კარგი ამბავი ჰოლანდიიდან: რვა ტურია კახი ჟორდანიას „დენ ბოსხს“ ქულაც არ დაუკარგავს. შედეგი? „დენ ბოსხი“ ერსტე დივიზიონში მეორე ადგილამდე აღზევდა და ლიდერ „იგლზს“ სულ ქულით ჩამორჩება. მე-15 ტურის მატჩს ჩვენიანი პრეზიდენტის გუნდი გიორგობას, შინ „კამბურთან“ ითამაშებს და მოსალოდნელია, რომ ზედიზედ (ხეზე სამჯერ ვაკაკუნებთ) მეცხრე გამარჯვებასაც მიითვლის. „დენ ბოსხის“ მოგებათა სერია 28 სექტემბერს ახალგაზრდული ალკმაარის 3:1...
Author: კობა ინასარიძე
უეფამ მონაკოში საუკეთესოები შეკრიბა
უეფამ მონაკოში წინა სეზონის საუკეთესოები დააჯილდოვა… თანამიმდევრობით მივყვეთ: ევროპის 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ისინი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ჟიურიში იყო ევროპული სპორტული მედიის (ESM) ჯგუფის მიერ შერჩეული 55 ჟურნალისტი, მათ შორის სარბიელელი დავით კაკაბაძე. ნომინანტი სამი გახლდათ: ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი,...
ფეხბურთი ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა…
ერთი ბაბუა თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი… მეორე ბაბუა ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდა… მამა „დინამოსა“ და „გურიას“ წამყვანი ნახევარმცველი… ძმა ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელი… ახლა უფრო მარტივად კახი ჟორდანიას შესახებ: ის არის კახი ასათიანისა და ლეო ჟორდანიას შვილიშვილი, თბილისის „დინამოს“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟი. მისი ძმა, ლევანი, ჰოლანდური...
ჩვენ ვთქვით, ფიფა – იტყვის…
24 სექტემბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2018 წლის საუკეთესოებს დაასახელებს. გალა-დაჯილდოება ამჯერადაც ლონდონში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: ⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი ⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი ⚽ საუკეთესო მეკარე ⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი ⚽ ფეარ პლეის ჯილდო ⚽ საუკეთესო ქომაგი ⚽ ფიფა პრო...
დამთხვეულები
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ახალარჩეული გახლდათ, როცა მალევე ქართულ ფეხბურთში ძირეული რეფორმების შესახებ გამოაცხადა და ზარზეიმით გვამცნო – აწი საქართველოში სეზონს გაზაფხულზე დავიწყებთ და შემოდგომაზე მოვრჩებითო… მერე დასძინა, ეს ყველაფერი ევროტურნირებზე ქართული კლუბების წარმატებისთვის კეთდება, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდები ფორმაში იქნებიანო… როგორი წარმატებით ითამაშეს შარშან ჩვენებმა, ყველამ კარგად იცის და წინ რა ელით,...
სადაც ქართველია, იქ წარმატებაა
სოლომონ კვირკველია დაიბადა: 1992 წლის 6 თებერვალს სამტრედიაში სიმაღლე: 190 სმ; წონა: 75 კგ ამპლუა: ცენტრალური მცველი კლუბი: „ლოკომოტივი“ (მოსკოვი, რუსეთი) სათამაშო ნომერი: 33 (კლუბში), 5 (ნაკრებში) საკლუბო კარიერა 2009/2010 „ზენიტი“ (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი) ახალგაზრდული გუნდი 2010/2011 „რუბინი“ (ყაზანი, რუსეთი) ახალგაზრდული გუნდი 2011/2017 „რუბინი“ (ყაზანი, რუსეთი) 87 მატჩი, 3 გოლი 2012/2013 „ნეფტეხიმიკი“ (ნიჟნეკამსკი, რუსეთი) 18 მატჩი,...
ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი – გულით გაკეთებული
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულები იცვლებიან, იცვლება სპეციალურად მათთვის დამზადებული ექსკლუზიური პრიზები, აი, მათი შემოქმედი, მოქანდაკე კი უცვლელი რჩება – საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის ორგზის კავალერი გია ჯაფარიძე. ვეტერანი მორაგბეა, თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი იყო და სსრკ პირველობის მრავალგზის პრიზიორი, თუმც აღარც კი ახსოვს ხელოვნებას როდიდან და როგორ ეზიარა, ამბობს, დაბადებიდანო… ხელი კი მართლაც ჩინებული...
180 დღის შემდეგ
ტურის პირველ მატჩში ლიდერმა „საბურთალომ“ მწვრთნელშეცვლილი „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა და ვინაიდან „დინამომ“ „ტორპედოსთან“ ქულები დაკარგა, უშუალო კონკურენტს 4 ქულით გაუსწრო. „რუსთავი“ კი ზუსტად 180 დღიანი პაუზის შემდეგ მინდორზე ისევ ვარლამ კილასონიამ გაიყვანა. შეგახსენებთ, წინა ტურში, „ჩიხურასთან“ განადგურების შემდეგ „რუსთავის“ თავკაცებმა რუსი სპეციალისტი ვლადიმირ გაზაევი დაითხოვეს და ისევ ვარლამ კილასონია დააბრუნეს. ადრეც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ,...
ნიჭი არის, ევროპა არის, დიდი ფეხბურთიც იქნება…
ვატო არველაძე პოლონურ „კორონაში“ გადავიდა. ტიტულებითა და ავტორიტეტით დიდი ვერაფერი გუნდია, თუმც 20 წლის ფეხბურთლისთვის, რომელსაც ფეხბურთის თამაშის ნიჭი გენებით მოსდგამს, პოლონეთის მერვეადგილოსან გუნდში წასვლა უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ. დანარჩენს უკვე, რა და როგორ იყო, როგორ დაშორდა ვატო არველაძე თბილისის „ლოკომოტივს“ თავად მისი საუბრიდან შეიტყობთ… – ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, თუმც არაა გამორიცხული გარკვეული პერიოდი...
სერ ალექსმა თვალი გაახილა და ლაპარაკობს
მძიმე ინსულტის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონი გონს მოვიდა და ლაპარაკობს. 76 წლის ლეგენდარული მწვრთნელის მეგობრები ამბობენ, რომ ის წამოჯდა კიდეც და თავისი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით გამოიკითხა. „სანის” ამ ინფორმაციას ჯერჯერობით „მანჩესტერ იუნაიტედი” და ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ სერ ალექსი გასულ შაბათს შინ გახდა ცუდად. მას სასწრაფო გამოუძახეს და სელფორდის სამეფო ჰოსპიტალში წაიყვანეს,...









