Author: კობა ინასარიძე

Home კობა ინასარიძე
ოდესაშიც პირველები…
ჩანაწერი

ოდესაშიც პირველები…

სად და სადაურებთან აღარ უთამაშიათ ჩვენს კოლეგებს მინი თუ დიდი ფეხბურთი, ხელოვნურ თუ ბუნებრივ საფარზე და,მოგვიტევეთ თუ ზუსტი სტატისტიკა არ გვიწარმოებია, სიტყვაზე უნდა გვენდოთ – მოგების წილი სხვა შედეგზე გაცილებით მეტი არის. საქართველოს ნაკრებიც რომ ასევე სტაბილური წარმატებით თამაშობდეს, გვერწმუნეთ, აქამდე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი კარგა ხნის დაჭაშნიკებული იქნებოდა. ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრებზე მოგახსენებთ, რომელმაც...

სულშერმა მოურინიუს კბილი გაჰკრა
ჩანაწერი

სულშერმა მოურინიუს კბილი გაჰკრა

ოლე გუნარ სულშერი ზოგადად თავშეკავებული კაცია, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ვულვერჰემპტონთან” 1:2 დამარცხების გამო გაბრაზებულმა თქვა, ჩემი ფეხბურთელები მოურინიუს დღეებს დაუბრუნდნენ და ამიტომაც გავარდნენო. იმ დღეს „იუნაიტედმა” მძიმედ ითამაშა. ის, რაც „მოლინო სთედიუმზე” ხდებოდა ბურთაობაზე მეტად მუშაობას ჰგავდა. მოკლედ, იყო ყველაფერი ის, რის გამოც სულშერის წინამორბედი ჟოზე მოურინიუ გუნდიდან გაუშვეს. სულშერმა თქვა, რომ მოახლოებულ სანაკრებო...

ბოლნისური ვნებანი
ჩანაწერი

ბოლნისური ვნებანი

ჩემპიონი „საბურთალომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ჩემპიონია. სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო და საკმაოდ დაშორდა კონკურენტებს. თუმცა, „ტორპედოსთან“ ასეთი იოლი გამარჯვება ცოტა უცნაური იყო. ერთმანეთს ხომ დღეისათვის საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა. შანსები თანაბრად განიხილებოდა და ზოგი ქუთაისელებსაც კი ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ ღირსეული დუელი არ გამოვიდა. უკვე 26-ე წუთისთვის თბილისელები 3:0 იგებდნენ და...

აი, რატომ ვატო!
ჩანაწერი

აი, რატომ ვატო!

ვატო არველაძემ პოლონური „კორონას“ მაისურით ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ამ ორ მატჩს შორის კი იყო ვატოს კარიერაში ახალი მოვლენა – კერძოდ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოიძახა. მოკლედ, ასე იყო: ვატომ ორჯერ გაუტანა „ვისლას“ და მისმა გუნდმა 2:6 წააგო. გამოიძახეს ნაკრებში. გავიდა ორი დღეც და ვატომ „იაგელონიასთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში ისეთი სოლო დადგა, წინა...

ლინეკერი, ბრექსიტი და თასის თამაშები
ჩანაწერი

ლინეკერი, ბრექსიტი და თასის თამაშები

წარსულში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, დღეს კი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელესახე და წამყვანი გარი ლინეკერი პოლიტიკაში გარკვეული კაცია და თავისი მკაფიო პოზიცია აქვს — ბრექსიტის თავგადაკლული მოწინააღმდეგეა. ჩვეულებრივ, ლინეკერი პოლიტიკაზე სოციალურ ქსელებში კამათობს და როგორც ხდება ხოლმე ამის გამო მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ბევრიც აქებს. ამჯერად კი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩების მიმოხილვის დროს...

ოკუპაცია: ლივერპულელებმა მიუნხენი დაიკავეს!
ჩანაწერი

ოკუპაცია: ლივერპულელებმა მიუნხენი დაიკავეს!

