Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
ამერიკაში საქართველოს მედლები დათვალეს
ჩანაწერი

ამერიკაში საქართველოს მედლები დათვალეს

ცნობილი ამერიკული პორტალი Gracenote ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლის ვირტუალურ პროგნოზს აქვეყნებს. მისი გათვლები ემყარება რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდგომ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებზე სპორტსმენთა შედეგებს. ვირტუალური პროგნოზის თანახმად, საქართველოს წარმომადგენლები XXXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ, საერთო ჩათვლაში კი 26-ე ადგილს დაიკავებენ. ამგვარად, რიოს ოლიმპიადის შედეგს –...

იყიდება: ვიდალი ან რაკიტიჩი
ჩანაწერი

იყიდება: ვიდალი ან რაკიტიჩი

„ბარსელონა“ არ მალავს, რომ ამ ზაფხულს არტურო ვიდალს ან ივან რაკიტიჩს შეელევა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ კატალონიელთა სამკაციან ნახევარდაცვაში ცხრა ფეხბურთელს აქვს თამაშის პრეტენზია. „ბარსაც“ კი ვერ მისცემს თავს უფლებას, ამდენი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავდეს სათადარიგოთა სკამზე. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელებიც ვერ იქნებიან კმაყოფილნი, თუ სათამაშო დროის გარეშე დარჩებიან. არტურო ვიდალის მიმართ ინტერესს არ მალავს...

სერგეი მანჩესტერში
ჩანაწერი

სერგეი მანჩესტერში

„ლაციოს“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერში“ გადასვლასთან ახლოსაა. სერბი ფეხბურთელის ყიდვა სულშერს სურს და ახალი გუნდის მშენებლობაში საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს. თანაც, პოლ პოგბა „წითელ ეშმაკებს“ სავარაუდოდ ამ ზაფხულს დატოვებს და „რეალში“ ან „იუვენტუსში“ გადაბარგდება. რაც შეეხება მილინკოვიჩ-სავიჩს, „ლაციო“ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა 47 შეხვედრაში  მიიღო, 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

ბასილამ ჩემპიონურად დაიწყო
ჩანაწერი

ბასილამ ჩემპიონურად დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის შარშანდელი ATP-500 კატეგორიის ტურნირის გამარჯვებულია. ამის მიუხედავად, ორგანიზატორებმა ის მეოთხე ნომრად განთესეს, რადგან ფავორიტები ალექსანდრ ზვერევი და დომინიკ ტიმი არიან. ბასილაშვილს პირველ წრეში პირველი პირველი კორტი არგუნეს, მეტოქედ კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანი ჰუგო დელიენი. ნიკამ დინჯად და აუღელვებლად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე – 6:4, 6:3. მეორე წრეში ნიკას ან ესპანელ ფოკინასთან (137),...

ბაქოში ჯერ ვერცხლია
ჩანაწერი

ბაქოში ჯერ ვერცხლია

აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენს შორის ქართველებიც არიან. ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები საკუთარ ძალებს მოსინჯავენ მძლეოსნობაში, ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, ძიუდოში და თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის იბრძოდნენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები 45 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში. პრიზიორთა შორის არიან ქართველი...

მესი: ბოდიში!
ჩანაწერი

მესი: ბოდიში!

ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიის ნაკრებმა რომ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანა, ფეხბურთის ქომაგს შეხსენება არ სჭირდება. ისიც კარგად გეხსომებათ, მასპინძლებმა ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს და საფეხბურთო კუთხით უმთავრეს მტერ არგენტინის ნაკრებს 2:0 რომ მოუგეს, ფინალში კი პერუ დაამარცხეს. არგენტინელებს არც ის უნდა დავიწყებოდათ, რომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია...

როჯერის კორიდა
ჩანაწერი

როჯერის კორიდა

ის ლეგენდაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას. არა მხოლოდ ჩოგბურთის, საერთოდ სპორტის. ამიტომაც ჰქონდა, აქვს და ექნება აუარებელი შეთავაზებები მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საჩვენებელ მატჩებში და ვეჭვობთ, ეს მისი დიადი კარიერის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, ის ხომ როჯერ ფედერერია. შვეიცარიელ მაესტროს უამრავი საჩოგბურთო რეკორდი დაუმხია და მათი ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს. სადაც უნდა იყოს, მის თამაშებს ყოველთვის ათასობით ადამიანი...

მეხელენი ევროპიდან მოკვეთეს
ჩანაწერი

მეხელენი ევროპიდან მოკვეთეს

შავი ჭირი – სახელწოდებით გარიგებული მატჩები მარტო ქართული ფეხბურთის თავისტკივილი როდია. არც ისე შორეულ წარსულში იყო მამაძაღლობაში ტურინის „იუვენტუსი“ რომ ამხილეს და სერია B-ში დააქვეითეს. საფეხბურთო ევროპაში ჩაწყობილი შეხვედრების მონაწილე სხვა არაერთი გუნდიც გამხდარა. მორიგი ნაღმი კი ბელგიაში აფეთქდა. თან საქმე არა დაბალ დივიზიონში მყოფ უცნობ-უსახელო გუნდს, ქვეყნის თასის მფლობელ „მეხელენს“ ეხება, რომელიც რა გასაკვირია,...

კორი, ამერიკის ღია პრობლემა
ჩანაწერი

კორი, ამერიკის ღია პრობლემა

ახლახანს დასრულებულ „უიმბლდონზე“ წარმატებული თამაშით მან ჩოგბურთის უამრავი ქომაგის გული მოიგო, ხოლო სამეფო სპორტის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და წარმატებული გამოსვლითო რომ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩემპიონობას ან თუნდაც ნახევარფინალში ან ფინალში გაღწევას არ ვგულისხმობთ. თინეიჯერულ ასაკში დიდი სლემის ტურნირზე თუნდაც 3 ეტაპის გავლა სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ. ჩოგბურთის ქომაგი მიხვდება,...

პლაჟი და პოლიტიკა
ჩანაწერი

პლაჟი და პოლიტიკა

როგორც, ჩირაღდანი და ცეცხლია ოლიმპიური თამაშების განუყოფელი ნაწილი, გინდა, არ გინდა, ისეა გადაჯაჭვული სპორტი და პოლიტიკა. მაგალითების ჩამოსათვლელად შორს წასვლა საჭირო ნამდვილად არ არის. ქართულ სპორტს და სპორტსმენებს საკუთარ თავზე აქვთ უამრავი რამ ნაწვნევი. თუნდაც 1984 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიადა რად ღირს, როდესაც დიდი პოლიტიკური თამაშების გამო უბრალო ათლეტები დაიჩაგრნენ და ვინძლო ახლა, იმაზე მეტი...