„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს „სილკნემს“ 33:30 მოუგო და უკვე ანგარიშიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს მატჩი სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ არგენტინულ ფრენჩაიზთან. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩილეურ ფრენჩაიზში 17 მოთამაშე იყო იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებს აშშ-ის ეროვნული გუნდი დაამარცხებინა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ეს გარემოება...
Author: სლავა გასპაროვი
3 ლელო და პრო 2დ
საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო დივიზიონ პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა – მის დასრულებამდე 3 ტურიღა დარჩა და სეზონის ამ მონაკვეთზე ქართველთა აქტიურობამაც მოიმატა. 27-ე ტურში 20-მა ჩვენებურმა იასპარეზა, რაც ბოლო პერიოდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ 3 ქართული ლელო ერთ ტურში ბოლოს როდის დაიდო, ამის გახსენება უფრო რთულია. „ორიაკმა“ ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდა, ვეღარც პლეი-ოფისკენ...
აბულაძემ და გიგაშვილმა ნახევარფინალი დადეს
… გასულ უქმეებზე ევროპული სარაგბო საკლუბო თასების მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და შესაბამისად, თითოეული თასის მაძიებელთა რაოდენობა 4 გუნდამდე დავიდა. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონთა თასზეც და ჩელენჯ კაპზეც ე.წ. ქართული გუნდები შემორჩნენ. ჩემპიონთა თასი ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ ინგლისურ „ლესტერ ტაიგერსს“ დიდი ანგარიშით სძლია – 55:24. აბდალაძეს ირლანდიელთა რიგებში არ უთამაშია. ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელმა“ თასის შენარჩუნებისკენ კიდევ...
შავი ლომის აღმოჩენილი ამერიკა – 75:19!
პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ამერიკის აღმოსაჩენად ოკეანე გადალახა, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ჩავიდა და პირველივე მატჩში ფურორი მოახდინა – არგენტინული ფრენჩაიზი „დოგოს XV“ დაუნდობლად გაანადგურა – 75:19. ეს იყო „შავი ლომის“ დებიუტი სამხრეთამერიკულ ტურნეზე და რა დასამალია, ამერიკის სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერის ასე დამცირებას ვერავინ იწინასწარმეყველებდა, მაგრამ 56-ქუიანი უპირატესობა ფაქტობრივი გარემოებაა და ამას ვერც არგენტინელები გაექცევიან...
კაიკაციშვილის -100 და აფციაურის მე-2
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ში 26-ე ტური გაიმართა, ანუ რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს 4-4 მატჩის ჩატარებაღა დარჩათ და უკვე დღეს ოფიციალურად ცნობილია, რომ „ოიონაქსმა“ ეს პირველობა მოიგო. ამ გუნდმა 96 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „გრენობლისთვის“ თეორიულადაც მიუწვდომელი გახდა – „ალპელებს“ ხომ „მხოლოდ“ 75 ქულა აქვთ. არადა, გრენობლელებმა გასულ ტურშიც ბონუსით იმარჯვეს – ლიგიდან...
7 ქართველი ევროთასებზე
გასულ უქმეებზე რაგბი დუღდა: ევროპულის საკლუბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო. ჩემპიონთა თასი აქ ქართველებს არ უთამაშიათ, არადა მთავარი ევროთასის მერვედფინალში ქართველთა ხუთმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა, სანდრო ქუნთელიას „ლა როშელმა“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა გიორგი კვესელაძის „გლოსტერი“ – 29:26. ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ მეორე ირლანდიურ ფრენჩაიზ „ალსტერს“ დამაჯერებლად აჯობა – 30:15. აი, ნიკა აბულაძის ახალ...
სარაგბო ოსკარი: ნინიაშვილი გორგოძის ნაკვალევზე
ორშაბათს, ლიონის „მატმუტ ჟერლანზე“ ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარების აქტი შედგა. საფრანგეთისა და ევროპის ალბათ ყველაზე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ თავისი არსებობის 70-ე იუბილე საზეიმდ აღნიშნა და ამ ღონისძიებაზე გამოცემამ ტრადიციული სარაგბო ოსკარებიც დაარიგა. საუბარი 2021-2022 წლების სეზონის შეჯამებას ეხებოდა და „მიდი ოლიმპიკმა“ საუკეთესო ახალბედად საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი დაასახელა. „დღეს...
ნაკრების მერე – 2 ლელო საფრანგეთში
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მოგების შემდეგ ქართველი ლეგიონერები თავთავიანთ ფრანგულ კლუბებში დაბრუნდნენ და თავი არც იქ შეურცხვენიათ. ტოპ 14-ში გურამ პაპიძემ გამოიჩინა თავი, ხოლო პრო დ2-ში – თორნიკე ჯალაღონიამ. თუმცა, სჯობს, ყველაფერზე რიგრიგობით ვთქვათ. ორივე ფრანგულ ელიტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5-5 ტურიღა დარჩა და უკვე დღეს შეიძლება საუბარი გამოკვეთილ კონტურებზე. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში...
როცა გინდა, სადაც გინდა!
სწორედ ასეთი პათოსი ქონდა ბორჯღალოსნების გუშინდელ გამარჯვებას! „რაგბი ევროპამ“ მიზნად თავისი ეგიდით ჩატარებული ტურნირის გადახალისება საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ტახტიდან ჩაჩოჩება დაისახა და რა აღარ იღონა ამისთვის. ტოპ ექვსეული ოქტეტად გადააკეთა, რომელიც ორად გაყო, წრიულად ათამაშა და პლეი-ოფებიც დაუნიშნა – ასე ხომ უფრო მაღალი ხდებოდა იმის ალბათობა, რომ ბორჯღალოსნების ერთ წაბორძიკებას ჩემპიონის ცვლილება გამოეწვია?! ეს არ...
ესპანეთში, მგლებზე სანადიროდ
კვირას, თბილისის დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფრანგი რეფერი ლუდოვიკ კეირი სასტვენს ჩაბერავს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ დაიწყო „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი. ევროპაში ფინალები მხოლოდ სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე იმართება, მაგრამ 19 მარტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც ამ მარაქაში გაერევა. აქამდე, ანუ 2000-დან 2022 წლის ჩათვლით ევროპული რაგბის მეორე ეშელონი პირველის მსგავსად,...









