საინტერესო კაცი ჩანს ანტუან გრიზმანის ძმა თეო. დაწერს “ტვიტერზე” რაღაცას, გამოიწვევს ალიაქოთს და მიჩუმდება. ამასწინათ “ატლეტიკოს” მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გაკენწლა, ახლა კი მანჩესტერის “ოლდ ტრეფორდის” ფოტო “დატვიტა” და ქვეშ “მლოცველის ხელუკები” მიახატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თეომ ეს პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა და ზედაც თავისი ექაუნთი საერთოდ მიახურა. თეოს ტვიტი სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა,...
Author: ლუკა თალაკვაძე
უფსკრულისკენ სრული სვლით…
ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სირცხვილი: საქართველოს 19 -წლამადელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ევროპის მაჩანჩალათა შორის მაჩანჩალა ანდორას ვერ მოუგო. შეხვედრა 1:1 დამთავრდა. არადა, ანდორასთან ფრემ გიორგი ყიფიანის გუნდს ელიტ რაუნდში გასვლის შანსი კიდევ დაუტოვა, თუმც საამისოდ ქართველმა ჭაბუკებმა ფრანგები უნდა დაამარცხონ, რაც ანდორასთან ვერმომგები და ბოსნიასთან წაგებული გუნდისგან, სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. ქართული...
წავა გია?
ის დროა, გია გეგუჩაძემ ქუდი დაიხუროს და პოსტი დატოვოს… საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და ჯგუფში კვლავაც ბოლო ადგილზეა. მოსალოდნელი იყო, რომ ფარერებზე დიდსირცხვილნაჭამი გუნდი მორიგ მეტოქესთან მაინც შეძლებდა რეაბილიტაციას, მაგრამ ამაოდ… ორჯერ აგებდა გეგუჩაძის გუნდი ფინეთთან, თუმც, საბედნიეროდ, ჩვენებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება და ზედიზედ მეოთხე მარცხს ბედად გადაურჩნენ. სხვა რა? 14...
რაზე ესაუბრა ლინეკერი ფაბრეგასს?
გარი ლინეკერმა ტელეკომპანია BBC-სთვის „ჩელსისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველთან, სესკ ფაბრეგასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაიწერა. „ფაბრეგასმა მითხრა, რომ მომავალზე ლაპარაკი არ უყვარს, რადგან რამდენჯერაც საჯაროდ თქვა რამე, იმდენჯერ მის ცხოვრებაში ყველაფერი ყირაზე დადგა“ — თქვა ჟურნალისტმა, რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, ინგლისის ნაკრებში 80 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ლინეკერმა ყველაზე დიდი ტიტულები — ესპანეთის „სამეფო თასი“...
ბერნაბეუ, რომელიც თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა
ათ ნოემბერს ესპანეთის კინოთეატრებში შედგება დოკუმენტური ფილმის „ბერნაბეუს“ პრემიერა. სახელწოდება მეტყველია: ფილმი იმ ადამიანის შესახებაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მადრიდის „რეალს“ მიუძღვნა. ის გახლდათ „თეთრების“ ფეხბურთელი და კაპიტანი, ხოლო სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ სიკვდილამდე კლუბის პრეზიდენტი იყო. „ბერნაბეუ“ ცნობილი პროდიუსერის, იგნასიო სალასარ-სიმპსონის სარეჟისორო დებიუტია. მანამდე სალასარ სიმპსონს, როგორც პროდიუსერს, გადაღებული აქვს ესპანეთში ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა...
ქარიმის შეტევა ქარმა წაიღო 🎥
ლა ლიგაში “ჟირონასთან” და ჩემპიონთა ლიგაში “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” დამარცხების შემდეგ, “რეალმა” მოიგო. მადრიდელებმა შინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 3:0 აჯობეს “ლას პალმასს”. გოლები გაიტანეს კაზემირომ, მარკო ასენსიომ და ისკომ. განსაკუთრებით ლამაზი ასენსიოს გოლი გამოვიდა, მაგრამ გამარჯვებასთან ერთად ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდის თავდამსხმელებმა, კრიშტიანო რონალდუმ და ქარიმ ბენზემამ კვლავ ვერ შეაგდეს. თუმცა, რონალდუს საყვედური...
მახინჯები
ვინ მოსთვლის რამდენჯერ გვსმენია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწუნა მავანმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემების გამო და მწარედ შეცდა. გასულა დრო და ყმაწვილისგან ვარსკვლავი დამდგარა, მისი დაწუნების ისტორია კი ანეკდოტად ქცეულა. ასეთი რამ ყველგან ხდება. ქართული ფეხბურთის ლეგენდას, დავით ყიფიანს, მაგალითად, ჭაბუკობისას უთხრეს, წადი “სკრიპკაზე” დაუკარი, ძვლებით სავსე ტომარა ხარო… დაახლოებით, ასეთივე რამ გადახდენიათ...
შეყვარებული მორატა 🎥
კვირას, 5 ნოემბერს, “ჩელსის” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დიდი ჯახი ელის. ეს მატჩი ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე”, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი, “ლურჯების” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა შინ, ცოლს შესციცინებს. აბა, მხოლოდ ფეხბურთზე მტერმა იფიქროს! ფოტო, სადაც ალვაროს ალის კამპელო ჰყავს ატაცებული, ხოლო მათი მდიდრული ბინის აივნიდან თემზის ხედი ჩანს, ფეხბურთელმა თავად გამოფინა ინსტაგრამზე....
“რეალს” უჭირს!
მადრიდის “რეალს” მიმდინარე სეზონში გოლების გატანა უჭირს: 18 შეხვედრაში მხოლოდ 36-ჯერ შეაგდო. საშუალოდ, თამაშში ორი გოლი გამოდის. შარშან, ამ დროისთვის, “ლოს ბლანკოსს” 11-ით მეტი, 47 ჰქონდა გატანილი; თანაც სამი შეხვედრით ნაკლები ჩატარებული. ანუ, ერთი წლის წინ საშუალო მაჩვენებელი იყო 3,13. ბოლო შეხვედრაში, “ტოტენჰემთან”, რომელიც მადრიდელებმა 1:3 წააგეს, მათ ცხრაჯერ დაარტყეს კარში და მხოლოდ ერთხელ შეაგდეს,...
რვა ამბავი “რეალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრიდან
ინგლისურმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „რეალის“ შეხვედრიდან (3:1) რვა გარემოებას მიაქცია ყურადღება. ზოგი საქართველოშიც შევამჩნიეთ, ზოგზე არც კი დავფიქრდებოდით. ვფიქრობთ, ამ რვა პუნქტის ჩამოწერა ინტერესსმოკლებული არ იქნება. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო მიუხედავად იმისა, რომ „დეილი მეილი“ ინგლისური გამოცემაა და „სფურზის“ გამარჯვებით ხარობს, ის ობიექტურობას ინარჩუნებს და ამბობს, რომ ლონდონელთა პირველი გოლის დროს...









