„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, საქართველოს დროით 23 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება! „რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” მეორე კონტინენტური დაპირისპირება ბუენოს აირესიდან 9600 კილომეტრით გადაიტანეს. მიზეზი: განრიგით დანიშნულ დღეს, „რივერ პლეიტის” ხულიგანმა ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს და ფეხბურთელები დაასახიჩრეს. არგენტინის პოლიციამ ვერც მაშინ შეძლო უსაფრთხოების დაცვა და როგორც...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
კოვაჩის წინააღმდეგ ოთხი ფეხბურთელია
კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულმა „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგაში „ბენფიკას” 5:1 დამარცხების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მას კი არ მოხსნიან, არამედ ფეხბურთელების მხარდაჭერით გაძლიერებულს შემდგომი მუშაობის საშუალებას მისცემენ. „ბენფიკასთან” მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კოვაჩმა თქვა: „გუნდში სულ ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ არიან და ისინი ჩემს მომხრეებს არ ელაპარაკებიან. მე კი უმრავლესობა მიჭერს მხარს და დღევანდელ შეხვედრაში...
გენუა მზად არის ბოკას და რივერის სამასპინძლოდ
იტალიის ქალაქმა გენუამ „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” თავი ლიბერტადორესის თასის საპასუხო შეხვედრის ჩატარების ადგილად შესთავაზა. მიზეზი: ორივე არგენტინული კლუბი ფესვებით გენუას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ „სუპერკლასიკოდ” წოდებული ბუენოს აირესის დერბი ამ შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბს გასცდა და კონტინენტური შეჯიბრების ფინალის სახით მოგვევლინა. პირველ შეხვედრაში „ბოკამ” და „რივერმა” 2:2 ითამაშეს, საპასუხო კი ვერ გაიმართა, რადგან „რივერ პლეიტის”...
რატომ დაიხატეს იტალიაში ლოყაზე სისხლი?
ვინც გასულ უქმეებზე სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრებს უყურა ყურადღებას მიაქცევდა, რომ ბევრ ფეხბურთელს და ასე განსაჯეთ მსაჯებსაც კი ლოყა „სისხლით” ჰქონდათ მოთხუპნლი. ეს გახლდათ აქცია, რომლითაც იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებმა ძალადობის მსხვერპლ ქალებს თანადგომა გამოუცხადეს. ცხადია, ქალთა მხარდაჭერის დღე ფეხბურთელებს არ მოუგონიათ, ის გაეროში მოიფიქრეს, აპენინებზე კი სოლიდარობა გამოუცხადეს. ლოყა წითლად ჰქონდა შეღებილი „იუვენტუსის” მეგავარსკვლავ...
ტრამპი, მეი, პუტინი და არგენტინელი იდიოტები
თამაში, რომელსაც არგენტინის საუკუნის დერბის უწოდებდნენ კიდევ ერთხელ გადაიდო, ამჯერად გაურკვეველი ვადით. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მედია ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა 8 დეკემბერს ჩაატარონ. ლაპარაკია „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალურ შეხვედრაზე „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” შორის. პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. კონმებოლის პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმიტმა განაცხადა: „ამ ეტაპზე ორივე გუნდის თანაბარ პირობებში ჩაყენება ვერ მოხერხდება....
ჯობს სალაჰი ლივერპულიდან წავიდეს
გუშინ „ლივერპულმა” „უოტფორდს” სტუმრად 3:0 მოუგო. მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ შორია, ეგვიპტის ნაკრების ახალ მწვრთნელს, 59 წლის მექსიკელ ხავიერ აგუირეს კი არ მოსწონს, რომ მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავი, 26 წლის მოჰამედ სალაჰი კვლავ დიდი ტიტულის გარეშე დადის. „თუ ერთ-ორ წელიწადში „ლივერპული” ისევ...
ყველაზე დიდი სიხარული: თავისი გუნდის დამარცხება!
იურგენ კლოპს „ლივერპულში” მუშაობის სამი წელიწადი შეუსრულდა და New Balance Football-თან ინტერვიუში განვლილ პერიოდს გადახედა. 51 წლის გერმანელს სთხოვეს გაეხსენებინა მისი მერსისაიდზე მუშაობის საუკეთესო მომენტი. საინტერესოა, რომ მან არც კი ახსენა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება, სადაც „წითლები” ფინალში გავიდნენ და მხოლოდ იქ დამარცხდნენ „რეალთან”. ხსენებული სამი წლის განმავლობაში 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა კლოპმა 2016...
არ ვიცნობ, მაგრამ მადლობელი ვარ
ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი „დორტმუნდის” ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა, არადა სულ 20 წლისა გახლავთ. ის გერმანიაში 2015 წელს გადმობარგდა, როდესაც ჯერ კიდევ საყმაწვილო გუნდის ფეხბურთელი იყო. მაშინ „დორტმუნდის” დიდ გუნდს იურგენ კლოპი წვრთნიდა და პულიშიჩი უკვე თვალში მოსდიოდა. „ჯერაც ყმაწვილთა გუნდში ვთამაშობდი, როდესაც კლოპმა პირველად მავარჯიშა პროფესიონალებში, — მოყვა ამერიკელმა „გოლთან” ინტერვიუში, — ამით მან დიდი...
რა წესები შეიძლება შეიცვალოს ფეხბურთში?
IFAB მოგეხსენებათ რაც არის: ეს გახლავთ ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო, რომელშიც შედიან ინგლისის, შოტლანდიის, ჩრდილო ირლანდიის, უელსის ფეხბურთის ასოციაციები და ფიფა. საბჭოს ოფისი მდებარეობს ციურიხში. საბჭო იგონებს, განიხილავს, ცვლის და ამტკიცებს ფეხბურთის წესებს. დღეს IFAB-ს მორიგი თათბირი აქვს. დღის წესრიგშია ათი საკითხის განხილვა. მართლა შეიცვლება თუ არა ფეხბურთის წესებში რამე, ამას 2019 წლის მარტში ხსენებული ორგანიზაციის ასამბლეა...
ლივერპულის და ბარსას პირობა
„მირორი” წერს, რომ „ლივერპულს” და „ბარსელონას” გარიგება აქვთ. წინაისტორია ასეთია: გასულ იანვარს მერსისაიდელებმა კატალონიელებს 142 მილიონ გირვანქად ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ მიჰყიდეს. თავდამსხმელს „კამპ ნოუზე” გადასვლა კიდევ უფრო ადრე, 2017 წლის ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კატეგორიული უარი განაცხადა და როდესაც ნაახალწლევს ტრანსფერი მაინც შედგა, Cadena Ser-ისა და AS-ის ინფორმაციით „წითლებმა” „ბარსელონას” პირობა დაადებინეს, რომ კოუტინიუს შეძენიდან სამი...









