Author: ლაშა გეგეჭკორი (ლაშა გეგეჭკორი)

Home ლაშა გეგეჭკორი
იმედის ბრინჯაო
Post

იმედის ბრინჯაო

არის მედალი ბრინჯაოსი – საქართველოს ქალთა ნაკრებმა მშობლიური კედლები ხელცარიელმა არ დატოვა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველმა ნაკრებმა ბათუმში, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! დიდი ჯაფით და მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენმა ქალებმა ბოლო ტურში სომხეთის ნაკრების 3:1 დამარცხებით მოიპოვეს ის უმნიშვნელოვანესი ორი ქულა, რომელმაც მათ 17 ქულით 16-ქულიანი 9 ნაკრების, მათ შორის რუსეთის, აშშ-ს და...

ფიდე რუსეთს დარჩა
Post

ფიდე რუსეთს დარჩა

კირსან ილუმჟინოვის საქმეთაგან ჩამოშორების შემდეგ საჭადრაკო სამყაროს ეთერში რონინებდა აზრი, რომ დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკური იზოლაცია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) მენეჯმენტზეც ჰპოვებდა ასახვას და მარადმწვანე ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი გეორგიოს მაკროპულოსი ჭარმაგობისას მაინც ჩაჯდებოდა ფიდე-ს პრეზიდენტის არცთუ მყუდრო სავარძელში. მაგრამ გამოჩნდა კონკურენტი და ფრიად წონიანი. რუსი არკადი დვორკოვიჩი, ვისაც ჭადრაკთან აქამდე მხოლოდ მამამისის (საერთაშორისო საჭადრაკო არბიტრი ვლადიმირ...

სენტ-ლუის-ბლიუზი ბათუმში
Post

სენტ-ლუის-ბლიუზი ბათუმში

ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გრძელდება და ფინიშისკენაც აიღო გეზი. 8 ტურის შემდეგ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ფრონტებზე გაურკვევლობაა, რაც გათამაშების შვეიცარულ სისტემას უნდა მიეწეროს. მხოლოდ ბოლო ტურამდე თავდადებული და ყურადღებიანი თამაში მისცემს ნებისმიერ ნაკრებს სასურველი შედეგის ჩვენების უფლებას. აღნიშნულის მიუხედავად, გაბედულად ითქმის: ვაჟთა მხარეს ერთი აშკარა ფავორიტია აშშ-ს ნაკრების სახით. ამერიკული ჭადრაკის დიდი აღმავლობა 21-ე...

ბათუმში მეფეებზე ნადირობენ
Post

ბათუმში მეფეებზე ნადირობენ

მაღალფარდოვანი გახსნის ცერემონიალის შემდეგ ბათუმში, ჭადრაკის ოლიმპიადაზე ცხარე საჭადრაკო ბატალიები გაჩაღდა. მასპინძლის სტატუსმა საქართველოს ოლიმპიაზე ვაჟთა და ქალთა სამ-სამი ნაკრების გაყვანის უფლება მისცა და მათგან მეორე ტურში საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრების აშშ-ს გუნდთან გმირული შერკინება უნდა გამოირჩეს. უამრავი ქებული დიდოსტატისა და პოლიტიკური ფიგურის, სხვა, წარსულში თუ დღეს ცნობილი ადამიანის ბათუმში ყოფნის მიუხედავად, ოლიმპიადის ყველაზე წონიან...

სწრაფზე სწრაფი იაპონელი
Post

სწრაფზე სწრაფი იაპონელი

გახურდა დიდი საჭადრაკო ტურნე (Grand Chess Tour) – საჭადრაკო სუპერტურირთა სუპერსერია, თავის შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატსაც რომ ფორას მისცემს. წელს ტურნე ხუთეტაპიანია: “თქვენი სვლაა” (Your next move) ბელგიურ ლოივენში, 12-16 ივნისს, ფილიპინო-ამერიკელმა უესლი სომ მოიგო, ხოლო პარიზში ტურნეს მეორე ეტაპზე (Paris GTC), ასევე ამერიკელმა, ოღონდ იაპონელმა ჰიკარუ ნაკამურამ იხეირა. შეჯიბრში პლანეტის 10 ბობოლა დიდოსტატი მონაწილეობდა, რომელთაც...

