ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენის თავს კარგი ამბავი ვერ არის. ნორვეგიული გაზეთ „VG“-ის გამოკვლევით პლანეტის უპირველესმა მოჭადრაკემ საკუთარი დაბადების დღის შემდეგ, ანუ 30 ნოემბრიდან დღემდე, რამდენი პარტიაც მოიგო, ზუსტად იმდენი წააგო – 22, ხოლო 26-ჯერ ყაიმით დაშორდა მეტოქეს.კარლსენის დაღმასვლა, რომელსაც ნორვეგიულმა გაზეთმა “30 წლის კრიზისი” უწოდა, ამერიკელ უესლი სოსთან Skilling Open-ის ფინალში წაგებით დაიწყო. შემდგომ ჩემპიონი 2020 წლის ბოლოს კიდევ ორ ონლაინ-ტურნირზე Chess.com 2020 Speed Chess Championship და Airthings Masters on Chess24-ზე გამოვიდა, თუმც ვერც ერთი ვერ მოიგო.
ახლა კარლსენი ჰოლანდიურ ვეიკ ან ზეში იმყოფება და Tata Steel Masters-ს ტურნირზე გამოდის, სადაც 9 პარტიიდან 2 მოიგო, ერთი წააგო, 6 ყაიმით დაასრულა და 5 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
დასასრულის დასაწყისია ნეტავ თუ დროებითი შემოქმედებითი კრიზისი?
ავტორის პროფილი
- კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.
უახლესი პოსტები
დავთარი08/12/2021 | 11:31გამბიტი არ გამოვიდა
დავთარი28/01/2021 | 01:33მაგნუს, ვეღარ მაგნუსობ?
კატეგორიის გარეშე30/08/2019 | 11:43წკიპურტი მაგნუსს
კატეგორიის გარეშე10/08/2019 | 18:18იყო არაბეთს ბაადურ…