Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
რუმენიგე საზმაუს ითხოვს
ჩანაწერი

რუმენიგე საზმაუს ითხოვს

ლეგენდარული კარლ-ჰაინც რუმენიგე ძალ-ღონის დაუშურველად ცდილობს დაამტკიცოს, რომ გერმანიაში ჩემპიონთა ლიგას არაკომერციული (უფასო) ტელევიზიები უნდა გადაცემდნენ. „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „ამასწინათ პრესაში გამოქვეყნდა ტელემაყურებელთა სტატისტიკა. თურმე, მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგა ZDF-ზე (საზოგადოებრივ მაუწყებელზე) აღარ გადაიცემა, მას მაყურებელთა 84% მოაკლდა. ამიტომაც ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უეფასთან ბალანსში ვიყოთ და...

ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო
ჩანაწერი

ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო

ხორვატიას გაუმარჯოს! ოთხმილიონიანი ერის, ვაჟკაცი, მებრძოლი ხალხის ქვეყანას. დედამიწის ლამაზ კუთხეს. ედემს. გაუმარჯოს ხალხს, რომელსაც დიდი, ხარბი და დაუნდობელი სახელმწიფოების ფერხულში გადარჩენა სურს, თავის დამკვიდრება უნდა. ვისაც თავისი შვილების ყოველ წარმატებაზე თვალს ცრემლი ადგება და სწორედ ამ ცრემლის ეშხით არ აკლია წარმატება. რომელსაც სწამს, რომ მსოფლიოს მწვერვალზე თავისი ადგილი ეკუთვნის და ამ რწმენით ანთებული მიზნისკენ...

როცა ჯიგარი ხარ!
ჩანაწერი

როცა ჯიგარი ხარ!

აუ, რა გამახსენდა. იქნება ასე, ათი-თორმეტი წლის წინანდელი ამბავი. საქართველოს თასის მერომელიღაცედფინალი იყო, ერთი გუნდი მეორეს ძალიან სჯობდა. გაუტანა ერთი, გაუტანა მეორე, გაუტანა მესამე… პირველ ტაიმში ხდება ეს ყველაფერი. ჰოდა, გაუტანა მეოთხეც. დაუტყაპუნეს თანაგუნდელებმა გოლის ავტორს ბეჭებზე ხელი. გადმოვიდნენ ცენტრს აქეთ და უცებ მესმის: — არა უშავს, ბიჭებო! არა უშავს! ე! მეხამუშა. კარგად დავაკვირდი. აშკარად...

ჩიტების კოლექციონერი
ჩანაწერი

ჩიტების კოლექციონერი

ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტო რიველინო 1946 წლის 1 იანვარს სან პაულუში დაიბადა და შაბათს, ახალ წელს 58 წლისა ხდება. თამაშობდა „კორინთიანსში“, „ფლუმინენსეში“ და „ჰილიალ ერ რიადში“ (საუდის არაბეთი). ფეხბურთის თამაშს კი 1981 წელს დაანება თავი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 94 შეხვედრა, გაიტანა 26 გოლი. პირველი მატჩი: 1968 წლის 9 ივნისს ურუგვაის წინააღმდეგ მონტევიდეოში (2:0). ბოლო მატჩი: 1978...

ბედნიერება
ჩანაწერი

ბედნიერება

მზიანი დარი ბედნიერებაა. ბედნიერებაა, როდესაც სიცივე უკან იხევს, თხელ ქურთუკს იცვამ და გაზაფხულს სუნთქავ. ბედნიერებაა, როდესაც სტადიონი ივსება. ბედნიერებაა, როდესაც ტრიბუნაზე მრავალი ქალია, მრავალი ბავშვი. ხედავ ოჯახებს, შეყვარებულებს, ლოყებზე დახატულ დროშებს, ფერად ტანსაცმელს, ბაირაღებს, ტალღებს. ისმის სიცილი. ბედნიერებაა, როდესაც მოედანზე ჩვენს ბიჭებს ხედავ. ჩვენს მორაგბეებს. ერთ მათგანსაც არ ვიცნობ და შორიდან რომ ვუყურებ, ასე მგონია,...

