Author: ლაშა გეგეჭკორი (ლაშა გეგეჭკორი)

Home ლაშა გეგეჭკორი
გამბიტი არ გამოვიდა
Post

გამბიტი არ გამოვიდა

გამბიტი, მოგეხსენებათ, იტალიური სიტყვაა და სარმას ნიშნავს. ჭადრაკის ისტორიისთვის სარმის დადება გამოუვიდათ სტრიმინგ-გიგანტ Netflix-ის სცენარისტებს და კონსულტანტებს, როცა კოხტაგოგო ანია ტეილორ ჯოის ნათამაშევი ბეტ ჰარმონის სახით მაყურებელს მოჭადრაკე ვაჟებთან მართლა წარმატებით მეომარი პირველი ქალი წარუდგინეს. არადა ხომ ვიცით… სამართლიანობის აღსადგენად უამრავი ვაჟ-დიდოსტატის დამმარცხებელმა მსოფლიო ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა კომპანია Netflix-ს სასამართლოში უჩივლა და პირველ წარმატებასაც მიაღწია:...

Post

მაგნუს, ვეღარ მაგნუსობ?

ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენის თავს კარგი ამბავი ვერ არის. ნორვეგიული გაზეთ „VG“-ის გამოკვლევით პლანეტის უპირველესმა მოჭადრაკემ საკუთარი დაბადების დღის შემდეგ, ანუ 30 ნოემბრიდან დღემდე, რამდენი პარტიაც მოიგო, ზუსტად იმდენი წააგო – 22, ხოლო 26-ჯერ ყაიმით დაშორდა მეტოქეს. კარლსენის დაღმასვლა, რომელსაც ნორვეგიულმა გაზეთმა “30 წლის კრიზისი” უწოდა, ამერიკელ უესლი სოსთან Skilling Open-ის ფინალში წაგებით დაიწყო....

წკიპურტი მაგნუსს
Post

წკიპურტი მაგნუსს

დინ ლიენი წლის მთავარი კომერციული ტურნირის, სინკფილდის თასის გამარჯვებულია. ჩინელმა დიდოსტატმა ტურნირის ძირითადი ბადე მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან ერთად პირველ ადგილზე დაასრულა, თუმც ტაი-ბრეიკში 3:1 აჯობა და საპრიზო 325 ათასი დოლარიდან 90 ათასიც ჩაიჯიბა. კარლსენმა ტურნირი შეუფერებლად დაიწყო, მე-10 ტურამდე ყაიმებით მივიდა და შესაბამისად ცხრილის შუაში მოძრაობდა. მე-8 ტურის ბოლოს 4,5 ქულით ტურნირზე ლიენი, ფაბიანუ...

იყო არაბეთს ბაადურ…
Post

იყო არაბეთს ბაადურ…

ბაადურ ჯობავა აბუ დაბის 26-ე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია. ქართველმა საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირში 7 პარტია მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა, 8 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს ქულით გაუსწრო. შეჯიბრში 151 სპორტსმენი გამოდიოდა, რომელთაც რეიტინგი 2100-ზე მეტი ჰქონდათ, მათ შორის მეორე ქართველი ლუკა პაიჭაძე. ჯობავამ კარგად დაიწყო ასპარეზობა და ექვსიდან 6 პარტია მოიგო, მეშვიდე ყაიმით დაასრულა, თუმც...

Post

კარლსენმა წაგება დაივიწყა

ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონი იგია, ვინც არა ერთი საჩემპიონო მატჩის მოგებით, არამედ უწყვეტი სატურნირო წარმატებებით იმყარებს უძლიერესის სტატუსს. მაგნუს კარლსენს მშვენიერი სატურნირო პორტფოლიოც აქვს და ახლაც, გერმანიაში სუპერტურნირი Grenke Chess Classic მოიგო. ნორვეგიელმა 6 პარტიაში გაიმარჯვა, 3 გააყაიმა და უახლოეს მდევრებს ქულანახევრით გაუსწრო. სუპერტურნირს ორმა ქალაქმა, კარლსრუემ და ბადენ-ბადენმა უმასპინძლა. შეჯიბრი 2013 წლიდან ტარდება, სალიზინგო კომპანია...

