Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)

Home ირაკლი ნინიძე
ჩანაწერი

კრიშტიანუს ჟესტებსაც კი ვბაძავდი

კილიან მბაპე დღეს 20 წლის გახდა. ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეობისკენ მიიწევს. „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა „ლე პარიზიენს” ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ. რას ნიშნავს ოცი წელი? არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. რომელი იყო თქვენი საუკეთესო დაბადების დღე? 14 წლის რომ გავხდი, ერთი კვირა „რეალში”...

ჩანაწერი

დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს

ჩრდილოლონდონური დერბის დროს დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს. ბოთლი ცხადია პლასტიკური იყო და ადვილი მისახვედრია, რომ ის ტრიბუნიდან ისროლეს. „არსენალის” მცველი სოკრატისი სასწრაფოდ მივარდა „ტოტენჰემის” ნახევარმცველთან დასახმარებლად. დელე ალი კი მეთოფეთა გულშემატკივრებისკენ შეტრიალდა და თითებით 2:0 აჩვენა. ინგლისური პრესა ყურადღებას ამახვილებს, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი იმავე თვეში მოხდა, როდესაც იმავე გუნდების შეხვედრაში „ტოტენჰემის” მავანმა ფანმა...

ჩანაწერი

ოლე — მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მწვრთნელი

„მანჩესტერ იუნაიტედი” დროებით მწვრთნელად თავის ყოფილ ვარსკვლავს ოლე გუნარ სულშერს ნიშნავს. სულშერი ნორვეგიელია. ადრე ქართულ პრესაში სოლსკიაერადაც მოიხსენიებოდა. მას უწოდებდნენ მკვლელს ბავშვის სახით. ის ფორვარდი იყო. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა” გუშინ მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიუ მოხსნა. „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს უნდოდა დროებითი მწვრთნელის ვინაობა 48 საათში დაესახელებინა, მაგრამ დაფარული ვადაზე ადრე გაცხადდა. საკუთრივ კლუბის...

ჩანაწერი

რა უნდოდათ პოგბას და დიბალას პარიზში?

პოლ პოგბას შესახებ დაირხა ხმა, რომ ის „იუვენტუსში” ბრუნდება. ეს ხმა განსაკუთრებით მას მერე გაძლიერდა, რაც ფრანგი პარიზში ჩაფრინდა, სადაც თავის ყოფილ თანაგუნდელს, არგენტინელ პაულო დიბალას შეხვდა. პოგბა და დიბალა სწორედ „იუვეში” თამაშობდნენ ერთად, შემდეგ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, დიბალა კი „ბებერ ქალბატონში” დარჩა. პოგბა პარიზში კვრა საღამოს გაემგზავრა, მას მერე, რაც „იუნაიტედმა” „ლივერპულთან” 1:3...

ჩანაწერი

ევრა?

„მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიუმ მოთამაშეების 90 პროცენტის მხარდაჭერა დაკარგა. თურმე, კლუბის ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა მწვრთნელი შეიცვალოს. ორი კვირის წინ, როდესაც „იუნაიტედმა” „საუთჰემპტონთან” 2:2 ითამაშა, „განსაკუთრებულმა” პოლ პოგბას ვირუსი უწოდა. „სანმა” შეიტყო, რომ სწორედ მაშინ უთხრა თავის მეგობრებს ფეხბურთელმა, რომელიც მოურინიუსთან კარგ ურთიერთობაშია, რომ მოთამაშეების 90 პროცენტი პორტუგალიელს აღარ...

ჩანაწერი

სიურპრიზი სერ ალექსისთვის

გუშინ, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი საშობაო სადილად ქალაქ მანჩესტერის ახალ, მოდურ რესტორან The Ivy-ს მიადგა, თურმე შესასვლელთან სიურპრიზი ელოდა. სიურპიზს ერქვა პოლ სქოულზი, გარი ნევილი, ნიკი ბათი და რაიან გიგზი — მისი დიდი გუნდის დიდი ვარსკვლავები. ეს ოთხი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა იმ ბავშვების გუნდიდან აიყვანა, მერე „კლასი 92″ რომ შეარქვეს. ბიჭები (თუ ყოფილი ბიჭები,...

ჩანაწერი

„ბაიერნს” „ლივერპულთან” შანსი არ აქვს

„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ წილსყრა სხვა ჯგუფების პირველადგილოსნებს აარიდებს. მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფლეი-ოფში მას სუსტი მეტოქე შეხვდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს ისეთმა გუნდებმა, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „რომა”, „ლიონი”, „ატლეტიკო” და „ლივერპული”. „შპორტ ბილდის” აზრით ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახიფათო...

ჩანაწერი

დისკვალიფიკაცია სერ ალექსს

სერ ალექს ფერგიუსონს ექიმებმა წითელი ბარათი ამოუღეს. მანჩესტერული კლუბის 76 წლის ლეგენდას გასულ შაბათს მატჩის გამოტოვება მოუხდა — „ფულემთან” 4:1 გამარჯვებას ვერ დაესწრო. საქმე ის გახლავთ, რომ მანამდე სერ ალექსი „წითელი ეშმაკების” ბოლო სამ შეხვედრას დაესწრო, რაც მისი მკურნალი ექიმების ჯგუფმა ზედმეტ ენთუზიაზმად ჩამოართვა. ბოლო სამ შეხვედრას რომ ვამბობთ, პირველ დეკემბერს საუთჰემპტონში ფრიად ემოციურ 2:2-საც ვგულისხმობთ,...

ჩანაწერი

ფეხბურთელების ცოლის ცრემლები

მაურო იკარდის ცოლი ვანდა ნარა ატირდა. მიზეზი: „ინტერი” ჩემპიონთა ლიგას ჩამოშორდა. ბოლო ტურში მილანელები „ეინდჰოვენს” შეხვდნენ, მათი კონკურენტი „ტოტენჰემი” კი „ბარსელონას” გაეჯიბრა. ორივე თამაში 1:1 დასრულდა. ფლეი-ოფში „ტოტენჰემი” გავიდა. არადა, „ნეროაძური” პსვ-თან ფავორიტად ითვლებოდა. სხვათა შორის, „სან სიროზე” ანგარიში პსვ-მ გახსნა, იკარდიმ თავურით გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს. ნარა „ინტერის” წარუმატებლობას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს...

ჩანაწერი

ამხილეს, მაგრამ… ამხილეს?

„ჩელსის” ფანი, რომელმაც „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს აგინა, დაისაჯა. მისი ვინაობა გამოვლენილია. როგორც თავად ამბობს, ამ ინციდენტის გამო სამსახური დაკარგა და იმ ოთხ გულშემატკივარს შორის მოხვდა, რომელთაც კლუბმა წლიური აბონემენტები ჩამოართვა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში, რომელიც ბოლო ტურში „სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ცხრილში პირველი პოზიცია დააკარგინა. პრემიერლიგის სათავეში „ლივერპული” მოექცა. ყბადაღებულ...