დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,...
კატეგორია: დავთარი
ლელოთა ლელო ნინიაშვილისგან
გასული სარაგბო უქმეების მიმოხილვა ტურისა და ალბათ დაწყებული წლის ყველაზე მაგარი ლელოს აღწერით უნდა დავიწყოთ. ფრანგული „ლიონი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ მასპინძლობდა და ამ მატჩის მე-9 წუთზე, როცა სტუმართა უკანახაზელმა ლიონური შეტევის უკუსაგდებად თითქოს მშვენიერი დარტყმით ბურთი საკუთარი 22-დან მეტოქისაში გაუშვა. აფრიკელებმა ამასობაში წინ წაწევა დაიწყეს, ბურთი დავით ნინიაშვილმა დაიჭირა, ცარიელ...
მარიფილდის ჩრდილში
„შავმა ლომმა“ თავისი მეორე ევროეპოპეა მარცხით, თუმცა ღირსეული თამაშით დაასრულა. სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა „ედინბურგმა“ პირველ ტაიმში ყველა თავისი შანსი გამოიყენა, 3 ლელო-გარდასახვა გაიტანა, რასაც ერთი ზუსტი ჯარიმაც დაურთო, სტუმარ ქართველებს კი კინკილა ჯარიმა გაატანინა – 24:3. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორე ტაიმისგან სიკეთეს აღარ ველოდით, მაგრამ როცა შოტლანდიელებმა ორი ლელო და ერთი გარდასახვა კიდევ მიითვალეს და ანგარიშს...
ედინბურგში უმოტივაციოდ
„შავი ლომი“ კვირას თავის მეორე ჩელენჯ თასს დაასრულებს. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა მერვედფინალში მოხვედრის შანსი გასულ უქმეებზე, ფრანგულ „ბაიონთან“ თბილისური მარცხის (16:41) შემდეგ დაკარგა, ამდენად კვირას, ლეგენდარული ედინბურგული „მარიფილდის“ კომპლექსში შემავალ „ჰაივ სთედიუმზე“, იგივე „ედინბურგ რაგბი სთედიუმზე“ რიჩარდ კოკერილის რაზმი კარის გაჯახუნებას ეცდება, მით უფრო, რომ ჯგუფის ლიდერმა „ედინბურგმა“ ჩვენთვის ნატვრად...
ევროსექსტეტი
გასული სარაგბო კვირა ევროთასებისა იყო, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მეორე წრე დაიწყო. თუ „შავი ლომის“ დამარცხებულ 23-ეულს არ ჩავთვლით, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე ჯამშ ექვსმა ქართველმა იასპარეზა, მე-7 განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, პრო დ2-ში კი ჩვენებურთა რაოდენობა ტრადიციულად სოლიდური გახლდათ – 16. ჩემპიონთა თასი პულ 1-ში ყველაზე ნათელი სურათია: ორი ფრანგული გიგანტი...
ეპოქალური რკენა „მესხზე“
შაბათს „მიხეილ მესხზე“ ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა – „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს, რომლის მოგების შემთხვევაშიც დაფიქსირდება საეტაპო მიღწევა: ქართული ფრენჩაიზი ევროთასის პლეი-ოფში გასვლას ფაქტობრივად გაინაღდებს. მეტოქე მრისხანეა. მართალია, საფრანგეთის ბასკეთის წარმომადგენელი კლუბი ბოლო ათწლეულებში არ ბრწყინავს და მისი სამგზის ჩემპიონობა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-ში შეიკრა, მაგრამ ეს ხომ...
სპინაცოლამ მართლა კვარას პოზიციაზე ითამაშა?
ლეონარდო სპინაცოლას „ფიორენტინას’’ წინააღმდეგ რთული დავალება ერგო – მარცხენა ფრთაზე კვარა უნდა შეეცვალა. და მისტერ ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ალღო არ ღალატობს. იტალიელმა ვინგერმა „არტემიო ფრანკიზე’’ მიღწეულ შთამბეჭდავ გამარჯვებაში დიდებული თამაშით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მაგრამ ჩნდება კითხვა: სპინაცოლამ ამ დღეს მართლა კვარას როლი შეასრულა? მოდი, Sofascore-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკის ანალიზი ჩავატაროთ....
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
გორგაძის ლელომ 2024 დახურა
გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა. მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას...
კიეზა – ხვიჩას სავარაუდო შემცვლელი
ითქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლოს „ნაპოლის’’ დატოვებს და არ არის გამორიცხული, მის შემცვლელად აურელიო დე ლაურენტისმა ფედერიკო კიეზა მიიყვანოს. მაგრამ, სად არის კიეზა, რომელიც წინა წლებში „იუვენტუსში’’ თამაშობდა, ბოლოხანს კი თვალსაწიერიდან გაქრა? გასულ ზაფხულს ის „ლივერპულში’’ გადავიდა, ოღონდ ტრანსფერმა არ გაამართლა. მერსისაიდელთა თავკაცი არნე სლოტი კიეზაზე დიდ იმედებს ამყარებდა. ჰოლანდიელმა იტალიელი ფლანგელი ძვირადაც არ...