Post

კრამნიკმა ლაზიერი ლურსმანზე ჩამოკიდა

გუშინ ვიიკ-აან-ზეეს სუპერტურნირი მიმოვიხილეთ და ყურადღებიანი მკითხველი სატურნირო ცხრილის ფსკერზე ერთ დროს მქუხარე ვლადიმირ კრამნიკს აღმოაჩენდა. დიახ, მსოფლიოს მე-14 ჩემპიონი კლასიკური ჭადრაკის (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციათან მოქიშპე) ვერსიით, გარი კასპაროვის დამმარცხებელი, ხოლო შემდგომ გამაერთიანებელ თამაშში ბოლგარ ვესელინ ტოპალოვთან სკანდალურ ანუ “ტუალეტების ისტორიით” დაღდასმულ მატჩში გამარჯვებული საკუთარ თავს არ ჰგავდა იმ პატარა ჰოლანდიურ ქალაქში და აგებდა თითქმის...

Post

მაგნუსმა ინდური ფოლადი გაადნო

მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა ვეიკ-ან-ზეეს სუპერტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო, საერთოდ კი ამ პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე 7-ჯერ უმარჯვია. სუპერტურნირი 1928 წლიდან იმართება და სახელი, სპონსორების და გასამართი ადგილების მიხედვით, რამდენჯერმე შეეცვალა. ამჟამად გათამაშებას ინდური ფოლადის საწარმო Tata Steel აფინანსებს და ოფიციალურად Tata Steel Chess Tournament ეწოდება. ტურნირზე, პლანეტის 14 ბობოლა დიდოსტატი, ერთ ჯგუფშია შეკრებილი და ერთმანეთში...

სახურავის ბინადარი კარლსენი
Post

სახურავის ბინადარი კარლსენი

მაგნუს კარლსენის საჭადრაკო მსოფლიოს სახურავიდან ჩამოსკუპების მორიგი მცდელობაც ჩაიფუშა – ამ ჯერზე იტალოამერიკელ ფაბიანო კარუანას ვერ ეყო რესურსი. ლონდონში დასრულებული საჩემპიონო მატჩის კლასიკური ნაწილი შემაშფოთებლად თანაბრად მიმდინარეობდა და ერთი მაინც შედეგიანი პარტიის გარეშე, 6:6 დარულდა. თქმა იმის, რომ მხარეები ბრძოლას არ ცდილობდნენ, უტაქტობა იქნება, რამდენიმე პარტიაში 60-70 სვლა გაკეთდა და პრეტენდენტი ზოჯგერ უფრო ახლოს იყოს...

“კ – კ” – ისტორიის გაგრძელება
Post

“კ – კ” – ისტორიის გაგრძელება

დღეიდან ლონდონში დიდი საჭადრაკო ამბავია: ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი და იტალოამერიკელი ფაბიანო კარუანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს იწყებენ. “მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კვლავ ის მოჭადრაკეები დაუპირისპირდებიან, რომელთა გვარები “კ”-ზე იწყება, აი ამაში ვხედავ საჭადრაკო მაგიას” – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა კირსან ილუნჟინოვმა ბერლინში დასრულებული კანდიდატთა ტურნირის შემდეგ. შეგახსენებთ რომ შეჯიბრის გამარჯვებული სწორედ კარუანა...

ქართველებს რეგლამენტმა ვერცხლი არგუნა
Post

ქართველებს რეგლამენტმა ვერცხლი არგუნა

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა. აღნიშნულ წარმატებას პრაქტიკულად იმავე შემადგენლობამ (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი) მიაღწია, რომელმაც ამასწინათ ბათუმში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს პირველ ნაკრების რიგებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, მხოლოდ სათადარიგო მოთამაშის პოზიციაზე მერი არაბიძის ადგილას სალომე მელია თამაშობდა. ქართველებმა ფინალში “CE Monte Carlo”-სთან 2:2 ითამაშეს და...