ეს შავგვრემანი და ეშხიანი არგენტინელი ლამაზმანი დღესაც ახსოვთ სპორტის ქომაგებს მიუხედავად იმისა, რომ ათი წელია, დიდი კორტზე არ გამოუნათებია. მხოლოდ 26 წლის იყო ჩოგბურთიდან რომ წავიდა და ათასობით მამრის გული და გონება წაიყოლა. ქალთა ჩოგბურთი დღეს ასე პოპულარული რომაა, მისი, გაბრიელა საბატინის მოხდენილი და კოხტა სხეულის დამსახურებაცაა. მოკლედ, ის იყო ქალი კუნთმაგარ დედაკაცებში და მისი...
კატეგორია: ინტერვიუ
მიშელ პლატინი: ჩემი ევროპა საქართველოა!
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და დრამატულ საღამოს, მფრინავი ბოთლებისა და ქვების წვიმაში, რომელმაც ხალხს ნამდვილი წვიმა მიავიწყა, გატეხილი გულებისა და დამსხვრეული ოცნებების სტადიონის ტრიბუნაზე იჯდა მიშელ პლატინი და უყურებდა ფეხბურთს, რომელიც არც ფეხბურთი იყო და არც საზოგადოდ სპორტი. მიშელ პლატინი თბილისში ჩამოვიდა როგორც მერაბ ჟორდანიას მეგობარი, უეფას აღმასკომის წევრი და მომავალში პრეზიდენტობის მოსურნე კაცი,...
ეს წელი შავი იქნება
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი ვარსკვლავების გვერდით თუ ვითამაშებდი. ვარსკვლავები კი არა, ლეგენდები არიან! ხანდახან უხერხულობასაც კი ვგრძნობ, მოედანზე ერთად რომ ვართ, მე კი ზოგჯერ მათი კაპიტანი ვარ“, – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების გამოცდილ უნივერსალს გია ლაბაძეს ეკუთვნის, რომელიც ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ელიტ 2-ში სახელიან კლუბ „ტულონში“ თამაშობს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მეორე დივიზიონში ლაბაძის მხარდამხარ...
ქალის სურნელი
ეშხიანი და მომხიბვლელი! მისმა უჩვეულოდ მოკლე და გულახდილმა კაბამ და კოხტა, ნარნარა სხეულმა 70-იან წლებში მილიონობით მაყურებელი შესძინა ქალთა ჩოგბურთს. მაგრამ კრის ევერტი მხოლოდ სპორტული მოდის რევოლუციონერი და მამრთა გულთამპყრობელი რომ ყოფილიყო, სპორტის ამ სახეობის ისტორიას თავისი ეპოქის ერთ-ერთ ლამაზმანად შემორჩებოდა და არა თვით ამ ისტორიის შემქმნელად და ლეგენდად. მოკლე კაბა და ფიქრთაამშლელი ტანი მხოლოდ...
კახა კალაძის იეროგლიფი: ყველგან და ყოველთვის მეგობრებთან ერთად
კახა კალაძე მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. ეს გასაკვირი სულაც არ არის – კახა რჩება საქართველოს რჩეულ მოთამაშედ და კვლავაც ერთადერთ ქართველად, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიადეს კლუბში თამაშობს. კალაძის მილანურ კარიერაში აღმასვლაც ყოფილა და დაღმასვლაც. ყოფილა სათადარიგოთა სკამიც და ჩემპიონთა ლიგის თასიც. შარშან ამ დროს ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა მითხრა: კახა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სანამ...




