Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
ჭამა-სმა დიდად შესარგი…
ჩანაწერი

ჭამა-სმა დიდად შესარგი…

2019 წლის „უიმბლდონი“, თავისი საოცარი ენდშპილით, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ნოვაკ ჯოკოვიჩის და როჯერ ფედერერის ფინალური თრილერში ვიხილეთ ყველაფერი, რატომაც მილიონობით ადამიანს უყვარს ჩოგბურთი, რატომაც უწოდებენ მას სამეფო სპორტს. შვეიცარიელ მაესტროს, რომელიც სულ მალე 38 წლისა მოიყრება, თავისი დიდებული კარიერის მანძილზე ბეწვის ხიდი იშვიათად უტყდებოდა. ნოვაკ ჯოკოვიჩთან მეორედ არ გაუმართლა… თუმცა რატომ მეორედ? ნოლემ როჯერს 2014...

ნეიმარი ალყაშია
ჩანაწერი

ნეიმარი ალყაშია

მას ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გაუხსნეს ფინანსური ფრონტი. როგორც ესპანური „ელ მუნდო“ იუწყება, ძიება ნეიმარის მიერ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების გამო გაზაფხულიდან წარმოებს. ნებისმიერი პირი, ვინც ესპანეთში 183 დღეზე ანუ ნახევარ წელიწადზე მეტს იცხოვრებს, ვალდებულია, შეავსოს საშემოსავლო დეკლარაცია. ნეიმარს „ბარსაში“ თამაშის მთელი პერიოდი ამოუქექეს და საერთო ჯამში 35 მილიონ ევროს ეცილებიან. რამდენიმე დღის წინ გამცნეთ,...

ნახვამდის გრძელო!
ჩანაწერი

ნახვამდის გრძელო!

„ჩვენმა მშვენიერმა თამაშმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა. ამ ზაფხულს, ბევრი ვიყოყმანე, ვფიქრობდი რა ნაბიჯი გადამედგა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ფეხბურთში მომიყვანა და ჩემს განვითარებას შეუწყო ხელი. მათ გარეშე სპორტის ამ სახეობაში ამდენ წელს ვერ დავრჩებოდი,“ – ეს სიტყვები პიტერ კრაუჩს ეკუთვნის, რომლის წარდგენაც ფეხბურთის ქომაგებს ალბათ არ...

პიპიტა რჩება
ჩანაწერი

პიპიტა რჩება

გონსალო იგუაინი ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებაზე უარს აცხადებს და სერია A-ს სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ აპირებს. „პიპიტას“ სჯერა, რომ მაურიციო სარის ფორმაციის „იუვეში“ საკუთარი როლი ექნება, ამიტომ „ალიანც სთედიუმზე“ დარჩენასა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას გეგმავს. „ბებერი ქალბატონი“ მაურო იკარდის ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობს და თუ გარიგება შედგა, იგუაინის პერსპექტივები საგრძნობლად მოიკლებს, რამაც წესით იგი „რომას“ წინადადებაზე...

სტარიჯის ძაღლი
ჩანაწერი

სტარიჯის ძაღლი

დენიელ სტარიჯს შვებულება ჩაუმწარეს. მართალია, ლივერპულის ფორვარდს 2018-2019 წლების სეზონში ბევრი საქმე არ ჰქონია. ის პრემიერლიგის ოდენ 18 მატჩში გამოჩნდა მოედანზე და საკუთარ გუნდს მხოლოდ 2 გოლით შეეწია. სტარიჯი გადაღლილი იყო, სეზონის დასრულებამ სულზე მიუსწროო ვერ ვიტყვით, მაგრამ შვებულება ნებისმიერ შემთხვევაში გეკუთვნის და მას როგორც გინდა ისე გამოიყენებ. სტარიჯიც ადგა და ოკეანისგაღმა გაემგზავრა, კონკრეტულად კი...