კარუანამ წააგო, მაგრამ მოიგო
Post

კარუანამ წააგო, მაგრამ მოიგო

ფაბიანუ კარუანა Norway Chess-ს სუპერტურნირის გამარჯვებულია. შეჯიბრში პლანეტის 10 უძლიერესი დიდოსტატი გამოვიდა და ნორვეგიულმა სტავანგერმა უმასპინძლა. მოჭადრაკებმა თავიდან ბლიცში მოსინჯეს ძალები. საუკეთესო უესლი სო გახდა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა. მთავარ შეჯიბრში თავიდან 10 დიდოსტატი ჩაერთო, თუმც მესამე ტურის შემდეგ ამქარს დინ ლიჟენი გამოაკლდა. როცა ტურნირზე ერთდღიანი შესვენება იყო, ჩინელმა მამამისთან ერთად ზღვის სანაპიროზე...

ჟუ-ჟუნი – მსოფლიოს ქალებს ახალი ჩემპიონი ჰყავთ
Post

ჟუ-ჟუნი – მსოფლიოს ქალებს ახალი ჩემპიონი ჰყავთ

ჩინელი დიდოსტატი ჟუ ვენჟუნი ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს მე-17 ჩემპიონია. ტიტული, საჩემპიონო მატჩში, თანამემამულე თან ჟუნს აართვა, როცა 10 პარტიისგან შემდგარ დაპირისპირებაში 5,5:4,5 მოუგო. ვენჟუნმა, აწ უკვე ყოფილ ჩემპიონთან ჭიდილის უფლება შარშან, ფიდეს გრან-პრის მოგებით მოიპოვა და მატჩის დაწყებამდე ფავორიტადაც იყო მიჩნეული. პრეტენდენტს წინა წლის წყენაც ახსოვდა: მსოფლიოს პირველობაზე, რომელსაც თეირანმა უმასპინძლა და 64 მონაწილეს შორის...

ჩინელები ჩინეთში მსოფლიოსთვის იბრძვიან
Post

ჩინელები ჩინეთში მსოფლიოსთვის იბრძვიან

თბილისი, ბათუმი, ბიჭვინთა, თელავი, ბორჯომი, წყალტუბო – ეს არის გზა, რომლითაც გასულ საუკუნეში გლობუსზე ქალთა ჭადრაკის სიმძიმის ცენტრი მოძრაობდა. ერთერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც საბჭოთა საქართველოს გაჰყვა ისტორიაში, ჩვენი ქალების 30 წლიანი საჭადრაკო ჰეგემონია იყო, რა დროსაც კიროვის პარკში მდგარი შენობა გახლდათ ქალთა ჭადრაკის ათვლის წერტილი. სიუ ჟუნმა რომ 1991 წელს მაია ჩიბურდანიძეს მსოფლიო ჩემპიონობა...

მამლუქებს არავისი ერიდებათ…
Post

მამლუქებს არავისი ერიდებათ…

ნაზი პაიკიძე, რუსუდან გოლეთიანი, ზვიად იზორია – დრო იყო, ამ სახელებს ქართული ჭადრაკის მომავალი ელიტის წევრებად მოიაზრებდნენ, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ქართველივით ისინიც საზღვარგარეთ წაიყვანა ცხოვრებასა და კარიერაში მეტის მიღწევის სურვილმა. ახლა სამივე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ჭადრაკსაც პროფესიონალურად ოკეანისგაღმა თამაშობს. 2005 წელს რუსუდან გოლეთიანი გახდა აშშ-ს ჩემპიონი ქალებში, 2013 და 2018 წლებში კი ნაზი...

ნანა: +1
Post

ნანა: +1

სლოვაკურ ვისოკე-ტატრეში დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ თავისი მორიგი წარმატება, კერძოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა 11 პარტიაში 8 ქულა დააგროვა და ჩემპიონ რუსს ვალენტინა გუნინას ქულით ჩამორჩა. კონტინენტის შარშანდელი გამარჯვებული, ნანა რეიტინგით შეჯიბრზე მესამე ნომრად იყო განთესილი და მეოთხე ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა ცხრილს, თუმც მეხუთეში დამარცხდა და პირველობა გუნინას დაუთმო. ისინი...