გინდა ვენგერი იყავი და…
ჩანაწერი

გინდა ვენგერი იყავი და…

ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა… არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა გამოთვლილიო. ეტყობა, ყველაფერი უკვე ისე იყო წამხდარი, რომ მათემატიკა აღარ შველოდა. ჩვენში ამას აჭრას ეძახიან. რომ...

შავი, გიჟი კაცი
ჩანაწერი

შავი, გიჟი კაცი

შონ რაიტ-ფილიპსი და ბრედლი რაიტ-ფილიპსი „მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ძმები არიან და თუ შავ იუმორად არ ჩამოგვართმევთ, გეტყვით, რომ ძალიან გაუმართლათ, მათი დედა მამა ფილიპსს რომ გაეყარა და „არსენალის“ ცნობილ თავდამსხმელს, იან რაიტს მიეცა ცოლად. იმიტომაც არიან ახლა ძმები რაიტ-ფილიპსები ფეხბურთელები, ხოლო დიდი იან რაიტი მოწიწებით დაბრძენებულა ტრიბუნაზე და გამზრდელი მამის ცრემლს იწმენდს. ერთხელ განრისხდა მხოლოდ,...

თბილისიდან ზესტაფონში მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრის ჩანაწერები
ჩანაწერი

თბილისიდან ზესტაფონში მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრის ჩანაწერები

2003 წლის 12 ოქტომბერს მზე ანათებდა. თარიღი ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ ნაბახუსევზე მძიმედ ვიყავი — ოქტომბრის მეთორმეტე დღეს ყოველ წელიწადს მძიმედ ვარ. თერთმეტში ახლობელთან დალევა მიწევს. მიკროავტობუსის საჭესთან ბატონი ჯუმბერი იჯდა.  სალონში ხუთი-ექვსი კაცი ვისხედით. ზესტაფონისკენ გავეშურეთ. ადრე გასულებს დრო გვქონდა და ბატონმა ჯუმბერმა რაღა გვირაბში გავძვრეთ, რიკოთზე ავიდეთ, ლამაზი ბუნებააო. თამაში, რომლის სანახავად...

სამი თითის კომბინაცია
ჩანაწერი

სამი თითის კომბინაცია

ეს ჩანაწერი შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, რადგან ყოფილი თხუთმეტი წლის ბიჭის მოგონებაა და დღევანდელ ამბებთან კავშირში არ არის.  ბიჭი მე ვარ, ხოლო ის, რაც გამახსენდა დიდი-დიდი ხუთ წუთს გრძელდებოდა. არც კი ვიცი რამ მომაგონა ან ღირდა კი საერთოდ ამ ტექსტის ასაკრეფად ლეპტოპის ჩართვა? 1979 წლის 7 ნოემბრის დილას, კლასელებთან ერთად რუსთაველზე, მელიქ-აზარიანცის სახლთან, შუა ქუჩაში ვიდექი....

შავი მანქანით წაყვანილი ბატიგოლი მოედნიდან გავიდა
ჩანაწერი

შავი მანქანით წაყვანილი ბატიგოლი მოედნიდან გავიდა

გაბრიელ ომარ ბატისტუტა დაიბადა 1968 წლის 1 თებერვალს. 2005 წლის 14 მარტს კი მსოფლიო სააგენტოებისა და ინტერნეტსაიტების საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ის ფეხბურთიდან მიდის. „მე ვაცხადებ, რომ თამაშს თავს ვანებებ და დიდ მადლობას ვუძღვნი ყველას, ვინც ჩემი კარიერა წარმატებული გახადა. აქვე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთში მოღვაწეობას განვაგრძობ, ოღონდ როლს შევიცვლი. აუცილებლად გავაგრძელებ საქმიანობას სამენეჯერო...