Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
ნეიმარი უარით მიაბრძანეს 
ჩანაწერი

ნეიმარი უარით მიაბრძანეს 

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნეიმარის საჩივარი არ დააკმაყოფილა. „რენთან“ წაგებულ  თასის ფინალში პსჟ-ს თავდამსხმელმა გულშემატკივრის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ბრაზილიელმა ორი შეხვედრა უკვე გამოტოვა, მესამე კი ისევ „რენთან“ დაპირისპირება იქნება, ამჯერად სუპერთასზე. ფინალის შემდეგ ნეიმარი ერთერთმა ქომაგმა გააჩერა და მასთან გასაუბრება სცადა, თუმც 27 წლის ფეხბურთელისგან სახეში სილა მიიღო. ეს ბრაზილიელი ფორვარდის დასჯის პირველი...

კლოზეს ქალმა აჯობა
ჩანაწერი

კლოზეს ქალმა აჯობა

აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გატანილი გოლებით გერმანელი მიროსლავ კლოზე ლიდერობდა. აყლაყუდა ფორვარდს 16-ჯერ ჰქონდა დალაშქრული მეტოქეთა კარი. კლოზე უკვე მეორეა. ბრაზილიელმა მარტამ ქალთა მონდიალზე იტალიას ერთადერთი გოლი პენალტიდან გაუტანა და ეს მისი მე-17 გოლი იყო ფინალურ ეტაპებზე. საპატიო სიაში მესამე ადგილს ბრაზილიელი რონალდო იკავებს. „კიჭას“ 15 გოლი აქვს გატანილი ფინალურ ეტაპებზე. მარტას შედეგმა არ...

ჩემი მეგობარი კედელი
ჩანაწერი

ჩემი მეგობარი კედელი

ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, არც სხვა ტიტულები და ჯილდოები აკლია და, რაც ყველაზე მთავარია – „რეალის“ ქომაგების ლეგენდა, კერპი გახდა. მადრიდულ კლუბში 7 ნომრით კრიშტიანუ რონალდუმაც იფრინა, მაგრამ ესპანელი გულშემატკივრებისთვის რაულ გონსალეს ბლანკო მაინც განსაკუთრებულ ფეხბურთელად რჩება. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წელი გავიდა, დღეს ის „სამეფო კლუბის“ აკადემიის მწვრთნელია და აქამდე განვლილი...

ქართული წერტილი
ჩანაწერი

ქართული წერტილი

უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში ხახოლებმა სამხრეთ კორეას 3:1 მოუგეს. ფაქტი თავისთავად საყურადღებოა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს წერტილი ქართველმა დაუსვა. 18 წლის გიორგი წიტაიშვილმა მესამე გოლი კორეელთა კარში 89-ე წუთზე გაიტანა და ინტრიგაც მოკლა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც ის დაასახელეს. წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, მაგრამ მისი გადაბირება „შახტარს“ და „ზენიტს“...

ბრაზიანი კაცის რელიქვია
ჩანაწერი

ბრაზიანი კაცის რელიქვია

ძალიან დიდი ფიგურაა ჯონ ტერი. წლების მანძილზე უკაპიტნა ლონდონურ „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრებს. მარტო ის რად ღირს, რომ ფიფამ ოთხჯერ შეიყვანა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. ჰოდა, მისტერ ტერი „სტემფორდ ბრიჯზე“ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. ექსკაპიტანმა გასახდელში თავისი ყოფილი კარადა დაიკავა და… მისივე ხელით დაწერილ წერილს გადააწყდა. „ახლოსაც არ ჩაუარო ჩემს კარადას. ყველაზე ბრაზიანი კაცი“. ეს...

