„ავჭალაზე“ გერმანიის ნაკრების უხვლელოიანი და ლამაზი ძლევის შემდეგ, საქართველოს ბორჯალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ადგილობრივ ნაკრებთან გამართავენ. შაბათს, 11 თებერვალს, 16:15-ზე, ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ სტადიონზე დაიწყება ნიდერლანდებისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა. მართალია, ნიდერლანდების ნაკრები გერმანიისაზე ერთობ ძლიერია და ზოგადად, იქაური რაგბი აღმავლობას განიცდის და ამაში დიდ როლს...
Author: სლავა გასპაროვი
ზურას პირველი და ბექას დუბლი
ბექა გორგაძემ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სტარტი გამოტოვა. ბორჯღალოსანი მესამეხაზელი საფრანგეთში მისი კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით დარჩა. „პოს“ სატურნირო მდგომარეობა ბოლო დროს საგრძნობლად გაუუარესდა და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში ლიდერების გამშვებ „რასინგ-92“-თან საშინაო მატჩში კაპიტნის მოსაკლისება ბასკთა შანსებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ამ სვლამ გაამართლა, რადგან „პომ“ ლიდერთა ჯგუფში მყოფ პარიზელებს 38:19 მოუგო, ბონუს-ქულაც მიითვალა, ხოლო ბექა გორგაძემ თავი წყვილი...
ლელოთცვენა ავჭალაში
ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან...
მე-5 ცენტურიონი, 34-ე კაპიტანი…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023, სამსოფლიოთასო წელს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატით იწყებს. ტურნირი ახალი ფოემატით ტარდება: ალაფის (რანგით მეორე) დივიზიონიდან არა მისი შარშანდელი გამარჯვებული, არამედ სამი საუკეთესო გუნდი დაწინაურდა, ჩემპიონშიპიდან (სადაც ბორჯღალოსნები ბოლო 5 გათამაშება დაუმარცხებლები არიან) არავინ დაქვეითებულა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის დისკვალიფიკაციას. ჰოდა მივიღეთ ოქტეტი, რომელიც ორ კვარტეტად დაიყო. დანარჩენი შემდეგნაირად მოხდება: ა ჯგუფის გამარჯვებული...
გიგაშვილი კვლავ ტურის სიმბოლურშია!
საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის გასული უქმეები ერთობ უფერულად განვითარდა და ასევე დასრულდა. ორივე ელიტურ ლიგაში კვლავაც ისეთი კლუბები ლიდერობენ, რომლებიც ამას ქართველების დახმარების გარეშე ახერხებენ. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-16 ტურში ლიდერმა „ტულუზმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა, 23:9 იმარჯვა და პირველ ადგილზე მდევართან 8-ქულიანი უპიარატესობით დამკვიდრდა. მეორე საფეხურზე „სტად ფრანსე“ დარჩა, რომელიც კატალონიაში 14:31 დამარცხდა. „პერპინიანში“ საწყისი...
ცუცქირიძე ლელოთი დაბრუნდა
გასულ სარაგბო უქმეებზე ევროპაში მხოლოდ საკლუბო ტურნირები გაიმართა და ცხადია, ქართველებმა როგორც ჩემპიონთა თასზე ითამაშეს, ისე ჩელენჯ კაპზეც. მთავარ ევროთასზე 5 ჩვენებური გამოჩნდა, რანგით მეორე ტურნირში – 7. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთმა კი სულაც ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა გიორგი ცუცქირიძემ მორიგი ტრავმა მოიშუშა, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე მოლიდან გამოტანილი ბურთი „ბენეტონის“...
დავით ნინიაშვილი – წლის მორაგბე!
ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ – საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა. ცხადია, გასული წელი აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ასეთ სიმაღლეებზე ჩვენი რაგბი მით უფრო არც საბჭოეთის პერიოდში ასულა: ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის გუნდი – ზაფხულში იტალიას მოუგო, ხოლო შემოდგომაზე უელსიც ზედ მიაყოლა! გარდა ამისა,...
ჯალაღონიას მესამე ლელო
გასული ევროუქმეები ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა. აქ ჩემპიონთა თასის გათამაშებასა და ჩელენჯ კაპს ვგულისხმობთ. აი, საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში კი, აბა როგორ იქნებოდა, თუნდაც ერთი ქართული ლელო არ დაფიქსირებულიყო?! თუმცა, ყველაფერზე – რიგრიგობით. ჩემპიონთა თასი მიუხედავად ელიტურ ლიგებში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობისა, ჩემპიონთა თასის მატჩებში არცთუ მრავლად საქმდებიან ჩვენებურები. მორიგ ტურში მხოლოდ სამმა მოქმედმა თუ...
ვანო-ლელო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ბრივის“ კვაჭმა ვანო კარკაძემ 16-თვიანი პაუზის შედეგ ლელოს გატანა მოახერხა. ტოპ 14 22 წლის პირველხაზელი ტოპ 14-ის მე-18 ტურის მატჩში 42-ე წუთზე ჩაერთო, მისი გუნდი მორიგ სენსაციას თანდათან უახლოვდებოდა, ამარცხებდა რა „ტულონს“. ჰოდა, თამაშის მიწურულს, 78 წუთზე, როცა მასპინძელმა ბრიველებმა ტულონელთა 5-მეტრა ხაზთან დერეფანი მოიგეს, ჩაშლილი მოლიდან ბურთი სწორედ კარკაძემ...
გოგიჩამ ტოპ 14 საახალწლოდ დაასველა
მიმდინარეობდა „კასტრისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 44-ე წუთი, როცა მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში დაინიშნა დერეფანი. პარიზელებმა ეშმაკურად მოაწოდეს: ბურთმა მხტომელთა ხელებს ზემოდან გადაუფრინა, ხოლო დერეფნის ბოლოში მას ჩასაფრებული გურამ გოგიჩაშვილი ელოდა. ქართველი ბურჯი მიზნისკენ მკვირცხლად დაიძრა, რამდენიმე კასტრელმა მისი შეყოვნება შეძლო, მაგრამ გურამს მისი პარტნიორი, აფრიკელი ვეტერანი ტრევორ ნიაკანე დროულად შემოეშველა, „გოგიჩამ“ კი ამ ბიძგის...