ტიტეს ხუთოსნები
ჩანაწერი

ტიტეს ხუთოსნები

ბრაზილიის ნაკრებმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი ტიტული მოიგო. ისტორიაში მეცხრედ, „სელესაომ“ წარმატებას „კოპა ამერიკაზე“ მიაღწია, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. პერუსთან ფინალურ შეხვედრაში 3:1 გამარჯვების შედეგად, ბრაზილიამ საკუთარი მიღწევა ხელუხლებელი დატოვა და იმ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა, სამშობლოში ჩატარებული სამხრეთ ამერიკის ყველა ჩემპიონატი რომ მოუგიათ, თანაც მეხუთედ. პერუელებს პირველი ბურთი ევერტონმა შეუგდო, მან გაბრიელ ჟეზუსის პასით ისარგებლა....

ლევანდოვსკიც? ვერ მოგართვით
ჩანაწერი

ლევანდოვსკიც? ვერ მოგართვით

მას მერე, რაც მათს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნდა, ქომაგებმა იფიქრეს, ეგებ „ბაიერნის“ გაახალგაზრდავების პოლიტიკით ვისარგებლოთ და ხელი რობერტ ლევანდოვსკისაც გამოვკრათო, მაგრამ ნურას უკაცრავად, პოლონელი „რეკორდმაისტერისთვის“ საჭირო ფეხბურთელია და ის მიუნხენში რჩება. 30 წლის თავდამსხმელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2 წლის თავზე ეწურებოდა, თუმც გაგრძელებას დათანხმდა და შეეცდება გერმანიის უტიტულოვანესი კლუბისთვის კიდევ გაიტანოს. ლევანდოვსკი „ბაიერნში“ სწორედ „დორტმუნდიდან“ 2014 წელს...

68 საათი შეუჩერებლად
ჩანაწერი

68 საათი შეუჩერებლად

ეზოში ფეხბურთი ხომ ყველას გვითამაშია?! ხუთი-ხუთზე და ექვსამდე! ჩვენ გოგოს დავიმატებთ და მეტნი ვიქნებით და სხვა… სკოლის სტადიონზე ასეთ ფრაზებს ყოველდღე ისმის, მაგრამ გინახავთ საფეხბურთო მატჩი 807 ბავშვის მონაწილეობით? ლიონის ფონდში ეს შეძლეს. საფრანგეთში, მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის მიმდინარეობის პარალელურად, საფეხბურთო კლუბმა „ლიონმა“ და თანაბარი თამაშის ასოციაციამ საქველმოქმედო პროექტი ჩაატარეს. ეროვნების, ასაკის, სქესისა და აღმსარებლობის განურჩევლად...

კუვეიტი დააბრუნეს
ჩანაწერი

კუვეიტი დააბრუნეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ სახელმძღვანელო რუკით გაწერილი პუნქტების წარმატებით შესრულებისთვის კუვეიტის ოლიმპიურ კომიტეტს სრულიად აღუდგინა IOC-ის წევრობა. სახელმძღვანელო რუკა ითვალისწინებდა სამ ძირითად ეტაპს, მათ შორის – სპორტული კლუბების, ეროვნული სპორტული ფედერაციების და რაც მთავარია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდების გადახედვას, ახლის მიღებას და არჩევნების ჩატარებას. 2015 წლის 27 ოქტომბერს IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ კუვეიტის სპორტულ ცხოვრებაში...

ჭეშმარიტი გლადიატორი
ჩანაწერი

ჭეშმარიტი გლადიატორი

ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, ერთგულების სანიმუშო მაგალითი… ბურთის გორაობა რომაში დაიწყო, 18 წლისა იყო მთავარ გუნდში რომ დააწინაურეს. „ჯალოროსისთან“ ერთად გაიარა გუნდის ავი და კარგი პერიოდი, წარმატებისას უკანა პლანზე იყო, მარცხს კი პირველი განიცდიდა. ცდილობდა, ყველა მატჩში გაუვალი კედელივით მდგარიყო, მებრძოლი ხასიათი კი არ აძლევდა უფლებას, თუნდაც ერთი სანტიმეტრი მეტოქისთვის დაეთმო. ის განსაკუთრებული გახლავთ, რადგანაც ბევრი...