-აქ ვერ შემოხვალთ, უნდა გაბრუნდეთ! -ხუმრობთ, ეს ჩემი ქალაქია… -გთხოვთ გაბრუნდეთ, ვერ შეგიშვებთ… -თქვენი დედაც და ამ წყეული ინგლისელებისაც… ეს ერთი შეხედვითაც არცთუ უწყინარი დიალოგი მიუნხენის ცენტრში მარიამ პლაცზე შედგა, ინგლისელებით ანექსირებულ ბარს “ბაიერნის” კეპიანი კაცი მიადგა, დაცვა კი მკაცრი ინსტრუქციით დახვდა… ოციოდ მაგიდიან ბარს ორასამდე სქაუზერი შესევია, გერმანული ლუდით.  ხასიათმოცემულთ წამითაც არ ეპარებათ ეჭვი...

ქართული ფეხბურთი ერთ ხმაში
ჩანაწერი

ქართული ფეხბურთი ერთ ხმაში

არაფერი განსაკუთრებული – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეორე წრეზე წავიდა. ლევან კობიაშვილი ქართულ ფეხბურთს მომდევნო ოთხი წელიწადიც უხელმძღვანელებს… სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართულ სფფ-ის ყრილობაზე, იდეაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ყოფილიყო, თუმც ეს ყველაფერი სრული ფორმალობა გამოდგა – კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი გახლდათ და ხმოსან დელეგატებს ასარჩევიც არაფერი ჰქონდათ. სხვათა შორის, კობიაშვილამდე ფედერაციის ბოლო...

ჩანაწერი

ხავი და ბარაქა ბასკეთში

ბილბაოს „ატლეტიკი” 30 წლის ხავი მარტინესის დაბრუნებას ცდილობს. მოგეხსენებათ, ამ კლუბს სხვათაგან ერთი თავისებურება გამოარჩევს — მხოლოდ ეროვნებით ბასკ ფეხბურთელებს ათამაშებს. ხავი მარტინესი კი არა მხოლოდ ბასკია, არამედ ბილბაოს ყოფილი მოთამაშეცაა. ის „ბაიერნში” 2012 წელს გადავიდა, მანამდე კი 6 წელიწადი „ატლეტიკში” გამოდიოდა. „ჩვენ მისი შეძენით დაინტერესებულები ვართ”, — თქვა ბილბაოელთა სპორტულმა დირექტორმა რაფაელ აკორტამ რადიო...

ჩანაწერი

ბეილი „სანტიაგო ბერნაბეუდან” წავიდა

კვირა საღამოს „რეალმა” ისევ წააგო. ამჯერად „რეალ სოსიედადთან”, 0:2. ეს მიმდინარე სეზონში მადრიდული კლუბის მეექვსე ჩავარდნა იყო. ექვსიდან სამჯერ „ლოს ბლანკოსი” ლა ლიგაში დამარცხდა. შედეგად, „რეალი” ცხრილში 30 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას” კი 40 ქულა აქვს. მადრიდელთა პრობლემებს ბოლო დროს უელსელი ვარსკვლავის გარეთ ბეილის ტრავმაც დაემატა. „რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში ბეილი სათადარიგოთა სკამზეც კი არ იჯდა,...

ჩანაწერი

თქვენი დედაცო, ბებიაცო და კარგებიცო…

„ბაიერნის” ბოსებმა თავიანთ ლეგენდარულ პრეს-კონფერენციაზე კლუბის წევრთათვის დადგენილი მორალური სტანდარტები გაასაჯაროვეს. უპირველეს ყოვლისა მათ თქვეს: „ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია!” ეს სიტყვები კერძოდ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ეკუთვნის, რომელმაც გამოაცხადა, რომ სხვისი ღირსების პატივისცემა „ბაიერნის” მორალური კოდექსის პირველი თავის პირველივე ანუ უმთავრესი პუნქტია. რასაკვირველია, „ბაიერნი” ცამდე მართალია, მაგრამ როგორ იცავს ამ კოდექსს მათი ფრანგი თავდამსხმელი, 35 წლის ფრანკ რიბერი? გავიხსენოთ,...