რონალდ კუმანს „ბარსელონაში“ თანამემამულის, დონი ვან დე ბეეკის გადაბირება რომ ვერ გამოუვიდა, თვალი კიდევ ერთ ნიდერლანდელს დაადგა და ახლა უკვე დიდია შანსი, ლივერპულელმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა კარიერა „ბარსაში“ გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანახმა. ამასთან, „ბარსელონას“ მისი გადაბირება სულ რაღაც 20 მილიონ ევრომდე დაუჯდა. ვეინალდუმს კუმანი კარგად იცნობს –...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
ფინალი ესპანელებისაა
2002 წლიდან მოყოლებული, ესპანურმა კლუბებმა ევროტურნირებზე მოიგეს ყველა, თხითმეტივე ფინალი, სადაც კი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ პერიოდში მადრიდის „რეალმა“ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო „ბარსელონამ“ – ოთხჯერ. 2004 წელს „ვალენსიამ“ უეფას თასი (ევროპის ლიგა) მოიგო, სევილიამ იგივე ხუთჯერ გააკეთა, მადრიდის „ატლეტიკომ“ – ორჯერ. ლა ლიგის წარმომადგენლებმა ევროთასებზე ბოლო ფინალები 2001 წელს წააგეს. მაშინ „ვალენსია“...
გუტმანის სული და აფრიკელი შამანები
იყო ერთი ასეთი ცნობილი მწვრთნელი, ბელა გუტმანი, რომელიც პორტუგალიურ „ბენფიკას“ თავკაცობდა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა „არწივებს“ 1961 და 1962 წელს ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი და მოულოდნელად გუნდიდან დაითხოვეს. გაბრაზებულმა გუტმანმა გუნდი დაწყევლა – 100 წელი ფინალს ვეღარ მოიგებთო. მას შემდეგ „ბენფიკამ“ შინაურ ასპარეზს თუ არ ჩავთლით, ევროტურნირებზე 8 ფინალი წააგო. სავარაუდოდ, იგივე ელის „მანჩესტერ სიტის“. როგორც ბრიტანული...
ალალია!
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიურ „ატალანტასთან“ საოცრება რომ ჩაიდინა და იტალიელებს თამაში 150 წამში შემოუტრიალა, უკვე იცით. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი, ბრაზილიელი ნეიმარი დაასახელეს, რომელმაც განაცხადა, რომ წაგებაზე არც კი ფიქრობდა, გუნდი ერთ ოჯახად იყო შეკრულიო. თუმცა, უფრო საინტერესო ნამატჩევს მოხდა – ნეიმარმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გამარჯვების გოლის ავტორს, კამერუნელ ერიკ ჩუპო-მოტინგს აჩუქა.
ახალი რომა
იტალიურმა „რომამ“ საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს. ყოფილმა მფლობელმა ჯეიმს პალოტამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. „მგლების“ ახალი მეპატრონელი მილიარდერი დენ ფრიდკინი იიქნება. საქმე ოფიციალურად 5 აგვისტოს მოგვარდა. „რომა“ კონტროლის ქვეშ The Friedkin Group-ს გადაეცა და მისი ფასი 591 მილიონი ევროა. პირველი ტრანში 31 აგვისტომდე უნდა გადაირიცხოს. ადრე გავრცელებული ცნობით, პალორა იმავე ფრიდკინზე კლუბის...
ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა
ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია. ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს. აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ...
კატეგორიული ვარი
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში. „ნაპოლიმ“ ოთხი გოლი გაუშვა „სასუოლოსგან“, თუმცა მატჩი 2:0 მოიგო… გეტყვით, რომ სტუმრების არც ერთი გოლი ჩათვლილა. „სასუოლოს“ ერთი გოლი გვერდითმა მსაჯმა გაუუქმა, ხოლო სამი – ვიდეორეფერიმ. ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთ გუნდს, ერთ თამაშში ოთხი გოლი არ ჩაუთვალეს.
გაკვირვებული პეპი
მიმდინარე პრემიერლიგას შესანიშნავად ატარებს „მანჩესტერ სიტის“ შემტევი კევინ დე ბრუინი, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატია. თუმცა, მისივე მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ბელგიელი პრიზს ვერ აიღებს. „გამორიცხულია დე ბრუინმა პრიზი აიღოს. როდესაც ჩემპიონები ვხდებოდით, საუკეთესო ფეხბურთელები მაშინაც „ლივერპულიდან“ იყვნენ. ახლა, როდესაც ჩემპიონები გახდნენ, ისევ მისი ფეხბურთელი იქნება საუკეთესო. მიკვირს, უკეთესები რატომღაც ყოველთვის ლივერპულელები არიან“,...
რონალდუმ პელე დაინახა
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდა. „ლაციოსთან“ შეხვედრისას გატანილი მეორე გოლი რონალდუსთვის კარიერაში 734 გამოდგა და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გოლების რაოდენობით რონალდუმ უკან მოიტოვა ბრაზილიელი რომარიო. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი, ცხადია, პელე გახლავთ, ვის ანგარიშზეც 767 შეგდებული ბურთია. რონალდუ ფეხბურთის თამაშს...
ვიდალის ოქრო დამთავრდა
„ბარსელონას“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა საჩემპიონო სერია შეწყვიტა. დასრულებული პრიმერა დივიზიონის შემდეგ ბარსელონელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩნენ. ვიდალისთვის ეს გამოდგა პირველი სეზონი ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ოქროს მედალი ვერ მიიღო. არტურო ოქროს მედლის გარეშე ბოლოს 2011 წელს დარჩა, როდესაც „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა. მას შემდეგ ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 4-ჯერ მოიგო,...