ოქროზე ძვირი ლივერპული
ჩანაწერი

ოქროზე ძვირი ლივერპული

ლივერპულის ფეხბურთელისთვის ფული პრობლემა არ არის, თუმც ძვირფას საჩუქარზე უარს არც ისინი იტყვიან. ბრწყინვალე სეზონის და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, მერსისაიდელთა ხელმძღვანელებმა  მწვრთნელსა და ფეხბურთელებს მსუყე პრემიებთან ერთად, გვარიანი ძღვენიც მიართვეს – მათ უნიკალური დიზაინის სმარტფონები ჩამოურიგეს. ოქროს iphone X-ზე თითოეული ფეხბურთელის სახელი და გვარი და სათამაშო ნომერი წერია, უკანა მხარეს ჩემპიონთა ლიგის თასი ამშვენებს. შეგახსენებთ,...

რა დატოვა კრიშტიანუმ მანჩესტერში?
ჩანაწერი

რა დატოვა კრიშტიანუმ მანჩესტერში?

აგერ უკვე 10 წელია, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერის შვიდნომრიანი მაისურა გაიხადა და მადრიდული ოცნებისკენ მიმავალ გზას გაუყვა. წითელი ეშმაკების მაისურის ტარება საპასუხისმგებლო ამბავია. ამ ნომრით არაერთ ლეგენდას უთამაშია, ბოლო ათწლეულში კი ის დიდებულთან უკვე არაფერთან ასოცირდება. როცა რონალდუმ იუნაიტედის კარი გაიხურა, უკან 118 გოლი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ოქროს ბურთი მოიტოვა, სხვა ტიტულებზე და რეკორდებზე საუბრით...

ჩანაწერი

ბარსელონა ინგლისში მეშვიდეა

ინგლისურმა პრემიერლიგამ ზუსტი ციფრები დადო, სატელევიზიო ტრანსლაციებიდან რომელმა კლუბმა რამდენი გამოიმუშავა. ჩემპიონი „სიტი“ კი არის, მაგრამ ლივერპულის მატჩები პირდაპირ ეთერში 29-ჯერ გადაიცა, „სიტის“ 26-ჯერ, პოპულარობით გვარდიოლას გუნდს „მანჩესტერმაც“ გადაასწრო – 27 პირდაპირი ეთერი. ჯამში კლოპის გუნდმა 152.4 მილიონი გირვანქა მიიღო, „სიტიმ“ – 150.9. სიას თუ ჩავყვებით, ესპანური „ბარსელონა“ სატელევიზიო კონტრაქტების მიხედვით ინგლისურ პრემიერლიგაში მხოლოდ მეშვიდე...

ჩანაწერი

ტოპ-6 და ლივერპულის ეკონომ-რეჟიმი

ბრიტანელ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმში ბარე ორი გაეჯიბროს, მაგრამ იქაც არინ გამორჩეულები. დევიდ ორნშტეინი BBC-ში მუშაობს. არავინ იცის რა გზებით, მაგრამ დევიდის ხელში ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია იყრის თავს. თუ აქამდე ორნშტეინი „არსენალზე“ იყო დასპეციალებული, წინა გადაცემაში პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის სატრანაფერო გეგმებსა და ამოცანებზე საათნახევარი ისაუბრა. მისი ნათქვამი თეზისებად ასე გამოიყურება: ყველაზე დიდი ცვლილებები „მანჩესტერში“ იგეგმება. „არსენალის“ სატრანსფერო გეგმები...

ჩანაწერი

გრიზმანი-მესი… უკვე ივლისიდან

გადაწყვეტილი ამბავია. ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ ტოვებს. ეს სიტყვები ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავჯერ გვსმენია, მაგრამ ახლა რეალობაა – კლუბის ოფიციალურ საიტზე ფეხბურთელის მიმართვა გავრცელდა ქომაგებისადმი, რომლებსაც მადლობას უხდის. გრიზმანი „ატლეტიკოდან“ წასვლას ახალი ემოციების, ახალი გამოწვევების აუცილებლობას უკავშირებს. ჯერ არ თქმულა, რომელ გუნდში მიდის გრიზმანი, მაგრამ რად უნდა მკითხაობა? შარშან „ბარსელონა“ მის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯში...