„პარი სენ ჟერმენისა“ და „მონაკოს“ შეხვედრა რომ დამთავრდა ტელეეკრანებზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოისახა, რომელსაც ეწერა: MVP. მიუხედავად ამისა პარიზული კლუბის ქართველი ვარსკვლავი მოწყენილი სახით მიემართებოდა კარსუკანა ტრიბუნისკენ გულშემატკივრისთვის ტაშის დასაკრავად. მიზეზი: პსჟ-მ წააგო 1:2. სწორად წერს ფრანგული საიტი maxifoot, მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველში უპირატესობას სრულად ფლობდა პსჟ, მეორეში კი ლუის ენრიკეს გუნდმა ის...
კატეგორია: მთავარი ამბავი
ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
ევროპაში სატრანსფერო ბაზარი დაიკეტა. „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებთან „ნავაჭრი“ შეაფასა. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულმა კლუბმა ზაფხულის განმავლობაში შეიძინა მეკარე ალესანდრო ლონგონი, მარცხენა მცველი ლუკა დინი, გარემარბები მაგნეს აკლიუში და მიკა გოდტსი და თავდამსხმელი ფერან ტორესი. მათი მოყვანა პარიზელებს 160 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდათ. ამის პარალელურად პსჟ-მ გაყიდა...
პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
საფრანგეთის ლიგა 1-დან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ევროპულ თასებზე შვიდი გუნდი გამოდის, რომელთა საერთაშორისო კალენდარი ადგილობრივთან იკვეთება, რის გამოც ქვეყნის პროფლიგას გრაფიკის მცირედ გადაკეთება მოუხდა. საქმე ეხება მე-7 და მე-8 ტურის შეხვედრებს. შეხვედრები გადაედებათ ევროპის ლიგის მონაწილე „ლიონს“, „მარსელსა“ და „რენს“, აგრეთვე კონფერენციის ლიგის მონაწილე „მონაკოს“. იგივე ეხებათ ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე გუნდებს „პარი სენ ჟერმენს“,...
სად არის ხვიჩა?
ბუკმეკერებმა „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულზე ფსონების მიღება დაიწყეს და ჩანს, რომ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის ფავორიტი „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი არის. მისი გამარჯვების ალბათობა დაახლოებით 64%-ით ფასდება. ჩვენთვის რაოდენ გასაკვირის უნდა იყოს პრეტენდენტთა სამეულში არ არის ხვიჩა კვარაცხელია,სამაგიეროდ არიან ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონი ლამინ იამალი და „რეალის“ უტიტულო თავდამსხმელი კილიან მბაპე. ხვიჩას და ასევე ბარსელონელი როდრის შანსები კი 8.5 კოეფიციენტით არის შეფასებული. ...
ფერნანდესი ისევ მარესკასთან წავიდა
„მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსისგან“ 125 მილიონ გირვანქად ენცო ფერნანდესი იყიდა. ინგლისური მედია აღნიშნავს, რომ შედეგად აწ უკვე დახურულ სატრანსფერო სეზონზე „ქალაქელებმა“ სარეკორდო თანხა 458 მილიონი გირვანქა დახარჯეს. მათ მერე მოდის „ლივერპული“, რომელმაც ზაფხულში ახალ ფეხბურთელებში 415 მილიონი გირვანქა გაიმეტა. რასაკვირველია, „სიტიმ“ მოთამაშეები არა მხოლოდ იყიდა, არამედ გაყიდა კიდეც, რითაც 300 მილიონი გირვანქა შემოუვიდა. ფერნანდესი „ჩელსიში“ „ბენფიკადან“...
Thisisanfield: მამარდა ლივერპულში რჩება
საიტი thisisanfield წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს „ლივერპულისგან“ რაიმე ნაბიჯს არ უნდა ველოდოთ. მერსისაიდელებმა დაიმატეს ბრედლი ბარკოლა, ჟერემი ჟაკე, ვიქტორ მუნიოსი და რონალდ არაუხო. გაუშვეს: მოჰამედ სალაჰი, ენდი რობერტსონი, იბრაჰიმა კონატე და კერტის ჯონსი. ჰარვი ელიოტი იჯარის წესით გაასხვისეს. რაც შეეხებათ 18 წლის ფეხბურთელებს ბელგიელ მეკარეს ლუკა ბრუგმანსსა და „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელს დილიან...
30 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს
ვინ გახდება 2026 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი? ვინ შეცვლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტახტზე ოსმან დემბელეს? ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ეს „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, თუმცა მოთმენა მოგვიწევს. პასუხს 26 ოქტომბერს ლონდონში გავიგებთ. მანამდე კი, ორშაბათს, 8 სექტემბერს „ფრანს“ ფუტბოლი დაასახელებს იმ 30 ფეხბურთელის ვინაობას, რომელთაგან ხმოსნებს საუკეთესოს ამორჩევა მოუხდებათ. როგორც „ეკიპი“...
მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
რამდენიმე საათის წინ 39 წლის ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და გულშემატკივარს ამ წერილით დაემშვიდობა: „მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ფინალის შემდეგ გავიდა, ბევრი ვიფიქრე და მინდა ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას ვასრულებ… ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული იყო და დღემდე გულს მტკენს, თუმცა ვხვდები, რომ ამის დრო დადგა. გეფიცებით, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი...
პლატინიმ თქვა, კვარაო!
ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი „კანალ ფუტბოლ კლუბში“ გახლდათ მიწვეული, სადაც „ოქროს ბურთის“ ფავორიტი დაასახელა. მოგეხსენებათ, წლეულს „ფრანს ფუტბოლის“ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. „მე პატარა ფსონს „პარი სენ ჟერმენის“ მოთამაშეზე, კვარაზე ჩამოვიდოდი, – თქვა „ოქროს ბურთის“ ზედიზედ სამგზის ლაურეატმა (1983, 1984, 1985), – ჩემი აზრით „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა...
ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე კლუბებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს, მათი გრაფიკიც დადგინდა – უეფამ გამოაქვეყნა ვინ ვის როდეს ხვდება. ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას, ჟორჟ მიქაუტაძის და გიორგი მამარდაშვილის გუნდების კალენდარი აინტერესებს, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. „პარი სენ ჟერმენი“ შეჯიბრებას 9 სექტემბერს შინ ბრატისლავის „სლოვანთან“ შეხვედრით იწყებს. პარიზელებს ისევე როგორც ყველა სხვას...









