პირველად 1958 წლის შემდეგ პირველად იტალია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. სამწუხაროა, მუნდიალმა დიდი გუნდი დაკარგა. ეს ამბავი მილანის „სან სიროს“ სტადიონზე გაირკვა, სადაც მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონებმა შვედეთში წაგებული 0:1 ვეღარ გააბათილეს და ბევრი მცდელობის მიუხედავად საშინაო მოედანი უგოლოდ დატოვეს. მატჩი 0:0 დამთავრდა. იტალიელებმა სტუმრების კარისკენ ბურთი 19-ჯერ დაარტყეს; დროის 75 პროცენტი ბურთი მათ ჰქონდათ; მათვე...
Author: კობა ინასარიძე
ძველი გემო
ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩი მოიგო. ესეც ამხანაგური, თუმცა, მთავარია მოიგო და ქომაგებს განწყობა გამოუკეთა. განწყობა გამოიკეთეს თავად მწვრთნელმა და ფეხბურთელებმაც, რაც სამომავლოდ ფრიად მნიშვნელოვანია, აბა, სულ წაგებული ჩვენი მტერი იყოს… საქართველომ კვიპროსს მოუგო და ეს ამ გუნდთან ისტორიაში პირველად მოახერხა; საქართველომ მოიგო გორში და ესეც კარგია – თბილისს გარეთ გაიმარჯვა და ადგილობრივ ქომაგებს...
ვლადიმირ სლოვაკმა ქართულ მომავალს გახედა
საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე ორი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. 10 ნოემბერს ჩვენები გორში კვიპროსს უმასპინძლებენ, ხოლო 13-ში ქუთაისს ბელარუსი ეწვევა. კვიპროსთან და ბელარუსთან თამაშისთვის ვაისმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ცხადია, შემადგენლობას ოპტიმალური არ ეთქმის, ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო გუნდს ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, საბა კვირკველია აკლია, ამათ ნაცვლად კი ვაისის რჩეულთა...
ვაისის ახალი აისი
ის, რაზეც აქამდე მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საუბრობდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა. პრესკონფერენციაზე სლოვაკმა მწვრთნელმა თქვა, რომ… – დიახ, გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წელიწადი ვიმუშავებ, რის შემდეგაც, ვიმედოვნებ, ჩემი საქმიანობა წარმატებულად შეფასდება. შეგახსენებთ, სლოვაკი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. მის ხელში ეროვნულმა გუნდმა მოიგო 3 შეხვედრა (სამივე...
ლაშა ტალახაძის ზღაპარი: რეკორდი იყო და არა იყო…
ორიოდ დღის წინ დუშეთში გამართულ საქართველოს ძალოსანთა ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეკორდი რეკორდად არ ითვლება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით, შეჯიბრებას, სადაც რეკორდი დაფიქსირდება, საერთაშორისო არბიტრიც უნდა ესწრებოდეს, დუშეთში კი IWF-დან არავინ ყოფილა… თუმცა, ეგ არაფერი, ქართველი გოლიათი ამბობს, რომ კიდევ დიდი რესურსი აქვს და საერთაშორისოდ აღირებულ რეკორდებს მომავალში...
ზესტაფონი გაზაფხულზე აყვავდება
საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატს გაზაფხულზე დაუბრუნდება! „ზესტაფონი“ ნამდვილად აკლია ქართულ ფეხბურთს და ძალიან გამიხარდება ამ გუნდის აღორძინება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის წინ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, მათ მზადყოფნა არ გამოთქვეს ერთი საფეხურით ქვედა ლიგაში თამაშზე. რა თქმა უნდა, „ზესტაფონთან“ ურთიერთობას ვაგრძელებთ და იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს. რამდენად სამართლიანია ის, რომ „ზესტაფონი“ დაბრუნდეს...
შაპიტოა, შაპიტო…
ადრე მულტფილმი გადიოდა ხოლმე საბჭოთა ტელევიზიებში, ცხოველები თამაშობდნენ ფეხბურთს, კარში სპილო იდგა და გოლს ვერ უტანდნენ. რომელი ცხოველი გინდოდა, იქ არ ყოფილიყო. სახალისო საცქერი იყო… ნუ გაიკვირვებთ და ეს ყველაფერი ახალქალაქში, შეიძლებოდა, რეალობაში გადასულიყო. 31 ოქტომბერს რეგიონული ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც ახალქალაქის „აბულს“ თბილისის „ლოკომოტივი 2“-თვის უნდა ემასპინძლა, თუმცა თამაში არც დაწყებულა და მიზეზს...
„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა
დიღომში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე განათების ბოძი წაიქცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იქაურობა ღმერთმა დაიფარა… მონტენეგრო – ლატვიის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „დავით პეტრიაშვილზე“ ახალდაწყებული იყო, როცა განათების ბოძი მოედნის მხარეს გადავარდა და სტადიონი სანახევროდ ჩაბნელდა. ცხადია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შეწყდა… შეხვედრა მოგვიანებით, „მიხეილ მესხზე“ გაგრძელდა და ფრედ 1:1 დამთავრდა. ბოძის წაქცევის ფაქტი, სტადიონის...
ლხინი აქა … 🎥
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ჩვენებმა ჯერ ლატვიას მოუგეს 1:0, დღეს კი მონტენეგრო დაჩაგრეს და 2:0 სძლიეს. ჰოდა, დარჩენილი მატჩი იტალიასთან, 30 ოქტომბერს რომ იქნება, სალაღობოა და მხოლოდ პირველ-მეორე ადგილების ბედს გაარკვევს. ჩვენ თუ გვკითხავთ, ყველაზე საინტერესო თამაში სწორედ პატარა „სკუადრასთან“ იქნება, რადგან ქართველების რეალური ძალა გამოჩნდება. მოგებაცაა და მოგებაც, ქართველებმა წინ...
მიშელ პლატინი: ჩემი ევროპა საქართველოა!
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და დრამატულ საღამოს, მფრინავი ბოთლებისა და ქვების წვიმაში, რომელმაც ხალხს ნამდვილი წვიმა მიავიწყა, გატეხილი გულებისა და დამსხვრეული ოცნებების სტადიონის ტრიბუნაზე იჯდა მიშელ პლატინი და უყურებდა ფეხბურთს, რომელიც არც ფეხბურთი იყო და არც საზოგადოდ სპორტი. მიშელ პლატინი თბილისში ჩამოვიდა როგორც მერაბ ჟორდანიას მეგობარი, უეფას აღმასკომის წევრი და მომავალში პრეზიდენტობის მოსურნე კაცი,...









