ბრაზილიისა და კამერუნის ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარი დაშავდა, ხოლო საფრანგეთისა და ურუგვაის მატჩში კილიან მბაპე. სხვა სიტყვებით, „პარი სენ ჟერმენს” ერთბაშად ორი მთავარი თავდამსხმელი გაუხდა საექიმო და ეს ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” თამაშამდე ერთი კვირით ადრე. მეორე მხრივ, თუ ტრავმები სერიოზული არ არის, მათ დასაამებლად ერთი კვირა საკმარისი დროა. ბრაზილიამ კამერუნს, ხოლო საფრანგეთმა ურუგვაის ერთნაირი ანგარიშით მოუგეს...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
საოცარი აცილება (ვიდეო)
გუშინ, აფრიკის ერთა თასის შესარჩევ შეხვედრაში ლესოტომ ტანზანიას უმასპინძლა და ნკაუ ლეროთოლის გოლით 1:0 მოუგო. ეს გახლდათ L ჯგუფის თამაში. 5 ტურის შემდეგ ლესოტო მეორე ადგილზეა, ტანზანია მესამეზე. ჯგუფს 13 ქულით ანუ მთელი 8 ქულიანი უპირატესობით უგანდა ლიდერობს. ხსენებულ შეხვედრაში ლესოტოს კიდევ ერთიგოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ტუმელო ხუტლანგმა აი, ასე ააცილა:
დემბელეს შპანა ბარსელონაში
„ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის ოსმან დემბელეს შესახებ ბოლო დროს რამდენჯერმე მოგახსენეთ. მიზეზი: 21 წლის ფეხბურთელმა თავისი დაგვიანებებითა და უდისციპლინობით კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები შეაწუხა. ერთი ხნის წინ მსოფლიოს მოედო ამბავი, რომ დემბელე ავად გახდა, ენტეროვირუსი სჭირდა და ვარჯიში გააცდინა, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ის იყო, რომ სანამ ავადმყოფობის ამბავს შეიტყობდნენ, ბარსელონელები მას ვერაფრით უკავშირდებოდნენ. ახლა, ორიოდ კვირა...
აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!
ედენ აზარს ცოტა ხნის წინ თანაგუნდელმა ოლივიე ჟირუმ ჯადოქარი უწოდა, მაგრამ „ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავს ამ ეტაპზე ქება-დიდების მოსმენა არ სურს. ის ამბობს, რომ წლეულს „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთს” არ იმსახურებს, თუმცა იმასაც პირდაპირ დასძენს, რომ ჯილდო არც ხორვატ ფავორიტს ლუკა მოდრიჩს ეკუთვნის. „ადრე რომ ეკითხათ ვიტყოდი, რომ ღირსეული გამარჯვებული მოდრიჩი იქნებოდა, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული ოქტომბრის...
დიდი ბრძოლა კატალონიელი დანი ოლმოსთვის
„დიარიო სპორტი” 20 წლის კატალონიელი ფეხბურთელის დანი ოლმოს ბედით დაინტერესდა. დანი ოლმო, რომლის სრული სახელია დანიელ ოლმო კარვახალი, 2014 წელს ყველას გასაკვირად ზაგრების „დინამოში” გადავიდა და დღეს მისი გადაბირება ევროპის გრანდებს სურთ. გაზეთი წერს, რომ აქამდე ხსენებული გრანდები ნაკლებად აქტიურობდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ზაფხულამდე გარემარბის ხელში ჩაგდება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ახლა კი ისინი გააქტიურდნენ და...
ლებრონ დიდი!
ლებრონ ჯეიმსი NBA-ს იტორიაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მეხუთე გახდა — მან თვით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაუსწრო. ეს „ლეიკერსისა” და „პორტლენდის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც „ლეიკერსმა” 126:117 მოიგო. 33 წლის ჯეიმსმა ჩემბერლენს თამაშის მეოთხე მეოთხედში გადაასწრო. ჩემბერლენის მონაგარი კი თამაშიდან ნატყორცნი 31 419 ქულა გახლდათ. ლებრონის ანგარიშზე ახლა 31 425 ქულაა. მან „პორტლენდთან” სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა —...
ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო
„ჩელსის” ორწლიანი სატრანსფერო დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი: უცხოელი ბავშვების გადაბირება. ასეთი მკაცრი სასჯელი დასავლეთ ლონდონელებს 18 თვის წინ გაყიდული ფეხბურთელის გამო ელით. „ფუტბოლ ლიკსის” ცნობით ფიფას შესაბამისი სამსახურები „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ 19 ყმაწვილის უკანონოდ მიყვანის საქმეს იძიებენ. ძიება ჯარ არ დამთავრებულა. საბუთები, რომელთა თანახმად „ლურჯებს” ზემოთ ნახსენები ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელით, ამ ბოლო დროს გააქტიურებულმა „ფუტბოლ ლიკსმა”...
კლოპმა ჯიბეში ხელი ჩაიყო
დღე ისე არ გავა, 21 წლის ფრანგ თავდამსხმელზე ოსმან დემბელეზე რაიმე ახალი რომ არ ითქვას. ამჯერად, „სანმა” გამოაცხადა, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ლივერპულის” მწვრთნელის იურგენ კლოპის ინტერესი ბარსელონელის მიმართ. კლოპი მზად ყოფილა მასში 85 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, რაც კლუბის რეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი თანხა, რომელიც გერმანელმა მწვრთნელმა ფეხბურთელში გადაიხადა 75 მილიონი გირვანქა გახლდათ. ამ...
რატომ იკამათეს პიკემ და სუარესმა?
კატალონიური გამოცემა „სპორტი” „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” „ბეტისთან” დამარცხების თემას უბრუნდება და ყურადღებას მასპინძელთა ორი წამყვანი ფეხბურთელის, ჟერარდ პიკესა და ლუის სუარესის მატჩისშემდგომ კამათზე ამახვილებს. მართალია, ორივე ცდილობდა პირზე ხელი აეფარებინა, რათა ვერავინ მიმხვდარიყო, თუ რაზე შელაპარაკდნენ, მაგრამ კამერებმა მაინც მოახერხეს მათი ტუჩების მოძრაობის დაფიქსირება და დადგინდა, რომ დავის საგანი უხეირო პასი გახლდათ. „სპორტი” წერს, რომ...
გიჟი იყო!
არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიჩელისმა 2003-2010 წლები „ბაიერნში” გაატარა. აქედან ორი სეზონის განმავლობაში მისი მწვრთნელი ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი გახლდათ, რომელიც დემიჩელსისს მთლად კარგად არ დაამახსოვრდა. „ის ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი არ ყოფილა, მაგრამ ალალი გიჟი იყო”, — თქვა 37 წლის ვეტერანმა არგენტინულ „ლა ნასიონთან” ინტერვიუში. დემიჩელისის ყვება, რომ ვან გაალი ექსცენტრული ადამიანია, რომლის საქციელი...









