Author: კობა ინასარიძე

Home კობა ინასარიძე
ინიესტა ჩინეთში აღარ მიდის
ჩანაწერი

ინიესტა ჩინეთში აღარ მიდის

ჩინურმა კლუბმა რომელსაც ზუსტ გამოთქმას ნუ მოგვთხოვთ და წესით „ჩონგქუინგ დანგდაი ლიფანი” ჰქვია, თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ანდრეს ინიესტა როგორც ფეხბურთელი მათთან კონტრაქტს ხელს აღარ მოაწერს, თუმცა კლუბთან კომერციულ ურთიერთობას გააბამს. „ჩვენ ფედერაციის ხარჯვის პოლიტიკას არ შევეხებით და ჩინეთის ბაზრის კანონებს არ დავარღვევთ” — წერია განცხადებაში. ჩინეთის სუპერლიგას აქვს საგანგებო რეგულაციები,...

სუარესი: მსაჯმა რომ არ დამაჯარიმა, გამიკვირდა
ჩანაწერი

სუარესი: მსაჯმა რომ არ დამაჯარიმა, გამიკვირდა

6 მაისის „ელ კლასიკოს” ერთ ერთი მთავარი გმირი და ანტიგმირი „ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გახლდათ. სწორედ სუარესმა გაიტანა მასპინძელთა პირველი გოლი, ხოლო მეორე გოლის ეპიოდში პასი მიაწოდა ლეო მესის, თუმცა მანამდე მეტოქის მცველი რაფაელ ვარანი წააქცია, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია. მატჩის შემდგომ სუარესს ვარანთან ორთაბრძოლის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ჯარიმა იყო, რადგან ვარანი ბურთს...

რეალმა ბურთი აუტში არ გადააგდო
ჩანაწერი

რეალმა ბურთი აუტში არ გადააგდო

ბარსელონაში გამართული „ელ კლასიკოს” (2:2) ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მომენტი მეორე ტაიმში იყო, როდესაც მასპინძელთა ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მოედანზე იწვა, „რეალის” ფეხბურთელებმა კი ბურთი აუტში არ გადააგდეს. სტუმრების ასეთმა უჩვეულო ქცევამ „კამპ ნოუზე” შეკრებილი „ბარსას” გულშემატკივარი აღაშფოთა და თავად ფეხბურთელებშიც ააგორა დაძაბულობის მორიგი ტალღა. „რეალის” გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა კაპიტანმა სერხიო რამოსმა აიღო. მან თქვა: „ლუის სუარესს...

არსენალი ჩემპიონია!
ჩანაწერი

არსენალი ჩემპიონია!

ინგლისში მიმდინარე სეზონის ტელე-ჩემპიონი „არსენალია”! სადაცაა 2017-18 წლების საფეხბურთო მარათონი დასრულდება და „მეთოფეებს” ყველა შეჯიბრებაში ერთად სულ მცირე 47 პირდაპირი ეთერი ექნებათ დაგროვებული. ასეთი შედეგით კი ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ დაიკვეხნის. ცნობისათვის: ამ 47 პირდაპირ ტრანსლაციაში არ შედის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა, რომლის ამბავი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. თითქოს არსენ ვენგერის 22 წლიანი...

უცნაური გაყრა
ჩანაწერი

უცნაური გაყრა

რამდენიმე დღეა რაც იურგენ კლოპისა და ჟელკო ბუვაჩის 17 წლიანი განუყრელი თანამშრომლობა დასრულდა. 50 წლის კლოპი და 56-ის ბუვაჩი ყველგან წარმატებულები იყვნენ: 2004 წელს მათ „მაინცი” აღაზევეს ბუნდესლიგაში, „დორტმუნდთან” ერთად ორჯერ მოიპოვეს გერმანიის ჩემპიონის ტიტული, 2012 წელს გერმანიის თასს დაეუფლენ, 2013-ში დორტმუნდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანეს, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან” დამარცხდნენ 1:2. შემდეგ იყო „ლივერპული”. ...

