ამიერიდან კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე სტადიონზე. უფრო სწორად, ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა ქომაგის მხარდაჭერა იგრძნოს. ამისათვის უპირველესად ის არის საჭირო, რომ ქომაგმა ანალიტიკოსობას არ მიჰყოს ხელი და საყვარელი გუნდის ავ-კარგის გარჩევას სტადიონზევე, თამაშის მსოვლეობისას არ მოჰყვეს. სტადიონზე გუნდს მხარდაჭერა უფრო სჭირდება, ვიდრე ანალიზი და კომენტარი. რახან გულშემატკივარი ანალიტიკოსობას შეეშვება, ამით ნახევარი საქმე...
კატეგორია: გიო ახვლედიანის სვეტი
იმნაირი ლაპარაკი
ქვეყანაში კრიზისი მობრძანებულა და ყველაფერი გაუძვირებია – პაპიროსიც და ბენზინიც. ფეხბურთის მოყვარე ხალხისთვის, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ კარაქის ფასი ძველებურ ნიშანზე დარჩენილიყო და თუ გაძვირებაა, ქართული ფეხბურთი გაძვირებულიყო საერთაშორისო სატრანსფერო ბაზარზე. მართლაც კარგი და სასიხარულო გაძვირება იქნებოდა. აბა, სად გაგონილა ბურთი, ბუცი და მაისური გაძვირდეს, ფეხბურთელი კი არა? ეს უსინდისობაა და არასწორია. რა დასამალია და...
ფანი ბუნების მოვლენებთან ბრძოლაში
უცნაური ამბავია: ასეთი საფეხბურთო კვირა გვქონდა და ლაპარაკი ერთი ჩვეულებრივი რამით დაიწყო. სინათლე! სინათლე ჩვენს ფანჯრებში. ფანჯრებში კი ტელევიზორს ვგულისხმობ, რადგან ღირსეული ანტენით შეჭურვილი ტელევიზორი დღეს ნამდვილი ფანჯარაა ევროპაში, გამორჩევით კი საფეხბურთო ფანისათვის. რა, რა და ტელევიზორი მთავარი რამ არის. არიან „დვიჟოკიანი“ ქომაგები, „დვიჟოკიანი“ დაწესებულებები. არიან ქომაგები, რომლებიც კლუბებში ან კიდევ ტელეკომპანიებსა და გაზეთების რედაქციებში...
ლივერპული, ენფილდ როუდი. რობი ფაულერს
არიან ფეხბურთელები, უსაზღვროდ რომ უყვართ თამაში. არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც თამაში უბრალოდ პროფესიაა. ასევე, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რახან მოედანზე გამოვიდნენ, უნდა მოიგონ და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მიაღწევენ გამარჯვებას. მაგალითად, ხუან ესნაიდერს შეუძლია ადამიანს ტყუპი წიხლი ჩაჰკრას, რადგან ხედავს, რომ წაგებულია. მას ასევე შეუძლია ლოყაზე ხელი მოუთათუნოს და დასცინოს მამისტოლა კაცს, რომელმაც...
ზინედინ არაბი
და თქვა გოგია მესვეტემ: ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა. ერთხელ ზინედინი მეჯლიშში იყო და ქეიფობდა, თან იქ მოსული ხალხის ლაპარაკს უგდებდა ყურს. ერთი ვაჭარი კაცი ჰყვებოდა მილეთის ამბავს, უცხო...
BODYPUNCHER და KO PUNCHER
„ბოდიპანჩერი“ საკრივო ტერმინია და სიტყვასიტყვით სხეულზე დამრტმელს, ტანზე მცემელს ნიშნავს. ეს ტერმინი იმ მოკრივეთა მიმართ გამოიყენება, რომელთათვისაც ღმერთს მართლად ცემის ნიჭი მოუმადლებია, მაგრამ არ მიუნიჭებია კრივში ეგოდენ საჭირო და პრესტიჟული უნარი სანოკაუტო დარტყმისა. დიახ, კრივში არსებობს სხვა ტერმინიც – „ქეიოპანჩერი“, რაც იმას გულისხმობს, რომ მავან მოკრივეს მანოკაუტებელი დარტყმა ძალუძს. ასეთი რამ იმას ნიშნავს, რომ კრივის...
მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო
მდაა, ოთხი წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ იგებ მსოფლიოს უძველეს ეროვნულ ჩემპიონატს, კუნძულს გამოცდენილი კი თავლაფდასხმული ხარ. დიახაც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბევრჯერ იყო...
ღამის ზარების ამბავი
იცით, რაშია საქმე? ქართული ფეხბურთის ქომაგთა მრავალათასიანი არმია დაიღალა. მას აღარ აინტერესებს ლაპარაკი სავარძლების, გავლენის სფეროების, ფეხბურთელების ლათობა-არლოთობის შესახებ. მას ფეხბურთი აინტერესებს. ამას რატომ ვამბობ? საქართველოს ნაკრებმა მალტის ტურნირი მოიგო. ეს სანაკრებო ისტორიაში პირველი მოგებული ტურნირია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ისტორიული მოვლენა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო ამბავია. ნაკრების ახალმა უფროსობამ ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, რაც...
დუდუს ოცნება
ხომ გახსოვთ დუდუ? წმინდა იანუარიუსის წინ რომ აღიმართება და მოსაპარი საგანძურის სანაცვლოდ რომ სთავაზობს: – ჩვენ შენ ეუსებიოს გიყიდით. „ნაპოლი“ ჩემპიონთა თასს მოიგებს… დუდუმ ეგრეც ვერ შეინარჩუნა მოპარული საგანძური, ეუსებიო ვერ იყიდა და „ნაპოლის“ დღემდე არ აუღია ჩემპიონთა თასი. ნეაპოლელი ქურდის ოცნება ოცნებადვე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში, როცა დუდუ უკვე ბებერი იქნებოდა, „ნაპოლიმ“...
ძველ ჭეშმარიტებათა გახსენება
„ვ სავრემენნომ ფუტბოლე სამოე გლავნოე პერეხოდ ოტ ატაკი კ აბარონე ი ნააბაროტ,“ – იტყოდა ხოლმე ძველ, ზასტოის დროში ნიკოლაი ოზეროვი, რუსთა უპირველესი ტელეკომენტატორი. ოზეროვი ამას იმეორებდა ტაიმში სამჯერ და იმგვარი ინტონაციით, რომ თქვენი არ ვიცი და, მე ყოველთვის მეცინებოდა. დიახ, ოზეროვს უყვარდა პათეტიკა და შეცვეთილი თეატრალური გამონათქვამები, რომლებიც, როგორც ამბობენ, ბლოკნოტშიც კი ჰქონდა ჩაწერილი. მას...









