ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. სლოვაკურ ვისოკი ტატრიში მიმდინარე ტურნირის მეოთხე ტურში შეჯიბრის შარშანდელმა გამარჯვებულმა ერთერთი მთავარი კონკურენტი ლიტველი დაიმანტე დაილუტე თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე დაამარცხა. ძაგნიძემ ჯერ ლაზიერის ფრთაზე აგრესიული თამაშით დაჩაგრა მეტოქე, ხოლო ენდშპილში მეფის ფრთაზე პაიკთა ისეთი ფალანგა გააწყო საიერიშოდ და ორი ისეთი ღონიერი კუ მიაშველა, ბალტიისპირელს წესით...
Author: ლაშა გეგეჭკორი (ლაშა გეგეჭკორი)
შავი კარუანა
მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ფაბიანო კარუანა გერმანიაშიGrenke Chess Classic-ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან 9 პარტიაში 6,5 ქულა დააგროვა და მეორეზე გასულ მაგნუს კარლსენს ქულით აჯობა. მეშვიდე ტურამდე კარუანა ფრანგ მაქსიმ ვაშე-ლაგრავთან და რუს ნიკიტა ვიტიუგოვთან ერთად ლიდერობდა ცხრილს, თუმც მე-7 ტურში ფრანგს სატურნიროდ უმნიშვნელოვანესი პარტია 36-ე სვლაზე, შავებით მოუგო და ეულად გაიჭრა წინ. მე-8 ტურში ყველა პარტია...
რეპეტიცია
წესიერად ვერ ეზეიმა ფაბიანო კარუანას ბერლინში, საჭადრაკო პრეტენდენტთა ტურნირის მოგება, რომ სამხრეთ გერმანიისკენ აფრინეს, მე-20 კატეგორიის Grenke Chess Classic-ტურნირში სათამაშოდ, რომელსაც ორი ქალაქი, კარლსრუე და ბადენ-ბადენი მასპინძლობენ. 10 დიდოსტატის მონაწილეობით და ერთ წრედ დაგეგმილი ტურნირის პირველი სამი ტური კარლსრუეში უკვე შედგა და საკურორტო ბადენ-ბადენის მყუდრო გარემოშიც მომდევნო სამი ტური გაიმართა. ბადენ-ვიურტენბერგის მიწაზე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეებმა...
პეცის ოქრო-ვერცხლი
თბილისში ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. მოჭადრაკეებმა რაპიდით (სწრაფი პარტიებით) დაიწყეს და ბლიცით (ელვისებური პარტიებით) დაასრულეს. რაპიდი გერმანელმა ელიზაბეტ პეცმა მოიგო, რომელმაც 11 პარტიიდან 5-ში იმარჯვა, დანარჩენები ყაიმით დაასრულა და 4 სხვა მოჭადრაკესთან ერთად 8 ქულა დააგროვა. დამატებითმა მაჩვენებლებმა სწორედ გერმანელი ქალბატონი აქცია ჩემპიონად. მეორე ადგილზე რუსი...
შარი შარიჩი
ხორვატი ივან შარიჩი ბათუმში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფიდეს რეიტინგ-ლისტით მსოფლიოში ზუსტად მე-100, ევროპაში – 69-ე და ხორვატიაში უძლიერესმა დიდოსტატმა 11 პარტიიდან 8,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს ნახევარი ქულით გაუსწრო. ოქროს მედალთან ერთად მან 20 ათასი ევრო მიიღო. ქართველი მოჭადრაკეებიდან 6,5 ქულა ოთხმა მოჭადრაკემ დააგროვა (მიხეილ მჭედლიშვილი, დავით არუთინიანი, თორნიკე სანიკიძე, ნიკოლოზ კაჭარავა),...
კაკა-შოუ – მოქმედება მეორე
კარლსენი – კარიაკინი, ახლა კი კარლსენი – კარუანაც: ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის უკვე მეორე ფინალი კაკანის ფონზე ჩაივლის. 10 ნოემბრიდან, ლონდონში, აწ უკვე საჭადრაკო აზრის გიგანტი ნორვეგიელი და ჭკვიანური მზერის და ფანტასტიური საჭადრაკო ერუდიციის მქონე იტალოამერიკელი გამართავენ პლანეტის უმთავრესი საჭადრაკო მოვლენის დასკვნით შეტაკებას. ბერლინში, კანდიდატთა ტურნირი სწორედ ფაბიანო კარუანამ მოიგო და მოიგო ფრიად სუვერებულად: 5 პარტიაში...
აიწონა-დაიწონა ბერლინში
ბერლინში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონობის კანდიდატთა ტურნირზე, მეთორმეტე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში დიდი გადანაცვლებები ჩანს. პრედენდენტთა წინა ტურნირის მომგებმა რუსმა სერგეი კარიაკინმა, რომელსაც მე-7 ტურამდე გამარჯვება არ ჰქონდა და ბოლო ადგილზე მიხოხავდა, სადღაც ჟანგბადის დიდი მარაგი გამოძებნა და მძლავრი ამოსუნთქვებით ოთხი პარტიის მოგება მოახერხა, რამაც იგი იტალოამერიკელ ფაბიანო კარუანასთან ერთად ცხრილის თანალიდერიც გახდა. კარუნას აღმასვლაც...
სერგეი, მოგება?
ბერლინში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატის კანდიდატთა ტურნირზე, მეექვსე ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში ორხელისუფლიანობა დამყარდა. აზერბაიჯანელმა შაჰრიარ მამედიაროვმა ვლადიმირ კრამნიკს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ამერიკელ ფაბიანუ კარუანას გვერდით მიუჯდა. მესამე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერობა კრამნიკმა მოიპოვა, თუმც მეოთხეში თეთრი ფიგურებით კარუანასთან წააგო და პირველი ადგილიც გადაულოცა. მომდევნო ტურში ყველა პარტია ყაიმით დასრულდა და ცხრილში ადგილები უცვლელი...
სენსაცია პირველი
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ბათუმში დაწყებული ევროპის პირადი ჩემპიონატის პირველი სენსაცია ქართველმა ოსტატმა ირაკლი ბერაძემ გამოაცხო, რომელ მაც მოვლენებით დატვირთული პარტია უკრაინელ რუსლან პონომარიოვს მოუგო. პარტიის დაკვნით პოზიციაზე კარგად ჩანს, რომ უკრაინელი დიდოსტატის დანებება დროულზე გვიანიც იყო. პონომარიოვი ის პონომარიოვი კი აღარ არის, ვუნდერკინდულ ასაკში მსოფლიო ჩემპიონობა რომ მოიპოვა, მაგრამ ფიდეს რეიტინგ-ლისტში საპატიო 50-ე...
ევრო ბათუმში
16-29 მარტს ბათუმი ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრში 34 ქვეყნის 311 მონაწილე გამოვა, სადაც 32 ჩვენებურიც იქნება. ქართველთაგან ფავორიტად ბაადურ ჯობავა (2685) გვესახება, რომელიც გათამაშების რეიტინგში მე-14 ადგილზეა, თუმც ეს მხოლოდ რეიტინგით. საქართველოს ვაჟთა ოლიმპიური ნაკრების ლიდერმა შარშან ანალოგიურ პირველობაზე ვეცხლის მედალი მოიგო, სულ კი ევროპირველობებზე წყვილ-წყვილი ვერცხლ-ბრინჯაო აქვს მოგებული და შინაურ კედლებშიც პირველი...




