კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ჰამშიკი: კვარა? მაინც ინსინიე
ჩანაწერი

ჰამშიკი: კვარა? მაინც ინსინიე

„ნაპოლის“ ყოფილ კაპიტანს მარეკ ჰამშიკს „გაძეტა დელო სპორტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა. მილანურმა გაზეთმა სლოვაკს „აძურის“ თანამედროვე ფეხბურთელების მისი დროის მოთამაშეებთან შედარება სთხოვა: კარში მორგან დე სანკტისი თუ ალექს მერეტი? გამოცდილების გამო დე სანკტისი. მარჯვენა მცველი კრისტიან მაჯო თუ ჯოვანი დი ლიორენცო? დი ლორენცო, რადგან „ნაპოლის“ სკუდეტო მოუტანა. ფაბიო კანავარო თუ ალესანდრო ბონჯორნო? კანავარო. რაულ ალბიოლი თუ...

მაგრამ ის კვარაა
ჩანაწერი

მაგრამ ის კვარაა

ტურინში „იუვენტუსთან” კვარა საკუთარი თავის ჩრდილიც კი არ იყო. სად იყო მისი ელვასავით სწრაფი, შედეგიანი შეტევა და აგრესიული, დაჟინებული თამაში დაცვაში. ღთვის გულისათვის, ასეთი რაღაცები როგორ არ ხდება, მაგრამ მისი და ლუკაკუს იმდღევანდელმა ფეხბურთმა — ნაცრისფერსა და გაუმჭვირვალეს შორის — საგანგებო ყურადღება მიიპყრო, რადგან მათგან პრინციპულ თამაშებში ყველა გადამწყვეტ მოქმედებებს ელოდება. ლაპარაკია დაპირისპირებებზე უშუალო კონკურენტებთან,...

პოკერი
ჩანაწერი

პოკერი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 25-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ვიხილეთ სეზონის პირველი პოკერიც და სადებიუტო გოლებიც. თავიდანვე ვთქვათ, რომ ლიდერთა სამეულმა უდანაკარგოდ გაიარა ეს ტური: „დილამ“ „სამტრედიას“ მოუგო (3:2), „ტორპედომ“ – „გაგრას“ (3:0), ხოლო „იბერიამ“ – „კოლხეთს“ (6:2). ტურის გმირი „იბერიის“ 25 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე გახდა, რომელმაც ფოთის „კოლხეთს“ 4 გოლი გაუტანა (ორი პენალტით) და პოკერი...

ოთხი ქართული ლელოს ამბავი
ჩანაწერი

ოთხი ქართული ლელოს ამბავი

გასული უქმეები საფრანგეთის სარაგბო ლიგებში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ტოპ 14-ში გიორგი ახალაძემ წყვილი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ში თავი მამუკა მსტოიანმა და თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინეს. მათ გარდა კი დაჩი პაპუნაშვილმაც გაისროლა ერთი ზუსტი საჯარიმო… ტოპ 14 საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი გიორგი ახალაძე თავის ახალ კლუბ „კლერმონში“ მესამე მატჩს ატარებდა – „ვულკანები“ ბასკურ...

ორი განსხვავებული შავი ლომი
ჩანაწერი

ორი განსხვავებული შავი ლომი

„შავმა ლომმა“ ესპანელებს პორტუგალიელებიც მიაყოლა – „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგ ტურში ლისაბონში იქაური „ლუზიტანუში“ 38:14 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ქართული და პორტუგალიური სარაგბო ფრენჩაიზების აწ უკვე სამივე მატჩი ლისაბონში გაიმართა და თითოეული რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. 2022-ში ფინალი იყო და „შავმა ლომმა“ დიდი გაჭირვებით მოიგო – 17:14. შარშან ეს მეტოქეები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს და...

დილასთან ახლოს…
ჩანაწერი

დილასთან ახლოს…

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშბა განახლდა. გაიმართა 24-ე ტურის მატჩები, რომლებსაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეუტანია. „იბერია“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თანაც ოთხივეში სამ ბურთზე ნაკლები არ გაუტანიათ. ბათუმელებს კი რთული პერიოდი უდგათ, კრიზისი აშკარაა – მოქმედმა  ჩემპიონმა ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. მოიგო „ტორპედომაც.“ ფაცაციასა...

რეკორდები
ჩანაწერი

რეკორდები

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი თანდათან ხურდება და ქართველ ლეგიონერთა პროდუქტიულობაც შესაბამისად მატულობს. ტოპ 14-ის მეორე ტურში, უნაყოფო სტარტისგან განსხვავებით, ერთბაშად ორი ქართული ლელო გავიდა, ხოლო პრო დ2-ის მესამე ტური – 3 ლელო და თედო აბჟანდაძის საოცარი წარმოდგენა. ტოპ 14 „ლიონმა“ მეორე ტურშიც იმარჯვა – ვიცე-ჩემპიონი „ბორდო“ მძიმე ბრძოლაში 28:26 დაამარცხა. ბექა საღინაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა, მეორე...

დაუსტვინე ბებიაშენს
ჩანაწერი

დაუსტვინე ბებიაშენს

როგორც აღმოჩნდა, ალბანელთა მუქარა, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო, ჩვენი ჰიმნის დროს სტვენას გულისხმობდა. სხვა მხრივ კი, რომ ვთქვათ, ვინმე შეაშინესო, სასაცილო იქნება. კი, ხმაურობდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ და ჩვენი ქომაგების მცირერიცხოვანი ჯგუფის ხმასაც, ცხადია, ფარავდნენ, მაგრამ თამაშს, ხმაური კი არა, სწორი თამაში და გოლი რომ იგებს, მტკიცება რად უნდა. ჰო, ჩვენი ქომაგების ხსენებაზე, ერთი ქართველი გულშემატკივარი...

სამივლინებო ჩანაწერები
ჩანაწერი

სამივლინებო ჩანაწერები

ჩეხეთთან მოგების სიხარული იოტისოდენადაც არ იყო განელებული, რომ უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და ალბანეთისკენ მქონდა გეზი აღებული. ტირანაში ნაკრებთან ერთად გამოვფრინდით რამდენიმე კოლეგა და ქართული სპორტის ქომაგთა ერთი ჯგუფი, რომლებიც, ეჭვი არ შეგეპაროთ, ომახიანად კი უგულშემატკივრებენ ჩვენს ბიჭებს, ოღონდაც გადაჭედილ „ეარ ალბანიაზე“ ძნელი წარმომიდგენია, რომ მათი ხმა ალბანელთა სკანდირებებში არ ჩაიკარგოს. ყველა ბილეთი რომ გაყიდულია, თქმაც...

სერგო, ვანო, თედო
ჩანაწერი

სერგო, ვანო, თედო

საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო – ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა. ტოპ 14 გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი როგორც ახალ კლუბში  ჰქონდა, ისე ზოგადად ტოპ 14-ში. ბურჯი გიორგი ახალაძე თავის „კლერმონს“ „პოს“...