ჭადრაკი სპორტია (მეცნიერება და ხელოვნებაც). სპორტს კი რეკორდები უხდება. ქვემოთ, 64 უჯრაზე შვიდი ყველაზე ფანტასტიური მიღწევის შესახებ მოგიყვებით. მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი რობერტ ფიშერი – 20 პარტია 1972 წლის საჩემპიონო მარათონში ჩაბმულმა ამერიკელმა შესარჩევი ეტაპები წარმატებით დაიწყო. ჯერ 1970 წელს პალმა დე მალიორკაში ზონათაშორისი ტურნირი მოიგო, სადაც ბოლო 7 პარტიაში ზედიზედ იმარჯვა...
Author: ლაშა გეგეჭკორი (ლაშა გეგეჭკორი)
კარუანამ ნეპომნიაშჩის ლონდონი დაავიწყა
ამერიკის სახელით მოასპარეზე ფაბიანო კარუანა წლის დასკვნითი საჭადრაკო სუპერტურნირის, London Chess Classic-ის გამარჯვებული გახდა. მან კლასიკურ პარტიებში რუსი იან ნეპომნიაშჩის მსგავსად 9-დან 6 ქულა დააგროვა, თუმც მეტოქეს ტაი-ბრეიკში აჯობა და საპრიზო 300 ათასი დოლარიდან 62,5 ათასი მიითვალა. ამდენივე ერგო ნეპომნიაშჩის, რადგან საპრიზო ფონდის განაწილებისას მხედველობაში კლასიკური ჭადრაკის პარტაითა შედეგები მიიღება. ტურნირი ფიდე-ს რეიტინგ-ლისტის 10 ლიდერის...
სიუზანის ნოსტალგია…
თავის ფეისბუქ გვერდზე ქალთა მსოფლიოს ექსჩემპიონი სიუზან (ჟუჟა) პოლგარი ძველ კეთილ დროს იხსენებს, როცა მალიორკაზე, 2004 წლის 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში მოუგო. დები პოლგარების ტრიოდან უფროსის მიერ ატვირთულ ფოტოზე ჩანს ნონა გაფრინდაშვილიც, რომელიც ქართველის და უნგრელის პარტიას ყურადღებით ადევნებს თვალს. უნგრელი მოჭადრაკე თავის პოსტში ქართველი ჩემპიონების მიმართ კომპლიმენტებს არ...
მეზობლური ამბები – ვუგებთ და გვიგებენ
კრეტაზე, ქალაქ ჰერსონისოსში, ჭადრაკში ევროპის სანაკრებო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ხუთი ტურიც გასრულდა. რომ არა მეოთხე ტურში რუსთაგან დასანანი წაგება, ჩვენი ქალთა ნაკრები იქნებ პირველ პოზიციაზეც გვეხილა. ქართველებმა ჩემპიონატი ყოჩაღად დაიწყეს, ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და ლიდერობაც მოიპოვეს მაგრამ რუსეთთან წაგებული 1,5:2,5-ის შემდეგ პირველობა მეტოქეს დაუთმეს. ახლა რუსები ჩვენ და კიდევ სამ ნაკრებს ორი ქულით გვისწრებენ,...
ნონას ოქრო და რუსების გლობუსი
ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ზედიზედ მესამედ ევროპის საკლუბო ჩემპიონია. თურქულ ანტალიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე შვიდი ტურის შემდეგ ჩვენებმა აზერბაიჯანულ “ოლდარ იურდუს” მსგავსად 11 ქულა დააგროვეს, თუმც მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და ოქროს მედლებიც დაიმსახურეს. ქართველებმა ტურნირი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად “ოლდარ იურდუსთან” დამარცხდნენ და ცხრილის შუაში აღმოჩნდნენ. ამ წაფორხილებას ჩვენმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება...




