ის ოთხშაბათი კი იყო მაგარი ოთხშაბათი და მას მოდევნებული მთელი კვირაც. ამინდებიც კარგი დაემთხვა. უკვე შუა მაისი იყო, ყვაოდა რაღაცეები, რაც მაშინდელ ქალაქში, მითუმეტეს პატარა ქუჩებზე, შეიმჩენოდა. ამიტომ, იდექი ქუჩაში, კარგ ამინდში და თუნდაც ფეხბურთზე და დინამოზე არ გელაპარაკა, მაინც ის იგულისხმებოდა, რომ კარგად და ხალისიანად დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვების და თასის გამო ხარ. იმ ფინალის...
Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)
ადგილი სულისთვის
ამ ორიოდ კვირის წინ ლონდონში, ერთ პატარა სტადიონზე თამაში იყო. შაბათ-კვირა თამაშების დღეებია ინგლისში და, ერთი რომ, უქმეებს დანატრული ხალხი დილიდანვე უბერავს საუბნო მინდვრებზე და მეორეც, მთელი ინგლისის ოთხივე პროფესიული ლიგა და უთვალავი სამოყვარულოც სწორედ უქმეებზე თამაშობენ – შაბათ დილიდან რომ გახურდება, კვირა საღამოს გათავდება. თუ გინდა, რომ ფეხბურთით იცოცხლო, სწორედაც რომ გამოწერილი დრო და...
საშინელი დროის საყვარელი ადგილი
ის დრო, როცა თბილისის „დინამო“ და საერთოდ ფეხბურთი სახალხო სიყვარულად უნდა გადაქცეულიყო, საშინელი დრო იყო. ეს იყო ყველაზე ცუდი დრო საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის უფროსად იყო ლავრენტი პავლოვიჩ ბერია, ხოლო თბილისის „დინამო“ უწყებრივად მიეკუთვნებოდა ლავრენტის საყვარელ უწყებას, შინსახკომს, ანუ „დინამო“ ჩეკას გუნდი იყო. სტადიონი რომ ააშენეს, შემთხვევითი არ იყო. სტადიონი იჭედებოდა. ფეხბურთი მთავარი თვალსასეირო რამ იყო....
ძველ ნევადაში წმინდა პატრიკის დღეს
დილით ორიკვირისწინანდელ ამბავს ვუბრუნდებით, სადაც მძიმე წონის ჩემპიონ კორბეტსა და საშუალოწონოსან პრეტენდენტ ფიცსიმონსის დიადი შერკინების წინაპირობები იყო აღწერილი. ამ ჯერზე, ორთაბრძოლის დღის, 1897 წლის 13 მარტის ამბავს მოგითხრობთ, ფიცსისა და კორბეტის დიდ შეყრას აღვწერთ. ეს იყო ნევადაში, ქალაქ კარსონ სიტიში. ის დღე გამოვიდა უღრუბლო, მზიანი და საკმაოდ ცხელი. გაზეთ “ნიუ იორკ უორლდში” ჭიდილის გაშუქება დაევალა განთქმულ მოკრივეს...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
გაიგე? რა? გაზა გამოწერილა. საიდან? ლოთობის გადამჩვევი ცენტრიდან. იქ რა უნდოდა? ლუდის სმას გადააჩვიეს. ლუდის სმას რა გადაჩვევა უნდა? ნდომებია, ხომ ხედავ? მაშინ, მთელი ჩვენი ქვეყანა იქ უნდა მოგვათავსონ. ეჰ, იტყვი რაღა. სად ჩვენ და სად ისინი. რა ამბავში? კაი ბიჭობის ამბავში. ჰო, მართალი ხარ, ჩვენი კაცობის უროვენი სხვაა. იმათ მარტო თამაში იციან. ჩვენ კიდევ...
ბურთი, როგორც ღვთაება
სესარ მენოტის გამონათქვამები რომ ჩაათვალიეროთ, ნახავთ, რომ ყველაზე საინტერესონი დღევანდელ ფეხბურთს კიდეც ერგება და არც ერგება, მაგრამ მათში საინტერესო ნამდვილად ბევრია. ასეთია, მხცოვანი მწვრთენლის აზრი ხოსეპ გვარდიოლას შესახებაც: გვარდიოლა ფეხბურთის ნამდვილი რეოვლუციონერი და ჩე გევარააო. რევოლუციონერის წესი ასეა, რომ ის ან იგებს, ან აგებს და იღუპება, მაგრამ დიდი ცვლილების გზას კი არ გადავაო. მენოტის აზრით,...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ახლა კი გაბრწყინდება ბრაზილია… ვა? რა „ვა“? არ იცი, რომ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს? რად უნდა ბრაზილიას მწვრთნელი? როგორ არაო. მწვრთნელი ყველას უნდაო. ჰოდა, ვანდერლეიც დაუნიშნეს. ვინ? ვანდერლეი. ეგ სახელია, თუ გვარი? ჯერ არ ვიცი, კიდევ მეორე აქვს, ქვეყნის სახელს ჰგავს. მოზამბიკი? არა, არა, უფრო ჩვენებური ქვეყანაა. იტალია? არა, არა, ჩემით გავიხსენებ… პატარა ქვეყანაა. და ვანდერლეი...
პრივატ-დოცენტი
ეს კაცი ჰგავს სორბონელ ფილოლოგიის პროფესორს, რომელსაც ცოლი გაექცა. ეს კაცი ჰგავს 60-იანი წლების ინტელექტუალს, ოდესღაც პარიზელ სტუდენტებს რომ უჭერდა მხარს. აბა, ეს კაცი მწვრთნელს ჰგავს? მწვრთნელს ჰგვანან: ტრაპატონი, კაპელო, იგლესიასი, პარეირა, ვენეიბლზი, რეჰაგელი და სხვები. ჰგვანან და არიან კიდეც. ნახეთ, რა ჯანიანი და ზორბა კაცები ჩამოთვალე? არსენ ვენგერი კი, ამათ კომპანიაში მართლა არ ჰგავს...
ამბავი მეთოფეთა გამარჯვებისა
ლონდონის „არსენალმა“ მეთერთმეტედ მოიგო ინგლისის ჩემპიონობა და ახლოა იმასთან, რომ საქვეყნო დუბლიც გაახერხოს, რახან მომავალ შაბათს ასოციაციის თასის ფინალში თამაშიც უწევს. უკანასკნელად დუბლი „არსენალმა“ ოცდაშვიდი წლის წინათ მოიგო, ჩემპიონობა კი შვიდი წლის წინათ. ამ შვიდ წელიწადში ინგლისს სულ სამი ჩემპიონი ჰყავდა: „ლიდსი“, „ბლექბერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც წინ ფრანგი ერიკ კანტონა მიუძღვოდა. სწორედ კანტონა იყო...
ორი ბანაკი, ანუ ჩრდილოეთი და სამხრეთი
არის ასეთი ამერიკული სერიალი – „ჩრდილოეთი და სამხრეთი“, იქ პატრიკ სვეიზი თამაშობს და აღწერილია ამერიკის სამოქალაქო ომი. ფეხბურთიც ხომ რაღაცნაირად ომია. მე პირადად ძალიან მინდა, რომ თამაში იყოს, მაგრამ უფრო ხშირად ომი უფრო გამოდის, ვიდრე ბურთის სპორტულ-ჯენლტმენური გორება. არის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი უფრო თამაშია, მას თამაშად თვლიან და არის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი ომია და მორჩა....









