Author: ლაშა გეგეჭკორი (ლაშა გეგეჭკორი)

Home ლაშა გეგეჭკორი
ლონდონში ბერლინის გავლით
ჩანაწერი

ლონდონში ბერლინის გავლით

10 მარტს ბერლინში ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი დაიწყო, რომლის გამარჯვებულიც ნოემბერში, ლონდონში, მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდება და ტიტულის წართმევას დაუპირებს. შეჯიბრში 8 დიდოსტატი მონაწილეობს: ამერიკის სახელით ფაბიანო კარუანა და უესლი სო, რუსები სერგეი კარიაკინი, ვლადიმირ კრამნიკი და ალექსანდრ გრიშჩუკი, სომეხი ლევონ არონიანი, აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი და ჩინელი დინ ლიჟენი. საინტერესოა, ვინ რა დამსახურებით მოხვდა ამ...

ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია
ჩანაწერი

ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ქალთა საქართველოს 75-ე პირველობა ნინო ბაციაშვილმა მოიგო. მან ბელა ხოტენაშვილის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ქვეყნის დედოფალი მეორედ გახდა. პირველად ნინომ 2015 წელს იპირველა. ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართა. საწყის ტურებში ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა სალომე მელიამ იყოჩაღა და მე-6 ტურის შემდეგ ქულით უსწრებდა უახლოეს მდევრებს, თუმც შემდეგ ორი პარტია დასთმო...

ნინო – ვაჟთა სწორი
ჩანაწერი

ნინო – ვაჟთა სწორი

გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირის შედეგებით ქალთა შორის ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი მალე ანალოგიურ ტიტულს ვაჟთა შორისაც დაიმსახურებს. ნინომ აღნიშნულ ტურნირზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ ფიდე-ს მორიგ კონგრესს მხოლოდ ფორმალობათა მოგვარება რჩება, რათა ქართველი მოჭადრაკის ბარათში ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატობის ბეჭედი დასვას. “სარბიელი” ულოცავს ნინოს!

არონიანის რონინი გიბრალტარში
ჩანაწერი

არონიანის რონინი გიბრალტარში

წუხელ დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ გიბრალტარში დიდი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრი, მაჭადრაკეთა სიძლიერის მიხედვით, ხუთ ჯგუფში ჩატარდა და მათგან უმთავრეს, ე.წ. “მასტერსზე” ორივე სქესის 254 მოთამაშე გამოვიდა, აქედან ოთხი ქართველი: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია. დანარჩენ ოთხ ჯგუფში ფიდეს რეიტინგში 2250 პუნქტზე დაბალი კოფიციენტის მქონე მოჭადრაკეები თამაშობდნენ, რომელთა სიაშიც ჩვენი თანამემულე...

ვიკინგური ფინიში
ჩანაწერი

ვიკინგური ფინიში

მსოფლიოს ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ვეიკ ან ზეში, Tata Steel Chess სუპერტურნირის გამარჯვებული გახდა. კლასიკური დროის კონტროლით 13 ტურის გათამაშების შემდეგ პირველ ადგილზე 9-9 ქულით ნორვეგიელი და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდოელი ანიშ გირი გავიდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დაინიშნა და იქ ფავორიტად მაგნუსი იყო მიჩნეული, რომელიც სწრაფ ჭადრაკშიც საუკეთესოა დედამიწის ზურგზე. პირველ სწრაფ პარტიაში კარლსენს თეთრები...

სამხელისუფლებიანობა
ჩანაწერი

სამხელისუფლებიანობა

ვეიკ ან ზეში მიმდინარე Tata Steel Chess სუპერტურნირზე, მერვე ტურის შემდეგ ცხრილის თავში სამხელისუფლებიანობა დამყარდა. ბოლო ტურამდე შეჯიბრს ერთპიროვნულად აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი ლიდერობდა, თუმც ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდუს ანიშ გირისთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენთან და იმავე გირისთან ერთად 5,5 ქულით პირველობს. კარლსენმა მერვე ტურში ინგლისელ გავეინ ჯონსს მოუგო. იგი თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული,...

სიძე, შე ძველო!
ჩანაწერი

სიძე, შე ძველო!

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეში წლის პირველი სუპერტურნირი მიმდინარეობს. იგი 1938 წლიდან უწყვეტად ტარდება, ანუ წელს 80 წლის იუბილეს იხდის. ტურნირს წლიდან წლამდე სახელი სპონსორთა როტაციის კვალად ეცვლება და წელს რახან Tata Steel Chess ეწოდება, გასაგებია, რომ ამჯერად იქაურ პარტიებს ინდური ფოლადის გიგანტი აფინანსებს. მოჭადრაკენი სამ ჯგუფად განაწილდნენ: 1658 მოყვარული ერთმანეთში რას მოიმოქმედებს, “სარბიელის” მკითხველს არ აინტერესებს, შუათანა,...

ქართული ელვა
ჩანაწერი

ქართული ელვა

ნანა ძაგნიძე ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ 21 შესაძლებლიდან 16,5 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან ვალენტინა გუნინას ნახევარი ქულით გაუსწრო და არაბულ მიწაზე ქართული ჰიმნიც ააგუგუნა. პირველი დღის შემდეგ ძაგნიძე ერთი ქულით ჩამორჩებოდა თავის დროზე ჯერ კიდევ ქართველ საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონებთან და დიდოსტატებთან ღირსეულად მოპაექრე შვედ პია კრამლინგს, მაგრამ დასკვნით დღეს კი შეუჩერებელი გახდა, მე-15 ტურიდან...

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
ჩანაწერი

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ იბნ აბდურახმან ალ-საუდის სახელობის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უფრო ზუსტად, სწრაფი ჭადრაკის სესია დასრულდა და ბლიცი დაიწყო. ვინ იფიქრებდა, თუ 2017 წელს უხალისოდ მოთამაშე ვიშვანათან ანანდი სეზონს მაჟორზე დაასრულებდა და ყველა ახალგაზრდას (მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის წინამძღოლობით) აჯობებდა სისწრაფეში. მოკრძალებული სტარტის შემდეგ ინდოელმა მაესტრომ...

დღე პირველი – ჯობავა და სხვები
ჩანაწერი

დღე პირველი – ჯობავა და სხვები

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს და 2 მილიონდოლარიანი საპრიზო ფონდით გამოირჩევა. პირველი სამი დღე სწრაფი ჭადრაკისაა და ყოველ მონაწილეს დღეში 5 პარტიის თამაში ევალება. ბოლო ორი დღე ბლიცს დაეთმობა და მოჭადრაკეებს დღეში 10 პარტიის გამართვა მოუწევთ. ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში პირველი დღის გმირი ჩვენებური ბაადურ...