— ლეო მესისთან პაექრობა ხომ არ გენატრებთ? — ჰკითხეს „გაძეტა დელო სპორტისა” და „კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუს. „ცოტათი ალბათ მენატრება, — უპასუხა მან, — კარიერის განმავლობაში მე ვთამაშობდი პორტუგალიაში, ინგლისში, ესპანეთში, ახლა იტალიაში ვარ. ის კი ესპანეთიდან არ გასულა. ასე რომ შესაძლებელია მას უფრო ვჭირდები მე, ვიდრე მე ის. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მიყვარს...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
ჩელსის ფანებმა სტერლინგს რასისტულად აგინეს
პოლიცია და „ჩელსი” „მანჩესტერ სიტის” საჩივარს იკვლევენ — „ქალაქელების” თქმით შაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე”, მათ ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის დიდ დაპირისპირებაში „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ლიდერობა დააკარგინა. 16 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში „ლივერპული” მოექცა. ტელეკომპანია BT Sport გამომძიებლებს დახმარებას და საქმეში კარგად გასარკვევად ვისაც ჯერ არს შესაფერისი კადრებით მომარაგებას დაჰპირდა. კადრებში...
ბედნიერი
ტონი კროოსამდე გერმანელ ფეხბურთელს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა (თასი) არ მოუგია. 28 წლის კროოსმა ეს „რეალის” შემადგენლობაში შეძლო. და მართალია, მიმდინარე სეზონი მისთვის და „ლოს ბლანკოსისთვის” რთულად მიდის, ფეხბურთელმა ჟურნალ „ესკვაირის” ესპანურ გამოშვებას უთხრა, რომ თავს მაინც ბედნიერად გრძნობს. „იღბლიანი კაცი ვარ. მყავს ოჯახი, ყველანი ჯანმრთელად ვართ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს”, — თქვა ნახევარმცველმა, რომელსაც...
მწვრთნელის ყიდვა…
„მანჩესტერ იუნაიტედი” 40 მილიონი გირვანქის გადადებას აპირებს — „ოლდ ტრეფორდზე” უნდათ, რომ მომავალი სეზონიდან მათი გუნდი მაურისიო პოჩეტინიომ გაწვრთნას და როგორც ჩანს ამ თანხის „ტოტენჰემ ჰოთსპურისთვის” გადახდას აპირებენ. ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელთა აზრით არგენტინელი ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც ისინი გუნდს ანდობენ. საინტერესოა, რომ „იუნაიტედის” ამჟამინდელ მწვრთნელს ჟოზე მოურინიუს კონტრაქტში ჰქონია პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ ის გუნდს...
ძვირი კრიშტიანუ
მართალია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში კინაღამ „მილანის” ფეხბურთელი გახდა? მასიმილიანო მირაბელის მტკიცებით, სწორედაც ასე იყო. მირაბელი კი ივლისამდე მილანელთა სპორტული დირექტორი გახლდათ. მან „ტელელომბარდიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „რონალდუსთან და მადრიდის „რეალთან” ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის „მილანმა” ჩაშალა. ბოლო წამს კლუბმა მითხრა, რომ პორტუგალიელის გადმოსაყვანად ფული არ ჰყოფნიდა”. შესაბამისად, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო...
ისკო და ზამთარი
პორტალი OK წერს, რომ ისკოსთვის „რეალიდან” გასასვლელი კარი სულ უფრო და უფრო ფართოდ იღება და რაც მთავარია, მალაგელი თავადაც არ არის „თეთრების” დატოვების წინააღმდეგი. ბოლო ხმების თანახმად, ვარსკვლავი ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ელოდება. აქამდე ბევრს ლაპარაკობდნენ მის ცუდ ფიზიკურ ფორმაზე, ახლა კი სანტიაგო სოლარისთან ცუდი ურთიერთობის თემაც დაემატა. OK-ს რედაქტორმა ედუარდო ინდამ ტელეშოუ El Chiringuito de...
ოქროს ბურთი ოქროს ხორვატს!
„ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა 33 წლის ხორვატი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ხმების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის გადაასწრო და მათ ათწლიან ბატონობას წერტილი დაუსვა. რონალდუ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველობდა, ამჯერად მეორე იყო. მესამე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, ფრანგი ანტუან გრიზმანი; მეოთხე მისი თანამემამულე კილიან მბაპე, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზითაც დააჯილდოვეს —...
პოლ პოგბა ოთახში დადის და ხალხს აავადებს
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „საუთჰემპტონის” შეხვედა 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ პოლ პოგბა ვირუსია, რომელმაც მისი გუნდი დააავადა. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს საუთჰემპტონში, „სენტ მერის” სტადიონზე პირდაპირ გასახდელში, თანაგუნდელების თვალწინ შეუტია. „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ხმების თანახმად სწორედ იქ უწოდა ჟოზემ პოგბას ვირუსის გამავრცელებელი. „შენ იმ ვირუსიან ადამიანს ჰგავხარ,...
ძირს ორშაბათი!
„დორტმუნდის” შვეიცარიელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მხარს უჭერს იმ გერმანელს გულშემატკივრებს, რომლებიც ორშაბათობით ბუნდესლიგის თამაშების გაუქმებას ითხოვენ. „ორშაბათის თამაშებს აბსოლუტურად გავაუქმებდი. მათი არსებობა უბრალოდ სასაცილოა”, — თქვა ფავრმა „ფრაიბურგთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. ამ შეხვედრის პირველი ტაიმის უმეტესი დრო (დათქმული იყო 20 წუთი), გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქის მსგავსად, დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა საპროტესტო დუმილში გაატარეს. ფავრი: „გულშემატკივრების დუმილმა გული...
თქვენ მე თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებთ
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ ინგლისში არც ერთ უცხოელ მწვრთნელს ისე არ აკვირდებიან და აკრიტიკებენ, როგორც მას. პორტუგალიელის აზრით მისი კოლეგები პეპ გვარდიოლა, მაურიციო სარი და იურგენ კლოპი გაცილებით იოლ პირობებში არიან. „მითხარით ერთი, რატომ ტყდება ყოველთვის ერთი ამბავი, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ამა თუ იმ ფეხბურთელს ვერ დაინახავენ? თან მიზეზს ყოველთვის დისციპლინის დარღვევაში ან მწვრთნელში...





