი შეექმნათ. 22:7 – ასეთი ანგარიშით მოიგეს ლევან მაისაშვილის ბიჭებმა,...

აშშ – ბორჯღალოსანთა გამომცდელი N2
ჩანაწერი

აშშ – ბორჯღალოსანთა გამომცდელი N2

შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში...

38 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
ჩანაწერი

38 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში

პრო დ2-ის კვალდაკვალ, მეორე დღესვე, 18 აგვისტოს ტოპ 14-იც იწყება – ევროპაში უძლიერესი შიდა ჩემპიონატი. საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგა 14 კლუბისგან შედგება და 13 მათგანში, როგორც ყოველთვის, მინიმუმ ერთი ქართველი მორაგბე მაინც ირიცხება. ის ერთადერთი, ქართველების „უარმყოფელი“ გახლავთ „ტულუზი“ – საფრანგეთის ჩემპიონი. ამ კლუბში, ვასილ კაკოვინის წასვლის შემდეგ არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია… ამასობაში, ვიდრე ახალი...

მე-300, ავტოგოლი
ჩანაწერი

მე-300, ავტოგოლი

„თელავი“ მოყოჩაღდა. მიჯრით მეორე გასვლთი მატჩი მოიგო (წინა „სამტრედიასთან – 2:0). ამჯერად ერთ-ერთ ლიდერ „სამგურალს“ სძლია მინიმალური ანგარიშით. საინტერესოა, რომ მეტოქე მწვრთნელები ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდნენ გიორგი მიქაძე ადრე წყალტუბოურ კლუბს წვრთნიდა და პირიქით გიორგი ჭელიძე – თელავურს. თელაველებს გოლიც სანაქებო გამოუვიდათ. მირიან ჯიქიას თავური ერთობ ეფექტური გამოდგა. კახელებს აშკარად მოუხდათ საზაფხულო პაუზა, რასაც ვერ ვიტყვით...

ფულის კი არა, პრინციპის საკითხი
ჩანაწერი

ფულის კი არა, პრინციპის საკითხი

„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა იტალიის ნაკრების გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე თავისი აზრი გამოთქვა. მან „კორიერე დელო სპორტთან” ინტერვიუში ბრძანა: „მას მერე, რაც მას მედიის საშუალებებში თვით ავტორიტეტულმა კომენტატორებმაც კი აბსტრაქტულ მოსაზრებათა მთელი ზვავი მოწყვიტეს, საჭიროდ ჩავთვალე ნათელი მომეფინა ლუჩანო სპალეტის საქმისთვის. სპალეტის იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად მოიხსენიებენ. მე ეროვნულ გუნდს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და...

ბორჯღალოსნები რუმინეთით იწყებენ
ჩანაწერი

ბორჯღალოსნები რუმინეთით იწყებენ

შაბათს, 12 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შევა. 19 საათზე ვაკეში ძველი მეტოქე – რუმინეთის ნაკრები დადგება ბორჯღალოსნების წინაშე – ის რუმინეთი, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა ძლიერებს ამა ქვეყნისა და ამასობაში, სატურნირო უპერსპექტივობასა და რაგბის ბობოლათა უკიდურესი კონსერვატიზმის გამო დაჭკნა, გაუფერულდა და თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს. მიუხედავად...

დეჟავიუ
ჩანაწერი

დეჟავიუ

დეჟავიუ ფრანგული სიტყვაა და „უკვე ნანახს“ ნიშნავს. ეს სიტყვა ბოლო წლებში ზუსტად შეესაბამება ჩვენ შინაურ ფეხბურთს: ეროვნულ ჩემპიონატში საზაფხულო შესვენება ცხადდება, ჩვენი კლუბები ევროთასების გათამაშებაში ერთვებიან და ისევ უსირცხვილოდ ვარდებიან. ერთი გორის „დილა“ შემოგვრჩა და მისი იმედი გვაქვს. სწორედ ამიტომ გადაიდო გორელთა მე-19 ტურის საშინაო მატჩი „დინამოსთან.“ ანდრი დემჩენკოს გუნდი ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, კონფერენციის ლიგის...

დინამო მესტიაში ავიდა
ჩანაწერი

დინამო მესტიაში ავიდა

თბილისის „დინამოს“ აკადემია რეგიონებში სკოლების გახსნას აგრძელებს და ამჯერად მესტიაში ავიდა. პროექტის მიზანი რეგიონებში ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაციაა. „დინამოს“ აკადემია უკვე 21 რეგიონს მოიცავს, პერსპექტივაში კი, სკოლების ყველა მუნიციპალიტეტში გახსნაა. სვანეთში „დინამოს“ ასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 5-წლიან მემორანდუმს, რომლის მხარდამჭერი ონლაინ მაღაზია isurve.ge არის, ხელი „დინამოს“ აკადემიის ხელმძღვანელმა ლევან გვანცელაძემ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა,...