კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
ბრონკანის პირველი რაზმი
ჩანაწერი

ბრონკანის პირველი რაზმი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ახალი დროება დაუდგა. ამიერიდან ბორჯღალოსნები ივლისის ტრადიციული ტესტ-მატჩების ნაცვლად მონაწილეობას ახალ ტურნირში მიიღებენ, რომელსაც ეწოდება „მსოფლიო რაგბის ერთა თასი“. ცხადია, ქართველები ელიტაში არ დაუშვეს და ადგილი მსოფლიო რაგბის ძალით მეორე დუჟინში მიუჩინეს. ხსენებული ტურნირის პირველ ნაწილს დასავლეთ ნახევარსფერო უმასპინძლებს, შემოდგომის ნაწილი კი პლანეტის აღმოსალეთში შედგება, მათ შორის – საქართველოშიც. სიახლე ისიცაა, რომ...

მბაპე, წვიმა, მბაპე
ჩანაწერი

მბაპე, წვიმა, მბაპე

საფრანგეთის ნაკრებმა ერაყს 3:0 მოუგო. ორი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, მესამე – ოსმან დემბელემ. პირველ და მეორე ტაიმებს შორის კი იყო… ორი საათი. მიზეზი: თქეში. შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა პირველ შეხვედრაში სენეგალს 3:1 მოუგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფლეი-ოფში გავიდნენ. I ჯგუფიდან ორიდან ორი გამარჯვებით ფლეი-ოფში გავიდა ნორვეგიაც, საფრანგეთის ბოლო ტურის მეტოქე. ნორვეგიელებმა სენეგალელებს 3:2...

ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპს პირველივე წრეში დაემშვიდობა. ჩვენიანი მსოფლიოს 185-ე ჩოგან შვედ ელიას იმერთან 6:2; 3:6; 6:7 დამარცხდა. არადა, ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და პირველ სეტში მეტოქეს ორი ბრეიკი აართვა, რის მოგებაც აღარ გასჭირვებია. ბრეიკით დაიწყო ჩვენებურმა მეორე სეტიც, მაგრამ შემდეგ თავად ორი ჩაწოდება დათმო და სკანდინავიელს გათანაბრების საშუალება მისცა. მესამე სეტში პირველი ბრეიკი შვედმა...

საქართველო რიდით ვარჯიშობს
ჩანაწერი

საქართველო რიდით ვარჯიშობს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ყველა იმ კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ვინც შეკრებაზე იმყოფება. ამ ეტაპზე ნაკრებში 15 კალათბურთელია. იურმალაში ჩასულებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი წევრი მარკიზ რიდი გუშინვე შეუერთდა. მის გარდა კი ამ დროისთვის ნაკრების შემადგენლობაში არიან: რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ალავიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე...

საქართველო ლატვიაში გაფრინდა
ჩანაწერი

საქართველო ლატვიაში გაფრინდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პირველი, თბილისური ეტაპი დაასრულა და ლატვიაში გაფრინდა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი გენერალურ შეკრებას ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაივლის და მოახლოებული ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება. 2 ივლისს ჩვენები უკრაინასთან რიგაში ითამაშებენ, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს თბილისში დაუხვდება. საქართველოსა და ესპანეთს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, მაგრამ...

ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
ჩანაწერი

ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი

გასულ უქმეებზე მსოფლიო რაგბის თითქმის ყველა წამყვანი ჩემპიონატი დასრულდა, თუ არ ჩავთვლით ტოპ 14-ს, სადაც ფინალიღა დარჩა გასამართი. ტოპ 14 საფრანგეთის მორაგბეთა ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ორი გუნდიღა შემორჩა – ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბი „ტულუზი“, რომელიც 24-ჯერ იყო ჩემპიონი, და „მონპელიე“, რომელმაც თავისი ერთადერთი ტიტული 2022-ში მოიპოვა. ტოპ 14-ის ბოლო სამი ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ტულუზელებმა ნახევარფინალში...

მედლები ბოლოს…
ჩანაწერი

მედლები ბოლოს…

ვერცხლი და ბრინჯაო მონღოლეთიდან ულან-ბატორში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი და საქართველოს დელეგაციამ მედლების მოპოვება მხოლოდ ბოლო დღეს შეძლო. თითო ვერცხლი და ბრინჯაოს – ასეთია ლაშა გუჯეჯიანის გუნდის მონაგარი. ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ.) ჯერ მონღოლი ალთანბაგანა განტულგა დაამარცხა, ვისაც იაპონელი კანტა ნაკანო მიაყოლა, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელი იურ სპაიკერსს აჯობა და ოქროს მედლისთვის კორეელ მინჯონგ კიმს დაეჭიდა. საწუხაროდ,...

პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
ჩანაწერი

პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი

პარაგვაელი მიგელ ალმირონი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქესთან პირზე ხელაფარებული ლაპარაკის გამო წითელი ბარათი მიიღო. ეს მოხდა სან ფრანცისკოში პარაგვაისა და თურქეთის ნაკრებთა შეხვედრის (1:0) დროს, რომლის შედეგადაც თურქეთი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა, ხოლო პარაგვაიმ ფლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ავსტრალია უნდა დაამარცხოს. 32 წლის ალმირონმა პირველ ტაიმში პირზე ხელი აიფარა და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელს მერთ მულდურს...

რუსთავი – ახალი ლიდერი
ჩანაწერი

რუსთავი – ახალი ლიდერი

ეროვნული ლიგის მეორე წრე ახალი ლიდერის დაბადებით  დასრულდა. გია ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ „იბერიას“ პრინციპული მატჩი მოუგო – 2:1, ერთი ქულით გაუსწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა. არადა იბერიელებს  მე-7 ტურის შემდეგ არავისთვის დაეთმოთ პირველობა. ეს რუსთაველთა მიჯრით მესამე გამარჯვება გახლდათ. ამ შეხვედრაში გოლი-შედევრიც ვნახეთ. გამარჯვების გოლი რუსთაველთა მცველმა ვაჟა ფაცაციამ საკუთარი ნახევრიდან 90-ე წუთზე გაიტანა… დაინახა ოდნავ...

ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ 
ჩანაწერი

ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ 

ულანბატორში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, რომელიც ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ქულების მოპოვების საშუალებას იძლევა, დღეს მედლების მოსაპოვებლად ტატამიზე ოთხი ქართველი გავიდა – გიორგი სარდალაშვილი (60კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ.), თორნიკე გიგაური (66კგ.) და ჯულიეტა როდონაია (48კგ.), თუმცა, ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა. მედალთან ყველაზე ახლოს გიორგი სარდალაშვილი იყო, რომელმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლა მასპინძელ სუხბატ ბაიმბასურენთან დამარცხდა. როდონაია პირველივე...