თეოფილო, „მედალა ორო“
ჩანაწერი

თეოფილო, „მედალა ორო“

ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, ბილი ფილადელფიელია და იმ იშვიათ ამერიკელთა გუნდის წევრია, ჰავანა რომ ვერაფრით დაივიწყეს. ჩვენ შორის ატეხილი დავის მიუხედავად, მან ბოლო ოცდაათ წელიწადში ოთხჯერ მოახერხა კუბაზე ჩასვლა და იქედან შთაბეჭდილებებით სავსე რვეულები, ჯერაც გაუმჟავნებელი ფოტოფირები და „კინტეროს“ სიგარები, ნამდვილი კუბური სიგარების კოლოფები ჩამოიტანა. ბილისთვის არასოდეს მიკითხავს, რამ შეაყვარა ასე ჰავანა და კუბელები. მასში...

დაუვიწყარი დასასრული – 2
ჩანაწერი

დაუვიწყარი დასასრული – 2

აკი მოგახსენეთ, ასეთი სულ თორმეტი ყოფილა – თორმეტი დაუვიწყარი დასასრული. კრივის ისტორიის ერთ-ერთ საყრდენს რომ ქმნის. ოთხი ამათგანი ორი კვირის წინანდელ “საკრივო ფურცელზე” წარმოგიდგინეთ, მომდევნო ოთხის ჯერი კი ახლა მოსულა. 1952 წლის 23 სექტემბერი. როკი მარჩიანო – ჯერსი ჯო უოლკოტი ეს ახლა არის, რომ ჩვენ როკი მარჩიანოს გამო ვლაპარაკობთ. ვიცით, რომ იყო მძიმე წონის სამ საუკეთესო...

დაუვიწყარი დასასრული
ჩანაწერი

დაუვიწყარი დასასრული

აი, თქვენს წინაშეა რინგი, ადგილი, სადაც მოკრივენი ერთმანეთს ებრძვიან. სულ მალე, ჭერში დაკიდული ნათურები გაანათებს ცისფერ ფიცარნაგს და იქ მებრძოლები გამოჩნდებიან. კრივი დაიწყება და თქვენც სანახაობის მომსწრენი შეიქნებით. კრივი დიდად საინტერესო სანახაობაა, მისი ყოველი წამი იზიდავს თვალს, მაგრამ რა უყვარს ყველაზე მეტად კრივის ქომაგს? მას მოულოდნელი, დიდი დასასრული უყვარს. და რა არის ყველაზე თვალისმომჭრელი დასასრული...

ვერგამოსული დიდი ჩხუბი
ჩანაწერი

ვერგამოსული დიდი ჩხუბი

ზარი მოდით, ჩარლი როუზს ველაპარაკოთ. უფრო სწორად, გავიხსენოთ ის, რასაც ჩარლი როუზი გვიამბობდა, სანამ ცოცხალი იყო. ჩარლი ძველი დროების პრომოუტერი გახლდათ და ბროდვეიზე პატნემ ბილდინგში ჰქონდა კანტორა, საიდანაც მსუბუქი წონის მოკრივეთა ბედს განაგებდა და მატჩების გამართვას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ როუზი მძიმე წონის საქმეებში არ ერეოდა, სწორედ ის აღმოჩნდა მონაწილე ერთი დიდი შერკინების მზადებისა, რომელიც...

გავიხსენოთ კენ ნორტონი
ჩანაწერი

გავიხსენოთ კენ ნორტონი

კენ ნორტონის გამო ბევრის დაწერა შეიძლება. მისი საკრივო თავგადასავალი მრავალფეროვანი და ღირსეულია. მაგრამ ამ ჯერზე უშველებელი ფურცლის შედგენა არ გამოვა. ისევ ისა სჯობს, რამდენიმე ეპიზოდი წარმოვადგინოთ მისი საკრივო და რინგსგარეთა ცხოვრებიდან და მის ნაფიქრსაც მივუგდოთ ყური. კენ ნორტონი გასახსენებელი ვინმეა… ცხოვრება გავიხსენოთ, მაშ აბა რა? არ შეიძლება არ გავიხსენოთ. კენ ნორტონი ხომ ის კაცია, მძიმე...

