კატეგორია: ინტერვიუ

Home ინტერვიუ
რაფა ბენიტესი: ნაპოლის მთავარი მოწინააღმდეგე ნაპოლია
ჩანაწერი

რაფა ბენიტესი: ნაპოლის მთავარი მოწინააღმდეგე ნაპოლია

ცნობილი ესპანელი მწვრთნელი, 62 წლის რაფა ბენიტესი 2013-15 წლებში „ნაპოლიში” მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 2014 წელს, „პარტენოპეელებმა” იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს. გუშინ, „ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ბენიტესმა სხვა თემებთან ერთად მიმდინარე სეზონსა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის შანსებზეც ილაპარაკა. დღევანდელ „ნაპოლიში” დარჩა რაიმე კვალი თქვენი 2013-15 წლების გუნდიდან? მენტალიტეტი. გუნდი მხოლოდ კარგი შთაბეჭდილების მოხდენით თვით ჩემპიონთა...

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა
ჩანაწერი

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა

ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ… მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ ყოფილა, ის სასტუმროში დარჩა და ეკრანზე უყურა, თუ როგორ მოიგეს მისმა თანაგუნდელებმა კაზემიროს გოლით 1:0. ნეიმარს...

იტალია შეიცვალა, მოურინიუ  მუხრუჭია
ჩანაწერი

იტალია შეიცვალა, მოურინიუ მუხრუჭია

„იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც ყველამ განიცადა და მეც ძალიან მეწყინა. საბედნიეროდ, რობერტო მანჩინიმ გუნდის სათავეში დარჩენა გადაწყვიტა. მისი დარჩენა იმას ნიშნავს, რომ პროექტი გაგრძელდება და ეჭვი არ მეპარება, რომ წარმატებაც მოვა”, — თქვა საქართველოს ნაკრების კარგმა ნაცნობმა-მეტოქემ იტალიელმა ედი რეიამ, რომელიც ალბანეთის ნაკრებს უდგას სათავეში, ოფიციალურად კი გუნდის ტექნიკური კომისიონერი ჰქვია და დღეს...

ჩირო ფერარა: მე ვნახე მარადონა
ჩანაწერი

ჩირო ფერარა: მე ვნახე მარადონა

2020 წლის შემოდგომაზე ჩირო ფერარამ გამოსცა წიგნი „მე ვნახე დიეგო და ყველაფერი სწორედ ასე იყო”. წიგნში აღწერილია „ნაპოლის” ოქროს წლების ამბავი. ის ეძღვნებოდა დიეგო მარადონას, რომელიც იმხანად 60 წლისა სრულდებოდა — ეს მისი უკანასკნელი დაბადების დღე აღმოჩნდა. ერთი ხნის წინ ჩირო გაემგზავრა ბუენოს აირესს სადაც… კიდევ შეხვდა დიეგოს. ფერარა ხარდინ დე ბელა ვისტას სასაფლაოზე მივიდა....

ხედვების ამბავი…
ჩანაწერი

ხედვების ამბავი…

„ბათუმის“ მეკარე ლაზარე კუპატაძეს კლუბი დაატოვებინეს. კონკრეტული მიზეზი არ თქმულა, თუმც რა ძნელი მისახვედრია, „ბათუმიდან“ მისი გაშვება ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანთან“ წაგებას და 26 წლის მეკარის უხეშ შეცდომას უკავშირდება. ასეთი რამ კი მხოლოდ საქართველოში უნდა მოხდეს –  გუნდისთვის აქამდე შეუცვლელი მეკარე ერთი შეცდომის გამო დაითხოვეს. მომხდარი ფაქტის შემდეგ „სარბიელი“ თავად ლაზარეს შეეხმიანა: –...

ვილის ევროპა და ამერიკა
ჩანაწერი

ვილის ევროპა და ამერიკა

ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე ემზადება და მომავალი კლუბის მოლოდინშია. აი, თავად რა გვითხრა: – ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ველი წინადადებებს დაინტერესებული კლუბებისგან და უკან, ამერიკაში დაბრუნება თუ არ გამოვიდა, კარიერას ევროპაში დავრჩები. ევროპაში თამაშის...

დიდი ინტერვიუ დიდ ფილთან
ჩანაწერი

დიდი ინტერვიუ დიდ ფილთან

ლუიშ ფელიპე სკოლარი 73 წლის არის. 40 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მან მწვრთნელის ხელობას მიჰყო ხელი. 20 წელი სრულდება მას მერე, რაც სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. ლეგენდარულ მწვრთნელს „დეილი მეილმა” ჩამოართვა ინტერვიუ. ჩვენ ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ: * რატომ დაანებეთ „ჩელსიში“ მუშაობას თავი? * რამდენიმე ფეხბურთელთან პრობლემა მქონდა. დიდიე დროგბა დაშავებული იყო....

ლევან ჯობავა: რიდი და სიფრთხილე მაინც იგრძნობა
ჩანაწერი

ლევან ჯობავა: რიდი და სიფრთხილე მაინც იგრძნობა

თბილისის „ვიტ ჯორჯია“, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია – კლუბი თავისი კოლორიტი ფეხბურთელებით, მაგალითად, გიორგი ადამიას გარღვევებით, დავით დიღმელაშვილის ბურთის ფლობითა და პასებით, ოთარ მარცვალაძის სპრინტებით, ლევან მელქაძის გოლებით… რა თქმა უნდა, პრეზიდენტი: გურამ რუხაძე… მასთან ასოცირდება „ვიტ ჯორჯია“. გუნდი 2018 წელს დაბრუნდა მთავარ ლიგაში, მაგრამ ისევ გავარდა და ბოლო ორი სეზონია, იქაც...

ფეხბურთის ბიჭი
ჩანაწერი

ფეხბურთის ბიჭი

მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში  და სკოლაში წასვლას ასწრებდა. ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება? დღეს...

ანტი-ლემპარდი? რა სისულელეა
ჩანაწერი

ანტი-ლემპარდი? რა სისულელეა

„შპორტ ბილდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში” თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე” არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა” მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან. რუდიგერის მოსაზრებებს გერმანულ და არა მარტო გერმანულ თემებზე ქვემოთ გთავაზობთ. — როდესაც „ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი თომას...