ესპანური „ლოს რიკოს ტამბიელ ლორანის“ (ქართულად ითარგმნება, როგორც „მდიდრებიც ტირიან“; მექსიკური სერიალი იყო 90-იან წლებში) კორესპონდენტმა როხელიო სალვატიერომ ინტერვიუ სთხოვა იტალიური სერია B–სა და ესპანური მეორე დივიზიონის ცნობილი გუნდების წვრთნით სახელგანთქმულ იუგოსლავიენ სპეციალისტს, ზლობომირ აგრესოვიჩს, რომლისგანაც აგრესიული თანხმობის მიღების შემდეგ საუბრის ადგილიდან მიიმალა. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ევროკავშირის სამძებროს სპეცაგენტების გარდა უამრავი მოხალისეც მონაწილეობდა. ჟურნალისტ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ასე ლიდერობენ ბარსელონები
ვერ გეტყვით რა კავშირშია კატალონიის რეფერენდუმთან და საერთოდ აქვს თუ არა პოლიტიკასთან რაიმე საერთო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის “ბარსელონა” სპორტის შვიდ სახეობაში ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს. ფეხბურთელთა გუნდი “ლა ლიგის” ცხრილის სათავეშია, შესაძლო 24-დან მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული. ხუთი ტურიდან ხუთივეში გაიმარჯვა ფუტსალის გუნდმა. დანარჩენ სახეობებში კი “ბლაუგრანა” ასე შთამბეჭდავად ვერ ლიდერობს, მაგრამ ბურთების სოლიდური...
ისტორიული გოლი „ვანდაზე“
„ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა მეტოქე გუნდის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალაშენებულ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ლა ლიგას“ შეხვედრაში მასპინძლებს გოლი შეუგდო. მადრიდელთა და ბარსელონელთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. „ატლეტიკო“ საულის გოლით 21-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ ურუგვაელმა 82-ე წუთზე გაათანაბრა. „მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და ფრეზე მეტს ვიმსახურედით, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს შესანიშნავად...
დღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!
მსოფლიო ფეხბურთის „ხაზეინებმა“ ბოლო ოც-ოცდახუთ წელიწადში იმდენი ქნეს, რომ უმაღლეს დონეზე სულ ხუთი-ექვსი გუნდიღა თამაშობს და მათგანაც პირველმა ორმა, ძალიან რომ მოინდომოს, მეხუთეს და მეექვსეს ალბათ შეკვეთილი ანგარიშით მოუგებს. დანარჩენ დედამიწელებს კი ისღა დაგვრჩენია, ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნების კლუბებს შევხაროდეთ. მადრიდის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ სწორედ ხსენებულ ხუთეულ-ექვსეულში შედიან და დღეს, საქართველოს დროით 22 საათსა და...
გაისად ვაისი?
დამთავრდა შესარჩევი შეჯიბრება. ახლა ის დროა ვიკითხოთ: ვაისი გამოგვადგა? რა ჯობს, დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ წავიდეს? ამ კითხვაზე ჩემი მოკრძალებული პასუხი მარტივია: თუკი ვაისს რომ გავეყრებით მერე ვუისს შევეყრებით, მაშინ დარჩეს. რამდენი ხანია ჩვენში ერთსა და იმავეს ბჭობენ. ზოგი უცხოელ მწვრთნელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ქართველს. ერთი რომ ამბობს უცხოელებმა ფეხბურთი ქართველებზე უკეთ იციანო, მეორე...
ვან გაალის ტრანსპორტირი და აგრესოვიჩის აგრესია
გერმანიის ქალაქ მაინის შვარცენკირხენნოელშლოსენში უეფას მწვრთნელთა სემინარი გაიმართა. 222 მსმენელის წინაშე ლექციებით წარსდგნენ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტები, ლუის ვან გაალი, ფაბიო კაპელო, ალექს ფერგიუსონი, ოტმარ ჰიცფელდი და ზლობომირ აგრესოვიჩი. მათ თანამედროვე ტაქტიკის კვაზიპერპენდიკულარულ განვითარებაზე ისაუბრეს. ვან გაალის ლექციის თემა გახლდათ „ლეკალოს და ტრანსპორტირის როლი 4-4-2 განლაგების დამუშავებაში“, კაპელოსი — „1:0-ის უპირატესობა სხვა ანგარიშებთან შედარებით და...
ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე
ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ...
ჩემი კარში შევყარე
ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები...
ოპტიმისტური რეპლიკა
მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს… მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან...
სად გაყიდა ინტერმა რონალდო, რონალდო და რონალდო?
მადრიდის „რეალმა“ ბოლოს და ბოლოს შეძლო კრისტიან ვიერის ყიდვა, ოღონდ ძვირი დაუჯდა: 30 მილიონ დოლარს პლუს რობერტო კარლოსი, მიჩელ სალგადო და რაული. გარიგების თანახმად პირველი „იუვენტუსში“ გადავიდა, მეორე „მანჩესტერ იუნაიტედში“, ხოლო მესამე „ბარსელონაში“. 30 მილიონი „პარი სენ ჟერმენის“ ანგარიშზე ჩაირიცხა. სანაცვლოდ, „ინტერმა“ „მიდლსბროში“ გაყიდა რონალდო, „არსენალშიც“ გაყიდა რონალდო და „პარმაშიც“ გაყიდა რონალდო, რასაც „ლაციოს“ ანგარიშზე...









