იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, მის თითოეულ წევრს პრემიის სახით 350 ათასი ევრო ერგება. შედარებისათვის: 2014 წელს ბრაზილიაში გამარჯვებული ბუნდესნაკრების ყოველმა ფეხბურთელმა 300 ათასი ევრო მიიღო. ახლა ფსონები გაზრდილია – გერმანიას შანსი აქვს, თავის ისტორიაში პირველად მოიგოს ზედიზედ ორი მუნდიალი და ამით იტალიისა (1934-38) და ბრაზილიის (1958-62) მიღწევა გაიმეოროს. გერმანიის...
Author: ლევან კელაურაძე (ლევან კელაურაძე)
გრიშამ თხლიშა
გრიგორი – იგივე გრიშა – დიმიტროვმა კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი ცხოვრების უდიდესი გამარჯვებით დააგვირგვინა. 26 წლის ბულგარელმა ლონდონში დასრულებული წლის შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირის ფინალში თავის კბილა ბელგიელ დავიდ გოფენს დაძაბულ სამსეტიან შეხლაში 7-5 4-6 6-3 სძლია და სეზონის მეოთხე, ხოლო კარიერის მერვე ტიტულს დაეუფლა. ის გახდა პირველი მეჩოგნე 1998 წლის შემდეგ და მეექვსე ისტორიაში, რომელმაც...
ნადალი თხემზე წამოჯდა
რაფაელ ნადალმა პარიზის მასტერსის მეორე წრეში სამხრეთ კორეელ ჩან ჰიანს სძლია 7:5 6:3 და ამ გამარჯვებით თავის ბრწყინვალე მიღწევათა ჩამონათვალს რამდენიმე ახალი რეკორდი შემატა. 31 წლის ესპანელმა, ვინაც რეიტინგის სათავეში მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ბრიტანელ ენდი მარის ჩაენაცვლა, გახდა უხუცესი იმ დიად მეჩოგნეთა შორის, 1973 წლიდან – ანუ სარეიტინგო ქულათა კომპიუტერული დათვლის შემოღებიდან – დღემდე...
როჯერ დიდი!
როჯერ ფედერერმა ბაზელში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაძაბულ ბრძოლაში 6-7(5), 6-4, 6-3 დაამარცხა და მშობლიურ ქალაქში მერვე, წლეულს მეშვიდე, ხოლო კარიერაში 95-ე ტიტულს დაეუფლა. ეს ფედერერისა და დელ პოტროს 24-ე დაპირისპირება გახლდათ და 36 წლის შვეიცარიელი მაესტრო შვიდი წლით უმცროს „ტანდილელ კოშკს“ უკვე 18:6 უგებს. როჯერი გალიდერდა მიმდინარე სეზონში მოპოვებულ ტიტულთა...
როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა
როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს პირველი მეჩოგნე, ვისაც კარიერის განმავლობაში კორტზე 110 მილიონი დოლარი მოუნაგრავს. ამჟამად ყველაზე დიდი ფულის მშოვნელ კაც მეჩოგნეთა ჩამონათვალში პირველი ადგილი „დიდი მუზარადის“ 12 ტურნირის გამარჯვებულსა და ამქრის ყოფილ პირველოსან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უპყრია. 2016 წლის ივნისში ნოვაკმა პირველმა დალაშქრა 100-მილიონიანი თამასა და, იდაყვის ტრავმის გამო იძულებული რომ არ გამხდარიყო, სეზონი უკვე ივლისშივე...
ბაიერნმა ჩემპიონი მეოთხედ გამოიძახა
მიუნხენს ჯერ ოქტობერფესტის ზარხოშიც არ გამონელებოდა – და იქაურ მელუდეთა ინფორმაციით, 18 სადღესასწაულო დღის განმავლობაში იზარის ნაპირებზე 7,5 მილიონი ლიტრი მარტო ლუდი შეისვა! – გერმანულმა პრესამ კაეშანმოძალებულ მიუნხენელ ქომაგებს რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე სასიხარულო ამბავი რომ ამცნო: სეზონის სტარტზე კრიზისში ჩავარდნილი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ გაჭირვების ტალკვესად ივნისამდე ისევ მხცოვან იუპ ჰაინკესს უხმოო. ეს სიახლე ისე ხმაურიანად გასკდა,...





