დიდი ლონდონური დაბრუნება. კლუბის ლეგენდა, საუკეთესო ბომბარდირი და თილისმა ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ მესაჭე გახდა. ლამპარდი ფრენკ რაიკარდს, პეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანს და იმ სხვა ლეგენდებს შეუერთდა, რომლებმაც ის გუნდი ჩაიბარეს, სადაც ფეხბურთელობისას განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა იგივეს მწვრთნელის რანგში, თუმცა 40 წლის ინგლისელი…. ლამპარდს „არისტოკრატები“ ჯამაგირის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს ჩაუჯიბავენ,...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
კოკუმ ლამპარდი შეცვალა
ფრენკ ლამპარდმა ორი დღის წინ მშობლიური „ჩელსი“ ჩაიბარა, „დერბი“ კი თავკაცის გარეშე დარჩა. არადა, ლამპარდს წარმატებული სეზონი ჰქონდა… გუნდი ფლეი ოფში გაიყვანა და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი წააგო „ასტონ ვილასთან“. მის ნაცვლად ჰოლანდიელი ფილიპ კოკუ დანიშნეს. ჰოლანდიელის თქმით, ერთი სული აქვს, როდის გაიცნობს გუნდს და ფანებს. კოკუ შარშანდელი ოქტომბრიდან უქმობდა, როცა თურქული „ფენერბახჩედან“ გაუშვეს.
სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი
ბერნარდ ტომიჩი უიმბლდონს სტარტზევე გამოეთიშა. მოულოდნელი ამბავი მოხდაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. აშკარაა, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბოლო პერიოდში საქმეს ზერელედ უდგება, კორტზე თითქოს ნაძალადევად დგას. ტომიჩმა ჟო ვილფრიდ ცონგასთან 58 წუთში წააგო და ამის გამო ორგანიზატორთა გულისწყრომაც გამოიწვია. როგორც ვთქვით, ბერნარდ ტომიჩის მარცხს სენსაციად ვერ მოვნათლავთ, რასაც ვერ ვიტყვით სტეფანოს ციციპასის და ალექსანდრე ზვერევის პირველივე წრიდან გავრდნაზე....
არგენტინა არგენტინამდე გადაიდო
მორიგი დიდი იმედგაცრუება არგენტინაში. ლიონელ მესი კვლავ სანაკრებო ტიტულის გარეშეა. კიდევ ერთი კოპა ამერიკა და კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად ნახევარფინალში, თანაც ვისთან? პრინციპულ მეტოქე, მასპინძელ ბრაზილიასთან – 0:2. ბრაზილიისა ვთქვათ – ეს ხომ იმ ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა სამშობლოში ჩატარებული ყველა კოპა ამერიკა რომ მოუგია. ტიტეს გუნდი როგორც გამოცდილი, ევროპამოვლილი ვარსკვლავებით, ისე საშინაო ჩემპიონატიდან აღმოჩენილი ნიჭიერი...
უსაინ, მგონი მალე დაგივიწყებენ!
ფლორიდაში მიმდინარე ბავშვთა მძლეოსნურ ტურნირზე ფენომენალური შედეგი დაფიქსირდა. 7 წლის რუდოლფ ინგრემმა 100-მეტრიანი დისტანცია 13,48 წამში დაფარა. მის ასაკობრივ კატეგორიაში ეს იმაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უსაინ ბოლტის მსოფლიო რეკორდი. მძლეოსნობაში რუდოლფი 4 წლიდან ვარჯიშობს. ამას გარდა, ფეხბურთზეც დადის და მეტოქეებს საკუთარი სისწრაფის გამო უშანსოდ ჩაგრავს. მხოლოდ სპორტი არაო — მშობლები აღიარებენ, რომ ბიჭუნა პარალელურად...
ყაზაიშვილი 3:0 იბრაჰიმოვიჩი
ვაკო ყაზაიშვილს აიწყვიტა. ვეღარც ზლატანი და ვერც სხვები ვერ აჩერებენ. ჩანს, ქართველ შემტევს ნაკრებს მიღმა დარჩენა მოუხდა. დამატებითმა მოტივაციამ „სან ხოსეს“ მე-11 ნომერი უფრო შემართული და მიზასწრაფული გახადა – კალიფორნიელთა ბოლო რვა გოლიდან 7-ში წვლილი შეიტანა. ვაკომ მიჯრით ოთხ მატჩში ხომ გაიტანა, სულ 6 ბურთი შეაგდო და გუნდს სამი შეხვედრა მოაგებინა, ბოლოს კი ლამაზი პასით...
კრიშტიანუ დე ლიხტი
ფეხბურთის ყურება რომ დაიწყო, კრიშტიანუ რონალდუს მაისურა აჩუქეს. პირველი საფეხბურთო სიყვარულიც, კუმირიც და მოტივაციაც სწორედ პორტუგალიელი გახლდათ. ოცნებობდა, გამხდარიყო ისეთივე წარმატებული, როგორიც ლეგენდარული შვიდიანია, ახლა კი მისი თანაგუნდელი ხდება. მატიას დე ლიხტი „ღმერთის შვილების“ ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია. დიახ, „აიაქსის“ იმ საფეხბურთო სკოლის, რომელიც ფენიქსივით მარადიულად ხელახლა აღდგება ხოლმე და ათ წელიწადში ერთხელ ისეთ გუნდს შეკრავს,...
მილანი ევროპიდან მოკვეთეს
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ იტალიურ „მილანსა“ და უეფას შორის დავა განიხილა. საქმე ეხება ფინანსური ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევას. სასამართლომ კლუბი დამნაშავედ ცნო და ევროტურნირებიდან მისი ერთი წლით მოკვეთა გადაწყვეტა. „როსონერის“ ბოსებმა სასამართლომდევე აღიარეს დარღვევები და ევროპის თასზე ასპარეზობის სანაცვლოდ უეფასგან დარღვევების გამოსასწორებლად ერთწლიანი ვადა მიიღეს. მილანელთა ადგილს ევროპა ლიგიაში „რომა“ დაიკავებს, „ტორინო“ კი ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან...
ტრამპის ქალური კბენა
ზაფხულის მთავარი საფეხბურთო ციებ-ცხელება სამხრეთ ამერიკაშია. ცხელი წერტილი კი ბრაზილია, სადაც კოპა ამერიკა გახურებულა. ამის ფონზე, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობს ოდნავ კი დაიჩრდილა, მაგრამ დროდადრო ყურადღების ცენტრში მანდილოსანი მობურთალებიც ექცევიან. მეგან რაპინო აშშ-ს ქალთა ნაკრების ფეხბურთელია, ვიცე-კაპიტანი, რომელმაც მერვედფინალში ესპანეთს დუბლი შეუსრულა და თავისიანები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. ოკეანისგაღმელებმა 2:1 იმარჯვეს, ხოლო რაპინომ...
ფეხბურთის ისტორიაში მეორე
პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ჟოაო ფელიშის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო. შეთავაზებული თანხა 126 მილიონი ევროა,საიდანაც 120 უშუალოდ ფეხბურთელის ფასი გახლავთ, 6 მილიონი კი თანხის განვადებით გადახდის კომპენსაცია. 19 წლის ვუნდერკინდმა გასულ სეზონში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. თუ ტრანსფერი შედგა, ფელიში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე...









