Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)

Home ირაკლი ნინიძე
ჩანაწერი

ფული პრობლემა არ არის!

„ბენფიკას” ხელმძღვანელებმა ჟოზე მოურინიუს შეუთვალეს, ფული პრობლემა არ არის, შენ ოღონდ პორტუგალიაში დარჩი და მუშაობა ჩვენს კლუბში დაიწყეო. „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაცს თანამემამულეები ლისაბონში დამკვიდრებას თხოვენ, თუმცა იმავდროულად დაირხა ბევრისთვის მოულოდნელი ხმა, რომ ფლორენტინო პერესმა ის შეიძლება „რეალში” დააბრუნოს. „ბენფიკამ” გასულ კვირაში თანამდებობიდან რუი ვიტორია მოხსნა და ახალი თავკაცის ძიებაშია. 55 წლის მოურინიუ კი დეკემბერში...

ჩანაწერი

კაილი უოქერის პრობლემა

ბოლო პერიოდში „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდისა და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი, 28 წლის კაილი უოქერი თითქოსდა ამოიჩემა. ზოგადად ფეხბურთის მოყვარულს შეიძლებოდა გამორჩენოდა, მაგრამ „სიტის” ფანებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ მან უოქერი დეკემბერში „ბორნმუთთან” და „ჰოფენჰაიმთან” არ ათამაშა, შემდეგ კი „კრისტალ პალასთან” ენდო და… ვაგლახ, უოქერმა უხეში შეცდომები დაუშვა. მას შემდეგ მცველი ისევ...

ჩანაწერი

შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბა

სერხიო რამოსს საკლუბო ფეხბურთში 590 თამაში აქვს ჩატარებული, რომელთაგან 24-ში ის მოედნიდან გააძევეს, მაგრამ… 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მისთვის წითელი ბარათი აღარ ამოუღიათ. არადა, ერთი წლის წინ, იმ ავბედით დეკემბრის თვეში, „რეალის” კაპიტანი ორჯერ გააგდეს — „ბილბაოსთან” და „დეპორტივოსთან”, მაგრამ მერე რაღაც მოხდა. ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა საქმისადმი დამოკიდებულება შეცვალა. სხვათა შორის, 32 წლის...

ჩანაწერი

საახალწლო ბომბარდირი

„კრიშტიანუ რონალდუს გაჩერება შეუძლებელია”, — წერს „გაძეტა დელო სპორტი”. „იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა „სამპდორიას” ორი გოლი გაუტანა (2:1) და ბომბარდირთა დავაში საახალწლოდ პირველ ადგილზე გადავიდა. ახლა მას 14 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 პენალტით. მეორე ადგილზე სწორედ „სამპდორიას” პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი მოდის. მას ერთი გოლით ნაკრები აქვს გატანილი, რომელთაგან ორი პენალტია. გაზეთი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოს...

ჩანაწერი

პულიშიჩური ფინიშის სწორს

„ლივერპული” სადაცაა „არსენალს” აჯობებს და „დორტმუნდის” ამერიკელ ვარსკვლავს, 20 წლის კრისტიან პულიშიჩს იყიდისო, წერს ინგლისური პრესა. ლაპარაკია იანვრის ტრანსფერზე. „ლივერპულის” გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, რომელიც მერსისაიდელებამდე სწორედ „დორტმუნდის” თავკაცი გახლდათ, სეზონის მეორე ნახევარში საჩემპიონო შტურმისთვის ემზადება და პულიშიჩით სურს გაძლიერება. არადა, ვაჭრობა თავიდან „არსენალმა” დაიწყო. „მეთოფეებმა” დორტმუნდელებს 35 მილიონი გირვანქა (39 მილიონ ევრომდე) შესთავაზეს, მაგრამ...

ჩანაწერი

რუნი „ოლდ ტრეფორდზე” გაჩხრიკეს

ეს ცნობა, რომელიც უშუალოდ ფეხბურთის თამაშს არ ეხება, ალბათ უფრო დასაფიქრებელია. ფოტოზე ხედავთ რაც ხდება: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესეო ბომბარდირი უეინ რუნი „ოლდ ტრეფორდზე” მივიდა თავისი მეგობრისა და თანაგუნდელის ოლე გუნარ სულშერის მხარდასაჭერად — სულშერი ჟოზე მოურინიუს ნაცვლად „იუნაიტედის” დროებით მწვრთნელად დანიშნეს — და მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში რუნის სტიუარდი კი არა,...

ჩანაწერი

გაჭიანურებული თერაპია

„ბარსელონას” სამედიცინო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი ფრანგი მცველი, მსოფლიოს ჩემპიონი სამუელ უმტიტი მკურნალობის გასაგრძელებლად კატალონიის დედაქალაქში ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უმტიტი დაბრუნდება ყატარიდან, სადაც ის თერაპიის კურსს გადიოდა. კლუბში ფრანგის მდგომარეობა ფრიად აწუხებთ. 28 სექტემბრის შემდეგ მცველი დაშავებულია. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა „ვანდა მეტროპოლიტანოზე”, „ატლეტიკოს” წინააღმდეგ. შეხვედრა 1:1 დასრულდა....

ჩანაწერი

MVP – ხენტო პაპის გასახარად!

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ (MVP) „რეალის” 23 წლის ნახევარმცველი მარკოს ლორენტე დაასახელეს. ლორენტე მადრიდშია დაბადებული. ის 2008 წელს, 13 წლისა შეუერთდა „რეალის” ბავშვთა სკოლას. მარკოს ლორენტე მადრიდელთა ლეგენდარული გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს დის შვილიშვილია. მამამისი ფრანსისკო ლორენტე ხენტო ასევე გარემარბი გახლდათ. ის თამაშობდა „ატლეტიკოში”, „რეალსა” და „კომპოსტელაში”. ყველაზე მეტი შეხვედრა (106) „რეალის”...

ჩანაწერი

მესი 20 მილიონით გაიაფდა

რა ხდება ესპანურ ფეხბურთელთა ბაზარზე? ვინ გაძვირდა და ვინ გაიაფდა? Transfermarkt.de-მ ლა ლიგის ფასები გამოაცხადა, სადაც ყურადღება ლეო მესის გაიაფებამ მიიპყრო. „ბარსელონას” ლიდერი 180 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 160 მილიონი ღირს. ეს მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის მეეორე გაიაფება ყოფილა კარიერაში. პირველად მესი 2008 წლის თებერვალში გაიაფებულა, როდესაც არგენტინელის ფასმა 60-დან 55 მილიონამდე დაიკლო. ანალიტიკოსები წერენ,...

ჩანაწერი

ისკო ქალაქზე ფიქრობს

როგორც ესპანური AS იტყობინება, ისკო სერიოზულად განიხილავს „რეალის” დატოვებისა და „მანჩესტერ სიტიში” გადასვლის ვარიანტს. ინტერესი „ქალაქელთა” კატალონიელი თავკაცისგან პეპ გვარდიოლასგან მოდის. ისკოსაც ძალიან აწყობს „ეტიჰედზე” გადაბარგების ვარიანტი. ეს ყველაფერი ჭორი და ზერელე ლაპარაკი არ გეგონოთ. რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან მადრიდს აგენტი ჩაფრინდა, რომელიც „რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერლიგის ჩემპიონის ინტერესზე დაუწყო ლაპარაკი. მალაგელი გამთამაშებელი „რეალში”...