უმცროსი ბორჯღალოსნების იტალიური თავგადასავალი ვერონის გარეუბან ვილაფრანკაში მდებარე ციცქნა სტადიონ „პაიანინი სენტერზე“ გაგრძელდება. ორშაბათს, 17:30-ზე დაიწყება საქართველოსა და ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი, რომლის გამარჯვებულიც მე-9 ადგილისთვის ფინალში ირლანდიასა და შოტლანდიას შორის უძლიერესს, ხოლო წაგებული, შესაბამისად, ხსენებულ წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება. ესპანეთის ნაკრები 20 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატში მეორედ მონაწილეობს და მიმდინარე პირველობაზე „პატარა ლომებმა“ სამივე...
კატეგორია: დავთარი
რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონისთვის
ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში, ლეგენდარულ „ფრი სთეით სთედიუმზე“, რომლის დღევანდელი, სპონსორული სახელწოდება „ტოიოტა სთედიუმია“, მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ადგილობრივი ფრენჩაიზი „ჩიტასი“, რაც აფრიკაანსიდან ითარგმნება როგორც „გეპარდები“, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 24:20 აჯობა და ისე იზეიმა, თითქოს ქარის თასი ან სუპერ რაგბი მოეგო. პირველ ტაიმში აფრიკელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ეს ლოგიკურიც იყო – ბორჯღალოსნებს ხომ...
კალვიზანოს დრამა
ის, რაც იტალიის ქალაქ კალვიზანოს სტადიონ „სან მიკელეზე“ მოხდა, რაგბის მოყვარულებს კარგა ხნით დაამახსოვრდებათ. მართალია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინიშზე მასპინძელ იტალიელებს 19:19 დაუზავდა და პლეი-ოფის აუტსაიდერთა ოთხეულში ამოყო თავი, მაგრამ მატჩის მსვლელობა, სატურნირო მიზნებისთვის ბრძოლის გარემოებები და საკუთრივ ქართველთა თამაში იმდენად დაუვიწყარი გახლდათ, რომ ამ სტრიქონების წაკითხვას აჯობებს მატჩის ხილვა...
გაგრძელდება ტრადიცია იტალიასთან ?
9 ივლისს, 22:30-ზე იტალიის ქალაქ კალვიზანოს სტადიონ „სან მიკელეზე“ დაიწყება საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრების დასკვნითი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. ლადო კილასონიას გუნდის მეტოქე იტალიის ნაკრებია – ტურნირის მასპინძელი და ჩვენს ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფი. იტალიელებს 4 ქულა აქვთ – ირლანდიელი თანატოლების 18:16 ძლევისთვის. საქართველოს 20-წლემდელებმა კი თავისი 2 ქულა ხსენებულ ირლანდიელებთან 28:35...
სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ
როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა თბილისის „მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნებს ტესტ-მატჩი მოუგო, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც. 5:34 – ასეთია თავსხმა წვიმაში გამართული მატჩის შედეგი, არადა საღამო ისე ლამაზად იწყებოდა… ორგანიზატორებმა მცირერიცხოვან მაყურებელს ეფექტური წინასამატჩო გახსნა შესთავაზეს, გორის ქალთა გუნდმა ჩვეული ვირტუოზულობით ჯერ ირლანდიის რესპუბლიკის ჰიმნი შეასრულა, მერე – საქართველოსი, მსაჯმა ჩასტვინა და რამდენიმე ათეული წამის...
სამყურებთან – მეექვსედ
5 ივლისს, 21 საათზე, თბილისის „მიხეილ მესხზე“ დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელსაც უდიდესი ინტერესით ველით – საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ირლანდიის ეროვნულ გუნდს, რომლის სარაგბო თიკუნია „სამყურები“. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან, მართალია, ირლანდია საქართველოში ჩამოსული მესამე გუნდია, რომელიც ტიერ 1-ს წარმოადგენს, მაგრამ დღევანდელი ფორმაციის ირლანდიის სარაგბო ნაკრები გაცილებით მაგარი და ავტორიტეტულია, ვიდრე ბათუმში ნამყოფი...
ზელანდიასთან – ზედმეტი წნეხის გარეშე
პარასკევს, 20 საათზე საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მეორე მატჩს დაიწყებს – ქალაქ ვიადანაში ლადო კილასონიას რაზმის მეორე მეტოქე „ჯუნიორ ოლ ბლექსი“ იქნება, რომელიც ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. დიახ, ახალი ზელანდიის 20-წლამდელები მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონები არიან, თუმცა, პირველ ტურში, მასპინძელ იტალიელებთან 14:5 მოგებულმა მატჩმა ცხადყო, რომ ეს...
ფრანგული სეზონი ქართულ ჭრილში
გასულ უქმეებზე საფრანგეთში ტოპ 14-ის ფინალი შედგა, რომელიც არნახულად დაძაბული გამოდგა – ერთმანეთს ხომ საფრანგეთის და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ხვდებოდნენ. „ტულუზმა“ ტიტულის შენარჩუნება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა, თორემ „ბორდოსთან“ მატჩის ძირითადი დრო 33:33 დასრულდა და ტულუზელთა სუპერვარსკვლავმა თომა რამოსმა მხოლოდ ამის მერე შეძლო ორი მომაკვდინებელი ჯარიმის გატანა – 39:33. სამწუხაროდ, ფინალმა ქართველების გარეშე ჩაიარა, არადა...
უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიით იწყებენ
29 ივნისს იტალიაში სტარტს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი აიღებს, რომელშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ასაკობრივი ჩემპიონატის სტრუქტურა დივიზიონებადაა დაყოფილი და სასიამოვნოა, რომ საქართველოს 20-წლამდელები ამ ყოველწლიური ფორუმის ელიტური 12-ეულის უცვლელი წევრები 2016 წლიდან მოყოლებული არიან, თუ არ ჩავთვლით 2020-2022 წლების ტურნირების გაუქმებას კოვიდ-პანდემიის გამო. ჩვენი 20-წლამდელების ყველაზე წარმატებული გამოსვლა 2023...
ბექას ლელოს მიუხედავად
გასულ უქმეებზე გაირკვა, თუ ვინ ითამაშებს 28 ივნისს სენ-დენის დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ ტოპ 14-ის ფინალში, ხოლო სამხრეთში სუპერ რაგბის ჩემპიონი გამოვლინდა. ტოპ 14 ევროპის უძლიერესი შიდა ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულისთვის შარშანდელი ფინალისტები იბრძოლებენ – „ტულუზი“ და „ბორდო“. ზოგადად, ამ გუნდების დომინაცია არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ სრულიად კონტინენტზეც ვრცელდება. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ შარშან ჩემპიონთა თასიც...









