„იუვენტუსში” კრიშიანუ რონალდუს დებიუტი სასწაულის გარეშე შედგა. პორტუგალეილმა გოლი ვერ გაიტანა, რასაც „ბებერი ქალბატონის” ფანები ასე ელოდნენ. ეს მოხდა ვერონაში, სადაც ტურინელებმა „კიევოს” 3:2 მოუგეს. იტალიურ პრესას აშკარად დაეტყო, რომ სერია A-ს პირველი ტურის მატჩში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისგან გოლს ელოდა, თუმცა იყო დადებითი შეფასებებიც. მაგალითად ასეთი: „ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ის შესამჩნევი...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
როცა ქალი კარიერას ანგრევს
ორი დღეა ინგლისში ვერაფრით გაურკვევიათ რატომ დაანება მსაჯობას თავი 32 წლის ბობი მედლიმ, რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. გუშინ მსაჯთა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მედლი „პირადი მიზეზების გამო” გადადგა, მაგრამ ეს იმდენად ბუნდოვანი ნათქვამი იყო, რომ ინგლისურ სოციალურ სივრცეში მკითხაობა, დანარჩენ მსოფლიოში კი მცირე რეაქცია გამოიწვია. მედლიმ პრემიერლიგაში პირველად 2013 წელს იმსაჯა, ეს გახლდათ „საუთჰემპტონისა” და „ვესტ...
კარგი სასიძოების გუნდი
უნაი ემერიმ „არსენალში” არსენ ვენგერი 22 წლიანი მმართველობის შემდეგ შეცვალა. ბასკი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში. ახლა ის ურთულესი ამოცანის წინაშე დგას, ლონდონის კლუბში ატმოსფერო უნდა შეცვალოს. საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში „არსენალს” ყველაზე მეტად ფეხბურთელების უპასუხისმგებლობას საყვედურობდნენ. „მეთოფეთა” ლეგენდა იან რაიტი ამბობს, რომ ემერის უპირველესი ამოცანაც სწორედ უდარდელი გარემოს...
მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო
ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას მორიგი კონფლიქტი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ახლა მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. მოურინიუ პოგბას აფრთხილებდა, პრესასთან ჩივილს თავი დაანებოს და თუ კლუბიდან წასვლა სურდა, ოფიციალურად ეთხოვა ტრანსფერი. ამაზე ფრანგმა ნახევარმცველმა უპასუხა, ამიერიდან ჩემთან ოფიციალურ საკითხებზე დალაპარაკება რომ მოგინდება აგენტ მინო რაიოლას მიმართეო. კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც პრემიერლიგის პირველი ტურის...
დე ბრუინის სერიოზული ტრავმა
„მანჩესტერ სიტი” შიშობს, რომ კევინ დე ბრუინს შობამდე უქმად ყოფნა მოუწევს — ბელგიელი დღეს ვარჯიშზე სერიოზულად დაშავდა. დე ბრუინი დაუყოვნებლივ გადააფრინეს ბარსელონაში, მაღალი დონის ტრავმატოლოგთან. ვარსკვლავის ინგლისიდან ბარსელონაში გამგზავრება სავარაუდოდ „სიტის” მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ალბათ მას თავის მშობლიურ ქალაქში ნაცნობი სანდო სპეციალისტი ჰყავს. დე ბრუინისთვის სერიოზული ტრავმა უცხო არ არის. 2016 წელს...
რამოსმა კლოპს შვიდი შეახსენა
იურგენ კლოპსა და სერხიო რამოსს შორის კამათი გრძელდება. ეს ის კამათია, რომელიც მაისის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში „ლივერულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „რეალის” მცველსა და კაპიტანთან ჭიდაობის მსგავს ორთაბრძოლაში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. თითქოსდა ჩამცხრალი ვნბათაღელვა გასულ კვირაში მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა განაახლა, როდესაც რამოსის „ნებისმიერ ფასად გამარჯვების სტილი” გააკრიტიკა. „რეალს”...
რონალდო საავადმყოფოშია
ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო პნევმონიით იბიცის საავადმყოფოში მოხვდა. 41 წლის ლეგენდას დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს და საღამოს კუნძულის „კან მისეს ჰოსპიტალში” დააწვინეს. როგორც ადგილობრივი გაზეთი „დიარიო დე იბიცა” წერს ფეხბურთელმა იმავე დღეს, შუაღამისკენ, კერძო საავადმყოფოში „ნუესტა სენიორა დელ როსარიოში” ითხოვა გადაყვანა. ექიმები იტყობინებიან, რომ რონალდო ჯერ კვლავ ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება, მაგრამ ავადმყოფობა ნელ-ნელა უკან იხევს. თუმცა,...
თანამსაჯს თავი გაუტეხეს
ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროლიგის შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივმა „შტურმმა” კვიპროსულ ლარნაკას აეკ-თან 0:2 წააგო, თანამსაჯს ტრიბუნიდან თავში საგანი გაარტყეს. შეხვედრა ცხადია შეწყდა. შვედ ლაინსმენს ფრედრიკ კლივერს თავიდან ადგილზე უმკურნალეს. მოგვიანებით „შტურმმა” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი კლუბისთვის ფეხბურთი ზეიმია, ხოლო გულშემატკივართა ასეთი ქცევა მიუღებელი. შვედურ მას-მედიასთან საუბარში გაცილებით მკაცრად ილაპარაკა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ სტეფან...
რივალდო: ნეი ბოლოს მაინც რეალში წავა
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა რივალდომ, რომელიც 1997-2002 წლებში „ბარსელონაში” თამაშობდა, თანამემამულე ნეიმარზე ლაპარაკის დროს თქვა: „ამ ეტაპზე ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში” დარჩება, მაგრამ თავს თუ მოვუყრი ყველაფერს, რაც მის შესახებ მსმენია, შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გადავა „რეალში”. ვიმეორებ, ნეი რომ კიდევ ერთი სეზონით საფრანგეთში დარჩება, ამას წყალი არ გაუვა, თუმცა…...
ლევანდოვსკი და ბაიერნი
რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნის” ახალ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს ელაპარაკა და დარჩენა გადაწყვიტა. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ბავარიელთა ხორვატ თავკაცს 29 წლის თავდამსხმელის გაშვება არ უნდოდა. „ვადასტურებ, რომ წუხელ მე და რობერტმა ვილაპარაკეთ, — თქვა კოვაჩმა, — მან კარგად იცის რასაც ვფიქრობ მის შესახებ და როგორ ვაფასებ მას. მისი მაღალი ოსტატობის ამბავი „ბაიერნში” ყველასთვის კარგად არის ცნობილი....









