Author: ლევან კელაურაძე (ლევან კელაურაძე)

Home ლევან კელაურაძე
გამოიღეთ, რუსებო…
ჩანაწერი

გამოიღეთ, რუსებო…

ლევან კელაურაძის ეს წერილი-წინასწარმეტყველება გაზეთ „სარბიელში“ 2003 წლის 30 აპრილს, საქართველო – რუსეთის შესარჩევი მატჩის წინ დაიბეჭდა. მაშინ ჩვენებმა რუსების მთავარ გუნდს 1:0 სძლიეს და უდიდესი სიხარული მოგვგვარეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმც მტერი მტრად დარჩა.  17 სექტემბერს კი თბილისში სწორედ ამ ოკუპანტების გუნდი ითამაშებს – ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“...

ჩანაწერი

უორიორზის ახალი რეკორდი – 51 ქულა პირველ მეოთხედში!

დღეს დილით „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერთა შეხლაში სტუმრად „დენვერ ნაგითსი“ 142:111 დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი ენბიეის ისტორიაში,  მატჩის საწყის მეოთხედში 51 ქულის დაგროვება რომ შეძლო. აქამდელი რეკორდი – 50 ქულა – ზიარად ეპყრა ხუთს კლუბს, რომელთაგან უკანასკნელმა – „ფინიქს სანზმა“ – ეს თამასა 1990 წლის 10 ნოემბერს დალაშქრა. „მეომრებმა“ პირველ პერიოდში 10...

შამპანურივით ჰოკეი
ჩანაწერი

შამპანურივით ჰოკეი

ბოლოსწინა ტურში სამხრეთ აფრიკელთაგან განცდილი – რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე დასანანი – მარცხის შემდეგ მეორე დივიზიონში აღზევებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა კითხვას ქართველმა ჰოკეისტებმა დამაჯერებელი პასუხები ტაივანთან გადამწყვეტი მატჩის პირველსავე მესამედში გასცეს, როცა მეტოქის ერთი შაიბის წილ ერთბაშად ხუთი გოლი გაიტანეს. ქართველთა მთავარმექულე ალექსანდრ ჟუჟუნაშვილმა, რომლის ანგარიშზეც ამ მატჩამდე 6 გოლი და 8 საგოლე პასი იყო, მეტოქის...

მეორე დივიზიონი კვირამდე გადაიდო
ჩანაწერი

მეორე დივიზიონი კვირამდე გადაიდო

საქართველოს ჰოკეის ნაკრებს უკვე დღესვე შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონში აღზევებულიყო, მაგრამ როლანდ სვანიძის გუნდმა, რომელმაც ტურნირის პირველი სამი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო, მოულოდნელად 2:4 დათმო თამაშების მასპინძელ და ერთ-ერთ აუტსაიდერ სამხრეთ აფრიკასთან, და ახლა საიმისოდ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს, კვირას აუცილებლად უნდა სძლიოს ტაივანს. ქართველმა ჰოკეისტებმა მეტოქის 29 დარტყმის წილ 52-ჯერ სცადეს აფრიკელთა კარის...

საქართველომ ჰონკონგს წუთები დაუთვალა
ჩანაწერი

საქართველომ ჰონკონგს წუთები დაუთვალა

იყო დრო, როცა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ჰონკონგთან 0:12 (2014 წ.) და 3:11 (2015 წ. ) აგებდა, მაგრამ 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენ შორის ძალთა თანაფარდობა საგრძნობლად შეცვლილია და აგერ უკვე მესამე წელია, ამ გუნდს ათ შაიბაზე ნაკლები სხვაობით აღარ ვუგებთ – შარშანწინ და შარშან მათ ერთნაირი ანგარიშით – 14:3 – ვძლიეთ, დღეს კი 11:1...

ბულგარეთიც გავყვანჯეთ!
ჩანაწერი

ბულგარეთიც გავყვანჯეთ!

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის ტურნირში, რომელსაც სამხრეთაფრიკული კეიპ ტაუნი მასპინძლობს, მეორე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა II დივიზიონისაკენ, სადაც თავისი არსებობის არც ისე ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში – პირველი საერთაშორისო მატჩი 2010 წელს გამართა – არასოდეს უთამაშია! ქართველმა ჰოკეისტებმა უმთავრესი კონკურენტი – ბულგარეთის ნაკრები – დაამარცხეს და ამით დამაჯერებელი...

საქართველო აფრიკულ ყინულზე
ჩანაწერი

საქართველო აფრიკულ ყინულზე

ყინულის ჰოკეი, საზოგადოდ, დიდებული თამაშია, ხოლო ბოლო წლების მანძილზე, რაც რომ მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში ჩვენი ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ვადევნებ თვალ-ყურს – და, არ დაგიმალავთ, ყოველ მომდევნო ჯერზე სულ უფრო მოუთმენლად ველი ამ კვირეულის დადგომას – ნელ-ნელა იმის განცდა მეუფლება, რომ ჰოკეი ჩვენი თამაშიცაა, ან, თუ გნებავთ, ჰოკეიც ჩვენი თამაშია! საბედნიეროდ, საქართველოში არის ხალხი, ვინც...

მეოცე და ოციანი
ჩანაწერი

მეოცე და ოციანი

 ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა – რუსებს ზედიზედ მეჩვიდმეტე, ხოლო ჯამში მეოცე მარცხი ვაგემეთ და თანაც ოცი ქულით ვძლიეთ, რაც ახალი რეკორდია: ასეთი სხვაობით “დათვები” მათსავე მინდორზე აქამდე არასოდეს გვიძლევია. მსაჯს “ბორჯღალოსანთა” ბოლო, მეოთხე, ლელო რომც არ ჩაეთვალა – და ის ნამდვილად არ იყო ჩასათვლელი! – ჯარიმის უპირატესობა გვქონდა და, დარწმუნებული ვარ, ლელოს მაინც დავდებდით. სავარაუდოდ...

პირველთუხუცესი
ჩანაწერი

პირველთუხუცესი

როჯერ ფედერერი რეიტინგის სათავეს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ მელბურნში დიდი მუზარადის ტურნირებზე თავისი მეოცე ტიტული მიითვალა და მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსან რაფაელ ნადალს 155 ქულის მანძილზე (9 605 → 9 760) მიუახლოვდა, ალბათ ჩოგნებზე ჩამოსათვლელ ხალხსღა თუ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ როჯერ ფედერერი ამ ნაპრალს უახლოეს ტურნირზევე ამოავსებდა და გახდებოდა უხუცესი მოთამაშე, ოდესმე...

თაობათა ბრძოლის მოლოდინში
ჩანაწერი

თაობათა ბრძოლის მოლოდინში

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მელბურნი ავსტრალიის 106-ე ღია პირველობას უმასპინძლებს და საჩოგბურთო თემშიც თაობათა ფიცხელი დაპირისპირების მოლოდინში სიამოვნებისაგან მაუსებს იფშვნეტენ. მთავარი კითხვაც ასე დაისმის – შეძლებენ, ბოლოს და ბოლოს, ახალთაობის წარმომადგენელნი „ძველ გვარდიასთან“ შეცილებასა და დიდი მუზარადის ტურნირებზე მისი მრავალწლიანი ჰეგემონიის დამხობას, თუ მოვლენები კვლავ ძველი სცენარით განვითარდება და 28 იანვარს ლეგენდარული ავსტრალიელი მეჩოგნის ნორმან...