შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში...
Author: სლავა გასპაროვი
38 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
პრო დ2-ის კვალდაკვალ, მეორე დღესვე, 18 აგვისტოს ტოპ 14-იც იწყება – ევროპაში უძლიერესი შიდა ჩემპიონატი. საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგა 14 კლუბისგან შედგება და 13 მათგანში, როგორც ყოველთვის, მინიმუმ ერთი ქართველი მორაგბე მაინც ირიცხება. ის ერთადერთი, ქართველების „უარმყოფელი“ გახლავთ „ტულუზი“ – საფრანგეთის ჩემპიონი. ამ კლუბში, ვასილ კაკოვინის წასვლის შემდეგ არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია… ამასობაში, ვიდრე ახალი...
პრო D2-ში 46 ქართველია!
17 აგვისტოს, „ბიარიცისა“ და „კოლომიეს“ ,მატჩით სტარტს აიღებს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის რეგულარული სეზონი. პრო D2 სწორედ ის ტურნირია, სადაც ქართველ ლეგიონერთა ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, მათ შორის ბორჯრალოსნებიც არიან. ამდენად, ეს ტურნირი ქართული რაგბის ქომაგების მხრიდან განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა რაოდენობა ამ ლიგის კლუბებში მართლაც შთამბეჭდავია. უბრალოდ ჩამოვთვლით პრო...
რეკორდების საღამო ვაკეში
ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეერიული სანახაობა მოაწყო. აფსუს, რომ აგვისტოა, აუტანელი სიცხეა და სტადიონის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი არ შეკრებილა, რასაც ეს თამაში იმსახურებდა. მაგრამ ვინც მივიდა, მათ ალალად გაიხარეს – სეირი მართლაც უიშვიათესი გამოვიდა! 56:6 – ასეთი ანგარიშით მოუგო საქართველოს ნაკრებმა თავის ოდინდელ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას – ყოფილ...
ბორჯღალოსნები რუმინეთით იწყებენ
შაბათს, 12 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შევა. 19 საათზე ვაკეში ძველი მეტოქე – რუმინეთის ნაკრები დადგება ბორჯღალოსნების წინაშე – ის რუმინეთი, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა ძლიერებს ამა ქვეყნისა და ამასობაში, სატურნირო უპერსპექტივობასა და რაგბის ბობოლათა უკიდურესი კონსერვატიზმის გამო დაჭკნა, გაუფერულდა და თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს. მიუხედავად...
ქარიშხალი საქართველოს ირგვლივ
მსოფლიო რაგბის რეიტინგში გადაადგილებები გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შემდეგაც დაფიქსირდა. ჯერ ის ვთქვათ, რომ რაგბი ჩემპიონშიპის ბოლო ტურში „ოლ ბლექსმა“ ავსტრალიაც დაამარცხა (სტუმრად 38:7), 14 ჯამური ქულით სამხრეთ ნახევარსფეროს ჩემპიონი გახდა და გზად „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში საფრანგეთი მეორე საფეხურიდან ჩამოაჩოჩა. ამავე ტურნირში სამხრეთ აფრიკამ არგენტინას რის ვაი-ვაგლახით – 22:21 აჯობა, ხოლო შოტლანდიამ ტესტ-მატჩში იტალიას უასპინძლა...
მსოფლიო რაგბის სარეიტინგო ძვრები
„ვორლდ რაგბის“ მსოფლიო რეიტინგს ტექტონიკური ძვრების ხანა უდგას. ჯერ იყო და, რაგბი ჩემპიონშიპში, იგივე ოთხ ერში არგენტინამ ავსტრალიას მოუგო და საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე „ვოლაბები“ მე-8 საფეხურზე ჩამოაჩოჩა და თავად მე-7 ადგილზე ავიდა. გასულ შაბათს კი სამხრეთ ნახევარსფეროშივე სტარტი აიღო „პასიფიკ ნეიშენს კაპმა“ – წყნარი ოკეანის ერთა თასმა. აი იქ კი უფრო მასშტაბური მოულოდნელობა მოხდა...
როცა ზელანდიასაც ძაბავ
დიახ, ქართველმა ჭაბუკებმა თავი არც ახალზელანდიელ თანატოლებთან შეირცხვინეს და მართალია, 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-7 ადგილისთვის მატჩში „ბეიბი ბლექსმა“ უმცროსი ბორჯღალოსნები საბოლოოდ 50:26 დაამარცხა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას ისეთი მომენტი იყო, როცა სამხრეთელთა მწვრთნელები სერიოზულად შეწუხდნენ. ლადო კილასონიას ბრწყინვალე გუნდი ავტორიტეტებს რომ არ სცნობს, ეს ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე გამოჩნდა. ე. წ. გასახურებელ მატჩში...
ექვსგზის ჩემპიონთან შესახვედრად
14 ივლისს სრულდება გლობალური ღონისძიება, რომელიც სრულიად საქართველოს ყურადღების ცენტრში მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო და რომელმაც სიამოვნებისა და სიამაყის უამრავი წუთი განაცდევინა. პარასკევს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებების შეხვედრა, რომელშიც გათამაშდება ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე-მერვე ადგილები და ამით დაესმება წერტილი ლადო კილასონიას გუნდის სამხრეთაფრიკულ თავგადასავალს. სასიამოვნო...
დრაკონებისთვის ძალა აღარ ეყოთ
საქართველოს 20-წკანდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა და მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსელ 20-წლამდელებს 6 ლელო დაადებინეს – 21:40. 6 ლელო მეტია, ვიდრე უმცროსს ბორჯღალოსნებს ჯგუფური ეტაპის სამივე მეტოქემ ჯამში გაუტანა.. მოგეხსენებათ, სამხრეთაფრიკელებმა ლადო კილასონიას გუნდი 3-ჯერ დაალელოვეს, იტალიელებმა – 2-ჯერ, ხოლო არგენტინელები სულაც უქულოდ გაეყარნენ ქართველებს. ფაქტია, რომ გუნდს არც ისეთი მოტივაცია ეტყობოდათ,...