მარჯვენა დენ დონელისა
ჩანაწერი

მარჯვენა დენ დონელისა

დაგბურძგლავს, ხორკლი დაგაყრის ტანზე, გაგახსენდება ძველი დროება, დროება მარტოხელა მებრძოლთა, დროება მკლავისა და მუშტისა, ალალი სიტყვისა და ორ ყლუპად გამოცლილი არაერთი კათხისა. გაგახსენდება და მაშ, არ დაგბურძგლავს? გარდასული დრო იგი საამო, ორასი წელი მაინც გასულა იმ ხანიდან, როცა მუშტს ფასი კაცობით ედო და არა მილიონ დოლარებით… გზა და დგას ჩრდილოეთის წყლებში კუნძული, ადგილი კლდეებისა და...

კაცი, რომელიც როკის ებრძოდა
ჩანაწერი

კაცი, რომელიც როკის ებრძოდა

მარჩიანოს რაობა ლა სტრაზა – მარჩიანოს მეორე ბრძოლის წინ, ერთი კარგად უნდა განვიხილოთ მარჩიანოს რაობა. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ქვეყანაში, თუკი კრივის მოყვარე ხალხი გადაწყვეტს ხოლმე ყველაზე დიდი მოკრივის დასახელებას და შვილის საკრივო ქომაგობის გზაზე დაყენებას, უეჭველად ეტყვის, ამათ შორის უპირველესი, როკი მარჩიანო იყო, წაუგებელი დიდი ჩემპიონიო. ეს, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ არ შეიძლება...

კაცი, რომელიც როკის ებრძოდა
ჩანაწერი

კაცი, რომელიც როკის ებრძოდა

პირველი შეყრა ათიოდე წლის წინათ, ამერიკულ გაზეთებში გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მილანის განთქმულ “ლა სკალაში” როლანდ ლა სტრაზა იმღერებს. კაცი იფიქრებდა, რომ ვინმე გამოჩენილ მომღერალზეა ლაპარაკიო, მაგრამ ოპერის მოყვარულთათვის ეს სახელი უცნობი იყო და იტალიური სცენისკენ დაძრული ამერიკელი დიდად საინტერესო ვინმედ არ ჩანდა. მაგრამ განა ოპერის მოყვარულებმა იცოდნენ, ვინ იყო როლანდ ლა სტრაზა? როლანდ...

ჩემპიონის ერთი დღე
ჩანაწერი

ჩემპიონის ერთი დღე

ოსკარ დე ლა ჰოია დღევანდელი მსოფლიო კრივის უძლიერესი მებრძოლია. მის შესახებ ბევრსაც წერენ და მისი საქმენიც ცნობილია. დაუმარცხებელ ჩემპიონს (28-0) გადაუწყვეტია ხუთი წონის ტიტულები მოიგოს. ამ ჯერზე ის ველთერის წონაში (148 ფუნტი) პირველობს და ახლა სურს ველთერის მცირე (140 ფუნტი) წონის განთქმულ ვიცე-ჩემპიონს, რუს-კორეელ-ავსტრიელ კოსტია ძიუს შეხვდეს. ძიუს თავად გადაუწყვეტია შვიდი ფუნტის მომატება და ველთერში...

ყირამალა ჩემპიონი
ჩანაწერი

ყირამალა ჩემპიონი

დღეს, ჩვენს დროში, მას არავინ აღირსებდა საკრივო ლიცენზიას. არც ერთი ქვეყნის არც ერთი ათლეტთა კომისია არ დაუსვამდა ბეჭედს მის მოკრივეობას. თუ ამგვარი ბეჭედი ადრეღა ჰქონდა დასმული, სასწრაფოდ გააუქმებდა. ეს ისტორია ძველისძველია და, ალბათ, არსად და არასდროს მოიძებნება მოკრივე მისი მაგივრობა რომ გასწიოს. უბრალოდ, ასეთი აღარ დაიბადება… მილუოკელი შურისმაძიებელი იყო დრო და მილუოკიში ცხოვრობდა მძიმეწონოსანი მოკრივე...