ლივერპულის კაცური საქციელი
ჩანაწერი

ლივერპულის კაცური საქციელი

„ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და… საგანგებო ბანერით შონ კოქსს მიაგო პატივი. შონ კოქსი ის ირლანდიელი კაცია, რომელსაც პირველი შეხვედრის წინ, ლივერპულში, რომაელმა ხულიგნებმა თავში რაღაც ჩაარტყეს და კომაში ჩააგდეს. ის დღემდე საავადმყოფოშია. ექიმები მის მდგომარეობას კვლავაც კრიტიკულს უწოდებენ. მერსისაიდელი ფეხბურთელების საქციელი (მათ ხომ ამ საქციელით ფინალში გასვლა ფაქტობრივად თავიანთ მძიმე დღეში ჩავარდნილ გულშემატკივარს მიუძღვნეს) აშკარად...

საუკეთესო რონალდუ მოურინიუს აზრით
ჩანაწერი

საუკეთესო რონალდუ მოურინიუს აზრით

ჟოზე მოურინიუმ კრიშტიანუ რონალდუს მორიგი დარტყმა მიაყენა — რონალდუებს შორის საუკეთესო ბრაზილიელი ფენომენი იყოო. მართალია, მოურინიუ და კრიშტიანუ პორტუგალიელები არიან, თანამემამულეები კი როგორც წესი ერთმანეთს აქებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. „განსაკუთრებული” CR7-ს „რეალში” წვრთნიდა და ერთმანეთთან რთული ურთიერთობა ჰქონდათ.  2013 წელს, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ კინაღამ ხელითაც გაიწიენ ერთმანეთზე. ხოლო ბრაზილიელი ფენომენის შესახებ მოურინიუმ სერ ბობი...

დე ხეა საუკეთესოა, ქერიკი — დიდი კაცი!
ჩანაწერი

დე ხეა საუკეთესოა, ქერიკი — დიდი კაცი!

ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” დიდ ფეხბურთელს კარგავს, მაგრამ დიდ ადამიანთან განაგრძობს ურთიერთობას — ეს სიტყვები პორტუგალიელმა მაიკლ ქერიკს უძღვნა. „იუნაიტედის” ყოველწლიურ საკლუბო დაჯილდოების ცერემონიალზე 36 წლის ქერიკი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს, თუმცა ის მოურინიუს სურვილითა და ნებართვით მწვრთნელის დამხმარეთა და თანაშემწეთა გუნდში იწყებს მუშაობას. „18 წლიანმა სამწვრთნელო კარიერამ მაჩვენა, რომ ჩემთვის ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე...

ხელით არ შეხებიან ერთმანეთს
ჩანაწერი

ხელით არ შეხებიან ერთმანეთს

ეს ამბავი ბოლო ტურში იმ შეხვედრის მერე მოხდა „ვესტ ჰემმა” „მანჩესტერ სიტისთან” 1:4 რომ წააგო: ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ოდესღაც იმედისმომცემი ახალგაზრდა, დღეს უკვე 29 წლის ენდი ქეროლი მწვრთნელზე დევიდ მოიესზე გაბრაზდა, რატომ არ მათამაშეო. ხსენებულ შეხვედრაში მოიესმა ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეცვალა, ქეროლი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. განაწყენებული ფორვარდი გასახდელში გაიქცა და როდესაც ჰკითხეს, რატომ...

რუი მეთოთხმეტე
ჩანაწერი

რუი მეთოთხმეტე

„სანმა” რომ არ გამოქექოს, ისეთი არაფერია ამქვეყნად — „არსენალის” მომავალ მწვრთნელად რუი ფარიას კანდიდატურას განიხილავენო. რუი ფარია „მანჩესტერ იუნაიტედში” ჟოზე მოურინიუს ასისტენტია. ამრიგად, „მეთოფეებს” უკვე 14 კაციანი სია აქვთ ჩამოწერილი. ზაფხულზე, როდესაც არსენ ვენგერი ლონდონის გუნდს დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ამ თოთხმეტიდან აარჩევს. ვინმეს მოურინიუს მარჯვენა ხელზე ლაპარაკი შეიძლება არასეროზულად ეჩვენოს, მაგრამ არის ხალხი ვინც...